განხილვა:პოსოფი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს ფოცხოვია თუ პოსოფი?--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 15:32, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქართულად ფოცხოვი, თურქულად ფოსოფი. იხ. განხილვა:არტაანის პროვინცია. --ჯაბა ლაბაძე 15:36, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს ფიზიკურ რუკაზე, საზღვრის განაპირა ტერიტორიაზე, თურქეთში, თითქმის საზღვართან , ქართულად აწერია პოსოფი, აი ამან დამაეჭვა--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 16:01, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. რუკა როდისა გამოცემული ან ვის მიერ იქნებ მიუთითო, რადგან ამის მიხედვით p — P [p] ფ-დ იკითხება. ცოტა არ იყოს მაგ რუკის სანდოობაში დავეჭვდი. --ჯაბა ლაბაძე 16:20, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

2005 წელს გამოცემულ საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ რუკაზეც პოსოფი წერია--დათო1010 17:05, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
დაგეთანხმები, დავით, ალბათ ერთნაირი რუკები გვაქვს :)--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 17:25, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

თურქულად როგორ ითქმის სიტყვა Paşa? რა თქმა უნდა ფაშა. სწორედ ამიტომ მგონია რომ თუ ამ სტატიას ქართულ სახელს გადავარქმევთ ფოსოფი უნდა ვუწოდოთ. გარდა ამისა თუ ამ ქალაქს გადავარქმევთ სახელს, მაშინ არტაანსაც არდაჰანი ვუწოდოთ. ან უნდა შევთანხმდეთ, რომ ძირძველ ქართულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს შევუნარჩუნოთ ძველი სახელწოდება, ან ვუწოდოთ თურქული სახელწოდება. მე მგონი ვიჭედებით პატრიოტიზმსა და რეალობას შორის. --ჯაბა ლაბაძე 19:26, 11 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორ გამოითქმის თურქულად მაგას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არის ზოგიერთი ტოპონიმები რომელიც წესებს არ ემორჩილება. ამ 2005 წელს გამოცემულ რუკაზე (და ყველა მანამდე გამოცემულზეც რომელიც მე მაქვს) წერია პოსოფი, არტაანი, შავშეთი და ა.შ.--დათო1010 06:27, 12 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

სწორედ ეგ ბადებს გაურკვევლობას, რომ ზოგიერთ ქალაქს მაგ რუკაზე ქართული სახელი ეწოდება ზოგიერთს კი თურქული. როგორც ჩანს ასეა დამკვიდრებული. მე წინააღმდეგი არ ვარ სახელის გადარქმევისა. --ჯაბა ლაბაძე 08:38, 12 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო როგორც ჩანს ასეა დამკვიდრებული და ჩვენც დავემორჩილოთ ამას--დათო1010 17:48, 12 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ დავით, როდესაც რუკაზე აღნიშნულია ქალაქი, ბუნებრივია, გამიჩნდება ინტერესი ამ ქალაქისადმი, ჩავწერ პოსოფს და სადაა? ეს კარგად დასადგენია--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 18:05, 12 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი პრობლემა ძალიან ადვილად მოგვარებადია ვიკიპედიაში გადამისამართების სახით (თუმცა ეს საჭირო აღარაა ამ შემთხვევაში) და რის დადგენას ფიქრობ ვერ გავიგე? --ჯაბა ლაბაძე 18:09, 12 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დავით ერთი თხოვნა მაქვს გუგლის თარჯიმანში მოისმინე აბა როგორ გამოითქმის ეს სახელწოდება. --ჯაბა ლაბაძე 03:48, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

თარჯიმანში გამოთქმის როგორც ფოსოფი, მაგრამ მშობლიურ ენაზე გამოთქმა ხშირად არ ემთხვევა დამკვიდრებულს რომლის ძალიან ბევრი მაგალითიც გვაქვს--დათო1010 06:06, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ დამკვიდრებას მე ვერ დავარქმევ იმას თუ ერთ-ერთი გაზეთის გასაღების მიზნით გამოშვებულ რუკაზე რას წააწერენ. საინტერესოა თურქეთის რუკაზე თუ არსებობს ქსე-ში ეს სახელწოდება. დავით გთხოვ გადაამოწმო. --ჯაბა ლაბაძე 19:26, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა ჯაბა გაზეთის გასაღება არაფერ შუაშია. ეგ რუკა შექმნილია 1989 წელს გამოშვებული რუკის საფუძველზე (რომელიც მეც მაქვს) სადაც აგრეთვე პოსოფი, შავშეთი და არტაანი წერია. გარდა ამისა საქართველოს კიდევ რამდენიმე ძველი გამოცემული რუკა მაქვს სადაც ანალოგიური სახელწოდებები წერია. ქსე-ში თურქეთის რუკაზე ეს ქალაქი არ არის დატანილი.--დათო1010 20:17, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგი დათო მოვრჩი ამაზე საუბარს გადაიტანე როგორც თვლიდე საჭიროდ შენს კომპეტენციაში არ მეპარება ეჭვი. :)--ჯაბა ლაბაძე 20:26, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. რაც მე რუკები მაქვს, არ უნდა ვენდო, რადგან გასაღებისთვისაა? საიდან იქნა მოტანილი?ვფიქრობ, გადასატანია სტატია--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 20:33, 13 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

შენ რა რუკები გაქვს მე არ ვიცი, აქ კონკრეტულ რუკაზეა საუბარი. შენ ფიქრობ რომ გადასატანია და ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ. შენს გარეშეც შევთანხმდით მე და დათო რომ გადასატანია. კომენტარის დაწერა დაგაგვიანდა. --ჯაბა ლაბაძე 03:50, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 04:25, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, ნუ შენ არ გეკუთვნოდა აზრი პოსოფზე თავიდაან :)--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 09:54, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ვიკრიჭები, ძალიან კარგად ვიცი ვინ რა გადაწყვიტა, ისიც ვიცი, რომ ამ სტატიის გადატანის ვერსია მე მეკუთვნოდა, ასე რომ, დასკვნაში გააზრებულად ვიმოქმედოთ, ამა თუ იმ საკითხის შესახებ, პატივისცემით--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:01, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასე გააგრძელე ღმერთმა მაგ გზით გატაროს. :) --ჯაბა ლაბაძე 19:07, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მარტივი, უსუსური ცინიზმი......--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:51, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 20:02, 14 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]