განხილვა:პრადოს მუზეუმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანამ პრადოზე გადაიტანდი განხილვაში უნდა ჩაგეწერა მიზეზი და დალოდებოდი სხვების აზრსაც. ამგვარად ამ მუზეუმის სახელი მხოლოდ პორტუგალიურ ვიკიშია, სხვაგან ყველგან მუზეო დელ პრადო ან პრადოს მუზეუმია. ალსანდრო. 67.142.130.11 14:24, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა ამის მერე პორტუგალიურში და ქართულში იქნება:), ჩემს ხელთ არსებულ ყველა ქართულენოვან წყაროში ვნახე და პრადო წერია, რა ვქნა დავხიო ის წიგნები? "მუზეო დელ პრადო" – პრადოს მუზეუმია სიტყვასიტყვით, აქედან გამომდინარე "პრადო" სწორი ფორმაა. იგივე იქნება "აკადემი ფრანსეზ" რომ ვწეროთ და არა საფრანგეთის აკადემია, ის რაც ითარგმნება და არ წარმოადგენს საკუთარ სახელს უნდა ითარგმნოს, ერთი უბრალო მიზეზის გამო – ენა ნაკლებად ბინძურდება და პრადოს მუზემის წარმოთქმა უფრო მისაღებია, ვიდრე "მუზეო დელ პრადოს" მუზეუმი, სადაც ეს მუზეუმი მეორდება...--linguistus 16:50, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია: როდესაც შედარებას ვაკეთებთ და ვამბობთ რომ ინგლისურში ასეა, ან ფრანგულში ასეა, ეს არ არის არგუმენტი და შედარებასაც მოცემულ შემთხვევაში აზრი არ აქვს, ვინაიდან იმ ენაში ტრადიცია სხვა არის, ქართულში სხვა. მაგალითად ინგლისურში არის ტრადიცია რომ სიტყვა, ცნება ან რაიმე საკუთარი სახელი იწერებოდეს ისე როგორც წერია დედანში და კითხულობენ ისე როგორც ამას ინგლისური ენის ნორმები მოითხოვს... რა თქმა უნდა ეს ტრადიცია ქართულისაგან განსხვავდება...--linguistus 16:53, 4 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მართალია, ის რომ განსხვავებული ანბანი გვაქვს ბევრ პრობლემას გვიქმნის უცხო სახელების თარგმნისას, მაგრამ ამგვარ არგუმენტაციასთან მაინც პრობლემა მაქვს. რატომ პრადო და არა პრადოს მუზეუმი? ეს უფრო რიტორიკული შეკითხვა იქნება, ვინაიდან თუ ყველა წყაროში ასეა, მაშინ რას ვიზამთ... ნებისმიერ შემთხვევაში ამ სტატიის შექმნაზე საკმაო წვლილი მიმიძღვის, ისევე როგორც აქ დღემდე არსებულ ალბათ ყველა მუზეუმზე, და სხვა თუ არაფერი ჯერ განხილვის გვერდზე კომენტარის გაკეთება ურიგო არ იქნებოდა, კოლეგიალობისთვის. ალსანდრო. 67.142.130.37 02:19, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

კოლეგიალობასთან დაკავშირებით გეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ყველა წყაროში ასეა, ზედმეტ კითხვებს არ უნდა აჩენდეს. თუმცა პრადოს მუზეუმი ჩემთვის პირადად მისაღები ფორმაა, მაგრამ შესაძლებელია ამასაც ჰქონდეს ახსნა: "პრადო" როგორც ჩემთვის არის ცნობილი მეტი არაფერი არსებობს ამ საკუთარი სახელით, როგორც ეს "კულინანის" შემთხვევაში იყო, ქალაქიც რომ არსებობს, თუმცა ეს არ არის საკმარისი არგუმენტი, არ ვიცი რატომ პრადო და არა პრადოს მუზეუმი, ამ კითხვაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა პრადო–დან პრადოს მუზეუმზე გადატანა ამ შემთხვევაში დიდს არაფერს დააშავებს, თუ მაინცდამაინც ასე გსურს გადავიტანოთ.--linguistus 07:12, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

სათაურის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

პრადოს მუზეუმი ჯობს ალბათ თუ სადმე კიდევ არაა პრადო. ფრჩხილები (და თანაც შიგ მადრიდის ჩაწერა) აშკარად ზედმეტია. — ჯაბა ლაბა 04:10, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდამიხეილ მიწერა 07:16, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]