განხილვა:ჟანა დ'არკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად მართებულია ჟან დ’არკი.

Zangala 21:31, 13 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

რატომ არის მართებული იქნებ ისიც აგეხსნა? გიორგი მარუაშვილი 21:58, 13 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]
ჟან (Jean) მამაკაცის სახელია, მისი მდედრობითი ვარიანტია - ჟან(ნ)ა, და ამჟამინდელი სათაური მართებულად მიმაჩნია. ჟანა დ'არკი სტატიას რედირექტი უნდა გაუკეთდეს. ფრანგულ Jeanne-ს ბოლოში ყრუ e აქვს და აქცენტი ბოლო n-ზე კეთდება, აქედან გამომდინარეობს ჟან(ნ)ა - და ხმოვანი ბოლოში საჭიროა მდედრობითი სქესის ხაზგასმისთვის. Alsandro 14:03, 28 December 2005 (UTC)


გიორგი და Alsandro

Jean [ʒã:]

Jeanne[ʒan]

Jeanne ´darc [ʒan-`dark]

გიორგი - Duden-ი საბჭოთა მეცნიერების მიერ არ არის შედგენილი. ალბათ რუსული ვიკიპედიიდან აიღე ჟანა.

Zangala 20:56, 28 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

1) ცანგალა. რაც შეეხება ფრანგულ სახელებსა და გვარებს აქ აუცილებელია დავიცვათ გარკვეული ჩარჩოები. ქართულ ენას არ ძალუძს გადმოსცეს ყველა ის ბგერა (და არა ასო) რომელიც ფრანგულშია. ამიტომ შემუშავებულია გარკვეული სტილი, რომელიც ჩემი აზრით უნდა დავიცვათ.
2) მაგ. ასო R,r არც ქართული "რ" და არც "ღ" არ არის უფრო რაღაც შუალედური ბგერაა, რომელიც ქართულ ენაში არ მოიპოვება. ამიტომ მიღებული მისი "რ"-დ გადმოტანა. renault უფრო ახლოა გამოთქმასთან "ღონო", ვიდრე "რენო"-სთან. ან სახელი Herni "ონღი"-სთან ვიდრე "ანრი"-სთან.
3) გვარი Mitterrand [mitɛˈʀɑ̃] - გამოითქმის როგორც "მიტერო" და არა როგორც მიტერანი. მიურატი - Murat გამოითქმის "მიურა"
4) არსებობს აგრეთვე ტრადიციულად დამკვიდრებული ფრანგული სახელებიც. მაგ. რეიმსი - Reims, რომელის ფრანგულად გამოითქმის როგორც - "ღანს", დოფინი - Dophin გამოითქმის როგორც "დოფა", ანტანტა - Entante გამოითქმის როგორც "ონტონტ" და ა.შ. ესენი ყველა უკვე შესისხლხორცებული აქვს ქართულ ენას და ამათი შეცვლა მიზანშეწონილი არაა.
5) რაც შეეხება ქალის სახელებს, რომლების ფრანგულში ემსგავსებიან კაცისას აქ ფრანგულ ენას ის თავისებურება აქვს რომ განსხვავებას წერისას ყრუ ასოები უზრუნველყოფენ, საუბრისას კი ინტონაცია. (ალსანდრომ აღნიშნა ზემოთ). ამიტომ ფრანგისთვის პრობლემას არ წარმოადგენს "ჟან" განარჩიოს როდის კაცის სახელია და როდის ქალის. ქართულ ენას ეს ტვისება არ აქვს და ამიტომ ამისათვის მიღებული ქალის სახელების დაბოლოება "ა" ასოთი. ჟან - ჟანა, ლუი - ლუიზა, ფრანსუა - ფრანსუაზა და სხვა.
6) რაც შეეხება დუდენს, ჯერ ერთი რა შუასია აქ დუდენი და მერე მეორე გერმანელები ფრანგულ გვარ-სახელებს ზუსტად იგივე ასოებით წერენ როგორიც ეს ორიგინალშია, ასე რომ მათთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს კითხვა-წერისას Jean გაარჩიონ Jeanne-ისაგან, წარმოთქმისას კი ზუსტად იმეორებენ ფრანგულ ინტონაციას. მაგალითისთვის იხილე ფრანგული წარმოშობის სიტყვები გერმანულ ენაში - ონგაჟმო, ნივო, ოტ-კუწიუღ და სხვა.
7) რაც შეეხება რუსული ვიკიპედიიდან ამ სახელის აღებას სულაც არ ამიღია რუსულიდან. ქალის სახელების "ა" ასოთი დაბოლოება მარტო ქართულს და რუსულს არ ახასიატებს. მაგ. გერმ. იოჰან-იოჰანა, ფრანკ-ფრანკა, იტალ. მარტინ-მარტინა, კარლო-კარლა, ჯულიო-ჯულია, ესპ. ხუან-ხუანა, ფრანსისკო-ფრანსისკა, ბერძ. ანასტასი-ანასტასია და ა.შ.
8) ამიტომაც მიმაჩნია რომ მართებულია ჟანა დ'არკი. გიორგი მარუაშვილი 22:18, 28 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


რადგანაც ეს სტატია კვლავ ამოიწია მინდა დავამატო ინფორმაცია, რაც წავიკითხე "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში" (თბ., 1989). ციტირება ლექსიკონიდან: კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა, განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeane (ქალისა); ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ. დაველოდოთ სპეციალისტებს. Zangala 21:20, 26 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


--Ljova 16:53, 23 სექტემბერი 2007 (UTC)მოგესალმებით:) დაწვრილებით გავეცანი განხილვას და ბევრი ძალიან საგულისხმო რამ წავიკითხე. რასაკვირველია, ვთქვათ, სიმონ-ის და დანიელ-ის შემთხვევაში მამაკაცის და ქალის სახელები ერთნაირად იწერება - ასეთია პრაქტიკა. მაგრამ რაც შეეხება ”ჟან”-სა და ”ჟანა”-ს შორის განსხვავებას, აქ ისევ გავიმეორებ, რაც აქამდე დავწერე (ვგულისხმობ ჩემს პოსტს, რომელიც ამასწინათ დავწერე და რომელზეც ხელმოწერა დამავიწყდა:) აქ ვწერდი ყველაზე გავრცელებულ მაგალითებს ქართულ ენაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ - ჟან მარე და ჟანა მორო. ვფიქრობ, რომ ეს ქართულისთვის ხელოვნურად თავს მოხვეული არ არის და დრომაც დაადასტურა.) ასე რომ, ვუერთდები მათ, ვინც ქალის სახელად მართებულად თვლის ”ჟანა”-ს და არა ”ჟან”-ს. შესაბამისად, ”ჟანა დ’არკი”. საერთოდ, ბევრ შემთხვევაში თვითონვე ვეწინააღმდეგები ქართულში რუსული ენიდან გადმოსული სახელების თუ სიტყვების, ან წინადადების სტრუქტურის (ზოგადად, აზროვნების) დამკვიდრებას. მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა. მეორე მხრივ, თუკი ასე მივუდგებით საკითხს, გამოვა, რომ მთელი ქართული ენა უნდა გადავსინჯოთ, ვინაიდან აქ უხვად აღმოვაჩენთ აღმოსავლური სამყაროდან შემოსულ სიტყვებს.:)[უპასუხე]

გთხოვთ, მიუთითოთ, თუ როგორ არის მიღებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისიის მიერ (თუ არის ცვლილება). ჟანა დ'არკი - ასე არის მითითებული უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში, თბ. 1989, გვ. 284. სადაც წერია, რომ განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ყველამ ვიცოდეთ, თუ რომელია მართებული და გადამისამართება ისე გაკეთდეს. აღმოსავლურ ენაში, რომ შეცდომებია - ეს უკვე ვიცით. და ვიკიპედიის მომხმარებელმა Island-მა აღნიშნა კიდევაც (იაპონური ენა), მაგრამ იქვე დაუმატა კიდევაც, რომ სანამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისია არ შეცვლის და არ დაამტკიცებს ახალ ნორმებს, მისი შესწორება თვითნებურად არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, დიდი თხოვნაა თქვენთან - იქნებ გაგვირკვიოთ ეს და სხვა მრავალი ამგვარი საკითხი. წინასწარ დიდი მადლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამავე ლექსიკონის მიხედვით გვ. 244 წერია ჟან ვიქტორ მორო - ფრანგი მხედართმთავარი. --ცანგალა () 20:01, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]