განხილვა:ჟანა მორო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იხილეთ: ​[ʒan mɔʁo], ასევე ფრანგულის ინსტიტუტი: Jeanne Moreau – ჟან მორო.--Saliner 13:52, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Saliner 17:57, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეკითხვა მაქვს, ქართულად როგორ იწერება ფილმი Les Parapluies de Cherbourg ?. - OTOGI Messages 16:08, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

შერბურის ქოლგები? P.S. ამ სტატიაზე მგონი შევთანხმდით, რომ უნდა გადაგვეტანა.--Tornike 16:17, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მერე ? რა წერია მოწონებულ საიტზე ? შერბურგი, რაც შეცდომაა. ეგ საიტები წყაროს სახით არ უნდა დაიმოწმოთ ასე ბრმად. - OTOGI Messages 16:23, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე არც დამიმოწმებია, მაგრამ თორნიკემ ეგ იმის დასამტკიცებლად არ მოიყვანა, რომ ჟან-ია სწორი და არა ჟანა. მაგაზე მგონი ისედაც ყველანი ვთანხმდებით. არამედ იმიტომ მოიყვანა, რომ ჟან დ'არკი-ისგან განსხვავებით, ჟან მორო დამკვიდრებულია.--Tornike 16:28, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
რაზე ვთანხმდებით ? ეგ საიტი არაფერს არ ამტკიცებს. ფრანგულის სპეციალისტები თუ ზიან გაარჩევდნენ ერთმანეთისაგან შერბურგს და შერბურს. - OTOGI Messages 16:34, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
არ წაიკითხე რა დავწერე? ეგ საიტი არაფერ შუაშია ზოგადად სახელი ჟან-ის სისწორესთან. განხილვა:ჟანა დ’არკი ამ განხილვის ბოლო სექციის დასაწყისი ნახე--Tornike 16:36, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ისტორიას გადახედე, ამ წყაროს თანახმად იყო გადატანილი ეს გვერდი. - OTOGI Messages 16:41, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ტექნიკურად კი, მაგრამ რეალურად პარალელურად მიდიოდა ჟან დ'არკის განხილვა და იქ შევთანხმდით (ყოველ შემთხვევაში შეხვედრაზე უკვე შევთანხმდით) რომ ზოგადად ჟანია სწორი იქ მითითებული წყაროების საფუძველზე, თუმცა ჟანა დ'არკი იმდენად დამკვიდრებულია, რომ გამონაკლისია. რადგან ჟანა მორი ასე დამკვიდრებული არ არის, შესაბამისად ალბათ უბდა გადავიტანოთ. ზუსტად ამიტომ იყო ალბათ ეს საიტი მოყვანილი, თორემ ცხადია ფრანგულის სპეციალისტის დაწერილი არ არის--Tornike 16:48, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
არ მაქვს წარმოდგენა რაზე შეთანხმდით ვიკიპედიის კარს მიღმა. წყაროები თუ არსებობს აქ უნდა დაწეროთ. - OTOGI Messages 16:54, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, წყაროა უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, სადაც ყველა Jeanne ჟან-ად არის შეყვანილი. რომ არაფერი ვთქვათ ტრანსკრიფციაზე. შეხვედრაზე კი ჟანა დ'არკის შემთხვევაზე ვიმსჯელეთ, როგორც გამონაკლისზე მასობრივი ცნობადობის გამო. ალბათ მიხეილი შეაჯამებს შეხვედრას და იქ შეგეძლებათ კონკრეტული შემთხვევები განიხილოთ.--Saliner 19:41, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]