განხილვა:პლეხანოველი მარინა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

საწყალი, ღმერთმა აცხონოს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვიხალისე, რომელიღაც ჟურნალში დაბეჭდეს მაგის ფოტო, დეფ ლეპარდის მაისური ეცვა (ეტყობა, აჩუქეს). — BH განხილვაწვლილი 17:20, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავ–კარგიანი ქალი კი იყო. მასთან დაკავშირებული გარკვეული მოგონებები მაქვს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:56, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნელიკო აბაშიძე :D:D:D:D:D --მიხეილ () 21:39, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
თქვენ იმაზე თუ დაფიქრდით, რომ ახალი ამბების სააგენტო წერს მის გარდაცვალებაზე ინფორმაციას? თან სერიოზული სააგენტო. ამიხსენით მაშინ რატომ წერს პირველი.კო.გე ამ ინფორმაციას და დასაბუთებულად ჩავთვლი თქვენ აზრს, მანამდე კი ვერ დაგეთანხმებით და ძალიან ბევრ საწინააღმდეგო არგუმენტს მოგიყვანთ. მანამდე პასუხი გამეცით ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციასთან დაკავშირებით.--Ouzo განხილვაწვლილი 22:11, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა არგუმენტები. ისე უკვე 2 რესურსზე წერია - აქ და აქBH განხილვაწვლილი 22:27, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
არგუმენტებს მოგიყვანთ, მაგრამ ჯერ თქვენ, ვინც ხმა მიეცით წაშლას, პასუხი გაეცით ჩემ შეკითხვას: როდესაც pirweli.com.ge და geotopnews.ge საგანგებო ნიუსებში პლეხანოველი მარინას გარდაცვალების ამბავს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს ადამიანი შეიძლება მოხვდეს ვიკიპედიაში?--Ouzo განხილვაწვლილი 22:40, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
აი კიდევ presa.ge: თბილისი კიდევ ერთი კოლორიტის - „პლეხანოველი მარინას“ გარეშე დარჩა.— Ouzo განხილვაწვლილი 22:43, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
დამეთანხმებით, საინფორმაციო სააგენტო და ენციკლოპედია სხვადასხვა რამაა. მათ შეიძლება კიდევ იმდენი რამ დაწერონ... არაა მყარი არგუმენტი, რომ რახამც სააგენტო წერს, ვიკიპედიაშიც უნდა დაიწეროს.--მიხეილ () 22:47, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაშინ კიდევ უფრო გავამარტივებ შეკითხვას: მთელი თბილისი (თუ არა მთელი საქართველო) იცნობდა ამ ქალს?— Ouzo განხილვაწვლილი 22:50, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
რუსთაველზე მოსიარულე თეთრებში ჩაცმულ ქალს, ზემოთ ნახსენებ ნელიკო აბაშიძესაც იცნობს მთელი თბილისი, დავწეროთ მაშინ.--მიხეილ () 22:54, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ,პლეხანოველი კიკა ვიცი, დიდუბელი კოლა ვიცი, პლეხანოველი მარინა ვიცი, მაგრამ ეგ ნელიკო აბაშიძე რომ ორიოდე კაცმა იცის ფაქტია. მომხმარებელი:Floydgeo–ს კომენტარი ნახეთ ზემოთ: "ან ის ქალი აიღეთ, ფუფალა რომ დადის რუსთაველზე" — "ის ქალი" სწორედ ამას ნიშნავს. მარინაზე "ის ქალი" არავის უთქვამს. არც ის ვიღაცა ჩახლეჩილი ხმით არის თბილისის კოლორიტი, ესენი დროებითი მოვლენებია, რომლებიც პეპლებივით მოფრინავენ და მიფრინავენ. მარინამ კი კვალი დაამჩნია გასული საუკუნის თბილისს. ამას თქვენ მის გასვენებაშიც ნახავთ თუ ინტერესის გულისთვის მაინც მიხვალთ.— Ouzo განხილვაწვლილი 23:02, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
აღარ მინდა ამ უაზრო განხილვის გაგრძელება, მაგრამ ამ ქალზეც წერენ ქართული ჟურნალები და მისი არაერთი ინტერვიუა დაბეჭდილი. არაა აუცილებელი ყველაფერი დაიწეროს ენციკლოპედიაში, სადაც საჭიროა, იქ უკვე დაიწერა.--მიხეილ () 23:06, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ არ გააგრძელებთ კარგს იზამთ. უაზროდ დასვა საკითხი მართლაც Giorgi13-მა: "არაენციკლოპედიურია. ასეთები რომ იქმნება, მაგიტომ არ აქვს ვიკიპედიას ნდობა მოპოვებული საზოგადოებაში". გადაამოწმეთ ჯერ? სხვა ვიკიპედიები არ წერენ ქალაქის კოლორიტებზე? მხედველობაში მაქვს სწორედ მარინას მსგავსი კოლორიტები და არა პოეტები, მომღერლები, მხატვრები და მათანაირები. გადაამოწმეთ? დარწმუნებული ხართ, რომ არაენციკლოპედიურია? საწყალ მარინას ნუ დააბრალებთ, რომ ქართულ ვიკიპედიას ნდობა არ აქვს. ნდობა რომ არ აქვს იმ უხარისხო სტატიების ბრალია, რომელიც ასე მრავლადაა აქ, მარინაზე სტატია აქ არაფერ შუაშია. თქვენ რომელ ენაზე კითხულობთ? – ინგლისური? გერმანული? უნგრული? ჩეხური? სლოვაკური? ნახეთ: ეს , ან ეს, ან ეს, ან ეს, ან ეს. ამ კაცს ძეგლი დაუდგეს ბრატისლავის ცენტრში და მასზე, როგორც ნახეთ 5 ენაზეა სტატია შექმნილი. გიჟი იყო, მაგრამ მე–20–ე საუკუნის ბრატისლავის კოლორიტი. ევროპაში თითქმის ყველა ქალაქში არის ძეგლები ასეთი კოლორიტებისა. ბოლოს ასეთი ძეგლი სოფიაში გაუხსნეს იქაურ კოლორიტს. თუ ეს არ გეყოფათ სხვა კოლორიტებზეც მოვძებნი სტატიებს, მაგრამ კორექტული ოპონენტისთვის ესეც საკამარისი უნდა იყოს.— Ouzo განხილვაწვლილი 23:22, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზედმეტად რომ აღარ მომიწიოს აქ წერა ამ საკითხზე, ქვემოთ მომყავს სტატიები გერმანული (და არა მარტო) ვიკიპედიიდან ქალაქის კოლორიტებზე:

  1. ზოგადი სტატია:
  1. სტატიები ქალაქების მიხედვით:
  1. სტატიები ცალკეულ კოლორიტებზე:

ამათგან ყველა ან გიჟი იყო, ან ლოთი, ან ბოზი, ან ყველაფერი ერთად. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სტატიის მოტანა შეიძლება არგუმენტის სახით. სანამ რამეს იტყოდეთ გაეცანით ამ მასალას, გერმანულში დათო დოიჩლანდი გაგიწევთ დახმარებას.--Ouzo განხილვაწვლილი 00:02, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნელი აბაშიძე თუ დროინდელი მოვლენაა, მაშინ მე ამ ქალაქში არ მიცხოვრია...დაბერდა ქალი და მგონია, ყველას ჰყავს ნანახი. რუსთაველზე თვეში 2ჯერ თუ გავივლი და მაშინაც კი მხვდება გარეთ. სხვებზე არ არის საუბარი.

ერთადერთი რამ მაინტერესებს - ქართული ვიკიპედიისადმი უნდობლობის მაჩვენებლები და ფაქტები.— BH განხილვაწვლილი 08:04, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტყუილად ვიწვალე ამდენი სტატიის მოტანაზე გერმანული ვიკიპედიის (და არა მარტო) პრაქტიკიდან? დარწმუნდი, რომ სრულიად ენციკლოპედიური სტატიაა? გადაავლე თვალი ზემოთ ბმულებს? – ეს შეკითხვა. რაც შეეხება უნდობლობის მაჩვენებლებსა და ფაქტებს, რა არ იცით რამდენი დაკოპებული და უწყაროო სტატიაა ქართულ ვიკიპედიაში? ამას რა კითხვა უნდოდა? ისე ეს კითხვა გიორგი13–ს რომ დაუსვა უკეთესია, საინტერესოა ის "მაჩვენებლებს და ფაქტებს" ეყრდნობა. — Ouzo განხილვაწვლილი 09:32, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ნელი აბაშიძე – ამის სახელიც კი არ იცოდი, მიხეილმა შეგახსენა.— Ouzo განხილვაწვლილი 09:37, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე საერთოდ არ მადარდებს, გერმანელები რას წერენ. იმათ თავიანთი ეროვნულ თავისებურებები აქვთ, ჩვენ - ჩვენი. რუსების ვიკიპედია მაგალითად, გადავსებულია, კანონიერ ქურდებზე, სერიულ მკვლელებსა და მანიაკებზე სტატიებით (რა თქმა უნდა, რუსებზე). მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და შეცვლას არ ვაპირებ.

ნელი აბაშიძეს რაც ეხება, ნუ ეძებ რაღაც კუდებს. იმიტომ არ ვიცოდი (და ბევრმა იმიტომ არ იცის), რომ ძირითადად ყველა ფუფალას სახელით იცნობს - იგივე ეხება მარინასაც. ყველა პლეხანოველი მარინას სახელით იცნობდა და არა გვარით.

BH განხილვაწვლილი 09:39, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
არც მე არ ვაპირებ ჩემი აზრის შეცვლას. სხვათა შორის, პირველმა შენ ჩაწერე ამ განხილვის გვერდზე კომენტარი და მაშინ პროტესტი არ გამოგითქვამს რატომღაც. როცა გიორგი13–მა ჩაწერა კომენტარი მას მრე შეიცვალე აზრი? ჰოდა ყველას რომ თავისი თავისებურება ახასიათებს, თბილისს აქვს თავისი თავისებურება – კოლორიტები. შენი არგუმენტები ჩემ არგუმენტებთან შედარებით არაფრისმთქმელია. მე ფაქტებით ვლაპარაკობ.— Ouzo განხილვაწვლილი 09:44, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
აქ დეტექტივს ვთამაშობთ თუ როგორ? იქნებ დავაკონკრეტო კიდევ, რომ იმიტომ არ დავწერე, რომ წასაშლელია, რომ მანამდე უბრალოდ დავწერე, რომ სამწუხაროა, რომ მარინა გარდაიცვალა. აუცილებელი იყო, პირდაპირ დამეწერა, არიქა, ურნაში გაუშვით-თქო? — BH განხილვაწვლილი 09:47, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქურდებს და კრიმინალებს რაც შეეხება იქნებ ესეც გენახა – Charles Manson. 40 ენაზეა ნათარგმნი. მოკლედ, თამაშის სურვილი არ მაქვს, ზემოთ არგუმენტებს და ვიკიპედიის საერთაშორისო პრაქტიკას გაეცანი.— Ouzo განხილვაწვლილი 09:50, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქურდები და კრიმინალები ნაციონალური თავისებურებებისა და ინტერესების კუთხით გავატარე - იმ ქვეყაზე საუბრისას, სადაც დღემდე მსგავსი ელემენტები გარკვეულ პატივში არიან და იქაურ პრეზიდენტთანაც არიან ჩახუტებულები. ჩარლის რაც შეეხება, მუსიკის მოყვარულს რა თქმა უნდა, არ მესწავლება, ვინ იყო და რას წარმოადგენს, ეგ ფიგურა ზოგადად ცალკე მოვლენაა არა მარტო XX საუკუნის, არამედ კონკრეტულად მუსიკის ისტორიაშიც და ვიღაც რიგითი კრიმინალი არ არის (უბრალოდ იმის გამო, რომ მის სახელთან ბევრი მუსიკოსის სახელია დაკავშირებული - თუმცა რიგითი მანიაკი რომ იყო, ეს ფაქტი).

კამათის გაგრძელებას მე არ ვაპირებ, უკვე 1-2 აბზაცია, ეს დასრულდა. მე ვთქვი, რომ ვიტოვებ უფლებას, ვთვლიდე, რომ სტატია წასაშლელია. გამოთქვან აზრი სხვებმა. — BH განხილვაწვლილი 09:56, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ადვილია თქვა წასაშლელია და კამათის გაგრძელებას არ ვაპირებო, გაცილებით ძნელია ჩემი ზემოთმოტანილი არგუმენტებისთვის კონტრარგუმენტების დაპირისპირება.— Ouzo განხილვაწვლილი 10:07, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ვთქვი, რომ აღარ ვაპირებ. აქ ჩემს გარდა ათობით აქტიური მომხმარებელია და დააფიქსირონ იმათმაც აზრი, რაღა მე ამეკიდე. მორჩა-თქო, მე დავასრულე. — BH განხილვაწვლილი 10:11, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
აკიდებაზე პირიქითაა საქმე, ისე ჩარლი მენსონის გარდა ამ კატეგორიების შემცველ სტატიებში რომ ჩაგეხედა კარგი იქნებოდა:

არ მითხრა ახლა ამ ასობით კრიმინალისგან ყველა მუსიკოსი და მოვლენააო— Ouzo განხილვაწვლილი 10:22, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე კი დატოვების მომხრე ვარ. ვიკიპედიის კრიტერიუმებს პასუხობს - საკმარისად კარგადაა გაშქებული მისი ცხოვრება სანდო წყაროების მიერ. გარდა ამისა, ვიკიპედია არ არის ქაღალდის ენციკლოპედია, აქედან გამომდინარე ეს სტატია უნდა დარჩეს.--იორგი 12:10, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დამატებითი არგუმენტები დასატოვებლად[წყაროს რედაქტირება]

  • ინგლისურად ასეთ ტიპებს ჰქვიათ lage idiot
  • რუსულად – Городской сумасшедший
  • ესპანურად – Tonto del pueblo
  • გერმანულად – Stadtoriginal ან Original (Person)
  • Stanley Green, ლონდონის კოლორიტი მასზე სტატია არის რუსულში და ინგლისურში, ამ უკანასკნელში რჩეული.
  • Emperor Norton, სან–ფრანცისკოს კოლორიტი, სტატიები შექმნილია ინგლისურ, ჩეხურ, დანიურ, გერმანულ, ესტონურ, ესპანურ, ესპერანტო, ფრანგულ, იაპონურ, იტალიურ, ივრით, ლატვიურ, ჰოლანდიურ, კორეულ, ნორვეგიულ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუსულ, შვედურ ენებზე. ამათგან გერმანული, ინგლისური და შვედური რჩეულია, ხოლო რუსულ და კიდევ ერთ ენაზე "კარგი".
  • Митасов, Олег

ზემოთ გერმანულზე უკვე მოგახსენეთ. გავაგრძელოთ თუ საკმარისია?--Ouzo განხილვაწვლილი 12:47, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი 13–ის გამოხმაურება[წყაროს რედაქტირება]

ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია ამხელა უთანხმოება? მე ჩემი აზრი ვთქვი და ნუ გგონიათ გადაწყვეტით რომ მართალი ბრძანდებით Ouzo. მე თქვენს წერილებში არათავაზიანობა (თუნდაც, მე შენობით არ გელაპარაკებით, ანუ ისე ახლოს არ ვარ თქვენთან, რომ თავს უფლება მივცე შენობით გელაპარაკოთ) კოლეგების მიმართ, უხეშობა დავინახე, ჩემ განხილვაზე, ამიტომ გირჩევთ უფრო მეტი კოლეგიალობა გამოიჩინოთ და პატივი სცეთ სხვის აზრსაც. რაც შეეხება არგუმენტებს, თუ გგონიათ უცხოური სტატიების მოყვანა ძლიერი არგუმენტია, გეტყვით რომ ჩემთვის მასე არაა. არც ახალ ამბებში გასული მასალა არ მეტყველებს იმაზე, რომ ის ენციკლოპედიურია. ეს ჩემი აზრია. ეს ქართული ვიკიპედიაა და ასეთი სტატია არ მინახავს აქ. ქართულ ვიკიპედიას ხალხი რომ არ ენდობა, ეს ჩემთვის ბევრს უთქვამს და მაგიტომ ავღნიშნე თავში, თქვენი წვლილი კი აქ საერთოდ რა შუაშია?

უაზროდ დასვა საკითხი მართლაც Giorgi13-მა თუნდაც ეს, ან ეს

ვიკიციტატა
„აბა ერთი კარგად გადახედე ჩემ წვლილს, ეტყობა რამე ისეთი, რაც უფლებას გაძლევს თქვა, რომ მე ჩემი სტატიებით ვიკიპედიის სანდოობას ეჭვქვეშ ვაყენებ? სანამ დაწერ რამეს, კარგად დაფიქრდი ჯერ. მითუმეტეს, ადმინისტრატორი ხარ და მეტი სიდინჯე და დაფიქრებულობა გმართებს. --Ouzo Giorgi13-ის განხილვის გვერდიდან.“

მეტყველებს თქვენს უპატივცემულობაზე კოლეგებისადმი. თქვენ თუ ამას მირჩევთ, მე გირჩიეთ და კიდევ გეტყვით, რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ კოლეგებისადმი.

საწყალ მარინას ნუ დააბრალებთ, რომ ქართულ ვიკიპედიას ნდობა არ აქვს. — ასეთი სტატიებია სწორედ ვიკიპედიისადმი ნდობის დაკარგვის და არა „პლეხანოველი მარინა“ რომელიც მე პირადად პირველად გავიგე (ისე თბილისელი ვარ).

შენი არგუმენტები ჩემ არგუმენტებთან შედარებით არაფრისმთქმელია — ამას მხოლოდ თქვენ თვლით ასე, კიდევ ერთი მიზეზი სხვის აზრს პატივს რომ არ ცემთ. სწორედ ამეებს გირჩევთ მე. წარმატებები. :) – GIO---->>13 () 15:42, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

წარმატებები, უსაგნო კამათს არ ვაპირებ.--Ouzo განხილვაწვლილი 15:50, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა გერმანული ბმული[წყაროს რედაქტირება]

გერმანულზე აქ ერთი ამბავია ატეხილი და ხომ ვერ მეტყვით ეს ცვლილება რატომ მოხდა? ან ამ სტატიას რატომ არ აქვს საერთაშორისო ბმულები? სტატია უკვე ერთ წელზე მეტია შექმნილია და ნუთუ ვერავინ მიხვდა გერმანულ ვიკიპედიაში, რომ საერთაშორისო ბმულები ჩაესვათ? — ჯაბა ლაბაძე () 20:38, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისტორიასაც გადახედეთ და 25 თებერვლის კომენტარებიც წაიკითხეთ რა. — ჯაბა ლაბაძე () 20:51, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
დაწერა ეგერ წამშლელმა. — BH განხილვაწვლილი 21:11, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი. ამის დამწერმა თხოვა. — ჯაბა ლაბაძე () 21:15, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

და რა იყო? გაგიხარდა თუ გეწყინა? სხვა სამი ბმული ხომ არის. --Ouzo განხილვაწვლილი 00:54, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე გაცილებით უფრო სხვა რამეები მიხარია და მწყინს. ეს ნაკლებად. უბრალოდ არგუმენტი გამოგეცალა. — ჯაბა ლაბაძე () 09:22, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჯერ კიდევ იმაზე მეტი არგუმენტი მაქვს ვიდრე შენ.— Ouzo განხილვაწვლილი 12:40, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნუ ეხლა შენ კი გაქვს. — ჯაბა ლაბაძე () 15:19, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, ნამდვილად.--Ouzo განხილვაწვლილი 15:31, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

წაშლა — აღდგენა — ...[წყაროს რედაქტირება]

და კვლავ აღდგა, ვინაიდან ვიკიპედიელთა მნიშვნელოვან ნაწილს აზრი არ დაუფიქსირებია. მე ჩამოუყალიბებელი ვარ. ღამით ვიფიქრებ და ხვალ დავწერ ჩემს აზრს. — დავით პასუხი 18:57, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ, თავი შეიკავოთ კამათისაგან. მე, როგორც ამ განხილვაში ნეიტრალური, ჩემს თავზე ვიღებ ზემოთ ორივე მხარის მნიშვნელოვანი არგუმენტების შეკრებას, რის შემდეგაც გავაგრძელებთ წყნარ დისკუსიას. გთხოვთ, მანამდე თავი შეიკავოთ. — დავით პასუხი 19:01, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მცირე რეზიუმე[წყაროს რედაქტირება]

გამოიკვეთა ორი განსხვავებული აზრი:

  1. უნდა წაიშალოს, რადგან ასეთი სტატიები ხალხის ნდობას ვიკიპედიისადმი ხელს უშლიან. შესაძლოა ცნობილია ბევრისთვის, მაგრამ ასეთი სტატიები არ უნდა იწერებოდეს ვიკიპედიაში.
  2. არ უნდა წაიშალოს, ვინაიდან ეს ადამიანი ქალაქის კოლორიტია და ცნობილია ფართო საზოგადოებაში. ამიტომ მის შესახებ სტატიის დაწერა შესაძლებელია. აქ დამატებითი არგუმენტია ის, რომ სხვა ვიკიპედიებშიც არის ამგვარი სტატიები.

მე ვთარგმნე ზემოთ მითითებული გერმანული სტატია de:Original (Person), თუმცა პირობითი სათაურით: ორიგინალი (პიროვნება). როგორც ჩანს, გერმანულ ორიგინალსა და ამ სტატიაში აღწერილ თემას შორის სხვაობა არც ისე დიდია ან საერთოდ არაა (თუმცა, რატომ არ უთითებენ გერმანელები საერთაშორისო ბმულებს, ვერ გეტყვით). ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ გერმანულ სტატიაში ერთმანეთისაგან განსხვავდება ქალაქის კოლორიტი და ორიგინალი – ვფიქრობ ამ სტატიას კოლორიტი არ უნდა ერქვას, კოლორიტი სხვა რამეს ნიშნავს და მისი მნიშვნელობა მხოლოდ ექსცენტრიული შეშლილი ადამიანით არ შემოიფარგლება. პლეხანოველი მარინა კი სრულად შეესაბამება როგორც გერმანულ სტატიაში (ორიგინალ) აღწერილობას, ასევე ამ სტატიაში აღწერილს. — დავით პასუხი 12:15, 28 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბევრი ფიქრის შემდეგ სტატია უნდა დავტოვოთ. მაგრამ კოლორიტი ალბათ უნდა შეიცვალოს, მაგრამ რითი?--ცანგალა () 15:55, 1 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქალაქის კოლორიტი უფრო ფართო ცნებაა, რომელშიც შეიძლება გაერთიანდნენ სხვადასხვა ადამიანები, როგორც შეშლილები, ასევე, ვთქვათ, ხელოვნების წარმომადგენლები, მაგ. პოეტები, მხატვრები და ა. შ. მაგრამ მათ ერთმანეთთან აერთიანებთ მეტ–ნაკლებად ექსენტრიული ქცევა, რომელიც მათ განასხვავებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, სწორედ ამ ქცევის მანერის გამო გახდნენ ისინი გამორჩეულები და ქალაქის კოლორიტის ნაწილი. ინგლისურად ასეთ ხალხს Village idiot ეწოდებათ, ესპანურად – Tonto del pueblo, რუსულში Городской сумасшедший და ეს იმის მიუხედავად, ისინი არიან სოფლის თუ ქალაქის მაცხოვრებლები. ისე ქართულშიც გამიგია გამოთქმა "რა სოფლის გიჟივით დადიხარო" (ინგლისურ–ესპანურის მსგავსი), მაგრამ თბილისის კოლორიტებს სოფლის გიჟებს ვერ ვუწოდებთ. თუ ვინმე ქალაქის კოლორიტზე უკეთეს სათაურს შემოგვთავაზებს, განვიხილოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 16:03, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ და ისიც ვერ გამიგია, ამასა და ამას შორის რა სხვაობაა. გერმანულ სტატიაში (ორიგინალი) მოყვანილია ამ ტერმინის განმარტება ორი ძველი გერმანული ლექსიკონის მიხედვით — ორივეში სხვადასხვაგვარად ნათქვამია, რომ ორიგინალი შეიძლება გიჟიც იყოს და ზედმეტად ჭკვიანი გენიოსიც. — დავით პასუხი 16:24, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ის მომხმარებელი Superbass, ვინც ამოიღო ენათშორისი ბმულები გერმანელია, ხომ არ გეცლება რომ ჰკითხო რა არგუმენტებით? მეც ვერ ვხედავ რაიმე სერიოზულ განსხვავებას გერმანულსა და დანარჩენ (ინგ. რუს. ესპ. და ახლა ქართულ) სტატიებს შორის.— Ouzo განხილვაწვლილი 16:31, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
(რედაქტირების კონფლიქტი) ინგლისურ სტატიაში არის ბმული ინგლისურ ვიქსიკონში სტატია village idiot-ზე. ამ ვიქსიკონურ სტატიაში სექციაში Translations მითითებულია გერმანული სახელწოდება village idiot–ისა: Dorftrottel — სიტყვასისტვით სოფლის შეშლილი. — დავით პასუხი 16:32, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვნახე, შესაძლოა რომ გერმანული ანსხვავებდეს სოფლის იდიოტსა და ქალაქის ორიგინალს? რუსულში ხაზგასმულია სიტყვა "ქალაქი", ხოლო ინგ. და ეს.–ში – "სოფელი", როგორც ცანს, ასეთი დაყოფა პირობითია. იქნებ გერმანელებმა მათთვის დამახასიატებელი სწორხაზოვნებით ეს პირობითობა უარყვეს? უბრალოდ "ხმამაღლა" ვფიქრობ, იქნებ სწორ მიმართულებას მივაგნოთ. ალბათ დაგვჭირდება ფსიქოლოგების, სოციოლოგების დახმარება. ეს აშკარად სოციალური ჯგუფია.--Ouzo განხილვაწვლილი 16:48, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გერმანულში ვიკითხე. ახლა ჩემს ხელთ არსებულ გერმანულ ლექსიკონს გადავქექავ და შევეცდები მოვნახო Dorftrottel–ის ანალოგი ქალაქისათვის. — დავით პასუხი 17:01, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

რადგან გერმანულად სოფლის გიჟს Dorftrottel ჰქვია, ლოგიკურად ქალაქისას Stadttrottel უნდა ერქვას. გუგლში ძიება მართლაც იძლევა რაღაც შედეგს, ამ სიტყვას იყენებენ გერმანულში, თუმცა ეს, როგორც ჩანს არაა სალიტერატურო სიტყვა. მივაგენი ერთ პატარა ბლოგს: აქ გამოქვეყნებულია წერილი, რომელსაც სათაურად აქვს Stadttrottel (ქალაქის გიჟი) და სტატია იწყება შემდეგი სიტყვებით: საზოგადო "Dorftrottel" შეიძლება ურბანიზებულ ვერსიაშიც ქალაქის ყოველ უბანში იყოს. (ხაზგასმა ჩემია). ვფიქრობ, პასუხს გვცემს კითხვაზე: გერმანული Dorftrottel–იც ზოგადი ტერმინია და ქალაქსაც მოიცავს, თუმცა ალბათ ისევ გერმანული ხასიათის გამო Stadttrottel–საც ხშირად იყენებენ. — დავით პასუხი 17:32, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მივიღე პასუხი გერმანელი Superbass–ისგან. მეუბნება, რომ Village idiot-სა და Original-ს შორის არს სხვაობა:
    • Village idiot (გერმანულად Dorfdepp) არის თავისი გაუნათლებლობითა და უცოდინრობით ცნობილი პიროვნება, რომელიც საზოგადო შეფასებით იქცა სულელისა და შერეკილის (ბოდიშით, დარტყმულის :)) სტერეოტიპად. Superbass–ის თქმით ეს ყველაფერი ნეგატიური თვისებებია.
    • Original არის გასაოცარი, ექსცენტრიული, სხვებისგან განსხვავებული, უჩვეულო და არანორმალური პიროვნება, რომელიც სულელი (დარტყმული) (!) არ არის. Superbass ამბობს, რომ ესენი ნეიტრალურ–პოზიტიური თვისებებია.
ამ განსხვავებითა და იმით, რომ Village idiot-ის ანალოგი სტატია გერმანულ ვიკიპედიაში ჯერ არ აქვთ, ხსნის იგი თავის მოქმედებას – ქართული სტატიიდან გერმანული ბმულის ამოშლას. — დავით პასუხი 17:46, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე არ ვიცი, პლეხანოველი მარინა რომელს მივაკუთვნო (ალბათ უფრო ორიგინალს), რადგან არ მსმენია მის შესახებ... — დავით პასუხი 17:48, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ვთვლი რომ სტატია იმ სახით რომლითაც დღეს არსებობს არ შეეფერება ვიკიპედიას. რაც შეეხება ქალაქის კოლორიტებს მაგ შემთხვევაში მაგ პიროვნებაზე უნდა იყოს თემა.

ეხლა მოდით ჩამოვყალიბდეთ საბოლოო შედეგზე. ის ვისი წამოწყებითაც მოხდა ამ სტატიის შექმნა, ვთვლი რომ იმის მაგივრად რომ განხილვის გვერდზე ამდენი ეწერა ჯობდა თავად თემასათვის მიეხედა. დამეთანხმებით რომ განხილვის გვერდი საკმაოჯერ აღემატება არსებულ თემას. მაშ რა აკლია? მე ეჭვი მეპარება რომ კოლორიტს მარტო დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი ქონდეს, წესით და რიგით ავტორი ვალდებული იყო ამ სტატიაში მისი კოლორიტულობა დაენახვებინა დანარჩენი თბილისელებისათვის რომლებიც მას არ იცნობდნენ! ასე რომ ნორმალურად შეავსეთ ეს სტატია თორე სირცხვილია!!!Surprizi განხილვაწვლილი 17:14, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვალდებული აქ არავინ არაა. სტატიას ავტორი ვიკიპედიაში არა ჰყავს. ყველას შეუძლია გაუმჯობესება – გზა ხსნილია. მე ვისთანაც ვიკითხე პლეხანოველი მარინას შესახებ, ყველა იცნობს – არა მარტო თბილისში. ისიც კი უკვირთ, რომ მე არ ვიცნობ – ასე რომ, არც ისეა საქმე, თქვენ რომ წერთ. :) — დავით პასუხი 17:26, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები დათოს სტატიაზე ყველამ უნდა იზრუნოს და არა მხოლოდ იმ მომხმარებელმა ვინც სტატიის საწყისი შემოიტანა. კოლორიტს არ ვეთანხმები ორიგინალი პიროვნება ან ადამიანი ჯობია. --ცანგალა () 18:30, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად სწორედ მასე ვიქცევი ხოლმე და როცა რამე დასაწერი მაქვს ვწერ უშუალოდ თემაში. აქ კი რაღაცა აშკარა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე. გავიძახით უი შენ როგორ არ იცი უი იმან როგორ არ იცის და დაბადების თარიღისა და ნანუკას გადაცემის გარდა არაფერი წერია. მადლობა ღმერთს რომ ცხონებული პლეხანოველის მარინას სახელი სათაურის გარდა დაგიწერიათ.

ეს სტატია ამდენი ხანი რომ არ განვრცობილა პირადად ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს. ყველამ ვითომ ყველაფერი ვიცით მარინაზე მაგრამ არაფერს ვწერთ.— Surprizi განხილვაწვლილი 04:18, 4 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

და ეს სტატია რომ არ განვრცობილა, ეს რაზე მეტყველებს? ან ეს სტატია რომ ნახევრად რუსულია და უყურადღებოდაა მიტოვებული, ეს რაზე მეტყველებს? ასეთი ძალიან ბევრია ვიკიპედიაში, მათ შორის Surprizi–ს შემოტანილები.— Ouzo განხილვაწვლილი 12:15, 4 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ტყუილად მიწვევ. "ინტრიგანობის მასწავლებელს ნუ შეეცდები ინტრიგანობაში აჯობო, ფეხი არ ჩაგივა!" :) "მათ შორის Surprizi–ს შემოტანილები" :)))))))))— Surprizi განხილვაწვლილი 17:41, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამით კამათი დამთავრდეს გთხოვთ ნუ გააგრძელებთ. ძალიან გთხოვთ. მრავალი სტატია არის სათარგმნი და გასავრცობი. მათ მივხედოთ, თუ გვაქვს დრო და სურვილი.--ცანგალა () 17:56, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბოლოს–წინა კომენტარი სრული ბოდვაა. სამშაბათს უყურეთ ნანუკას შოუს, პლეხანოველი მარინა იქნება გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე.--Ouzo განხილვაწვლილი 20:49, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

(ნომინაცია) — მგონი ეს გვერდი დროებით უნდა დაიბლოკოს. რას იტყვით? – GIO→13 () 20:53, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
თბილისის სოციალურ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელი ვანდალებისგან ნამდვილად უნდა დაიბლოკოს. (მომხრე) --Ouzo განხილვაწვლილი 20:57, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) --მიხეილ () 21:45, 6 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)- და გიორგიც (დიაოჰა) ასე ფიქრობს.—G.G. 06:26, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)— დავით პასუხი 07:00, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]