განხილვა:პიოტრ I (რუსეთი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად მართებულია პეტრე I.

Zangala 21:41, 24 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზითაც პოიტრ ქართულად საშინლად ჟღერს, თან ქართულ ლიტერატურაში ყველგან პეტრე I წერია და არა პიოტრ.... ნებისმიერ ფილოლოგს ჰკითხეთ, პოიტრ ქართულად არ შეიძლება

Trulala 04:57, 23 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

აქაც იგივე სიტუაცია, რაც შარლემანის შემთხვევაში. არც ერთ ქართულ წყაროში პიოტრ–ი დაფიქსირებული არ არის, შესაბამისად ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ პეტრე–ზე გადავიტანო ეს სტატია "ერთპიროვნულად".--linguistus 11:12, 1 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

რედირექტი ყოფილა:), რედირექტი პირიქით უნდა იყოს. პიოტრ–იდან პეტრე–ზე, თუ გნებავთ კენჭი ვყაროთ.--linguistus 11:12, 1 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ამის მომხრე ვარ 2005 წლის 24 დეკემბრიდან, მაგრამ გიორგი მარუაშვილისგან მივიღე შემდეგი პასუხი:გთხოვ თავი დაანებო ჩემს მიერ შექმნილ გვერდებს. თუ ძალიან გინდა შექმენი ალტერნატიული გვერდი. გიორგი მარუაშვილი 19:25, 24 დეკემბერი 2005 (UTC). შეგიძლიათ ნახოთ ჩემს განხილვის გვერდზე თემა:პეტრე I.

შარლ აზნავური -- კარლო იქნება თუ შალიკო? ა. Alsandro 12:56, 1 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ნებისმიერs შეუძლია შექმნას გვერდი შალიკო აზნავური და მერე განაცხადოს – "გთხოვT თავი დაანებეთ ჩემს მიერ შექმნილ გვერდებს, თუ გსურთ რედირექტი გააკეთეთ." – ეს არც არგუმენტია და არც საუბრის ფორმა, სტატია უნდა დარჩეს ისე, როგორც არის გაქვავებული სახით დაკანონებული ენაში და როგორც ჩათვლის უმრავლესობა. გიორგის რატომღაც ჰგონია, რომ მის მოღვაწეობამდე საქართველოში არაფერი არ არსებობდა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავის თავზე ძალიან ბევრს იღებს. თავად გიორგი კი თუ მომიყვანს ერთ ქართულენოვან წყაროსაც მაინც (რა თქმა უნდა ვიკიპედიის გარდა), სადაც პიოტრ I "ველიკი" იქნება დაფიქსირებული, მაშინ ჩუმად ვიქნები, რაც შეეხება შარლ აზნავურს, აქ სასაუბრო არაფერია, შარლ აზნავურის სხვა ფორმა არავისთვის არის ცნობილი, შესაბამისად მე მომხრე ვარ იმისი, რომ ენციკლოპედიაში იწერებოდეს სტატიები ისეთი ფორმით როგორც არიან ისინი დამკვიდრებული ენაში (თუ არიან უკვე დამკვიდრებულები) და მაშინ გამოვიჩინოთ ნოვატორული მისწრაფებები როდესაც "უიზერსპუნი" გვარი პირველად იწერება ქართული ასოებით. ვერ ვხვდები რა მოსაზრებით უნდა იყოს პიოტრ I, იგივე ლოგიკით მაშინ "პიოტრ ველიკი" უნდა ვწეროთ და "ივან გროზნი"... ჩავატაროთ კენჭისყრა თუ გნებავთ, გიორგი მარუაშვილის არადემოკრატიული "ავტორმა როგორც დაწერა ისე იყოს" კი, საერთოდ გაუგებარია რას ნიშნავს, ენაში არსებობს ნორმები, რაც არ უნდა თვლიდეს გიორგი რომ ვაკუუმია ამ მხრივ ქართულ ენაში, და მათი დაცვა სავალდებულოა ყველასათვის, ვინაიდან ჩვენ ენის მატარებლები ვართ მხოლოდ და არა შემქმნელები--linguistus 03:24, 2 ივნისი 2006 (UTC)--[უპასუხე]

P.S. თუ მაინცდამაინც ასე ძალიან გსურს გიორგი რომ ის ფორმები დარჩეს ენაში, რასაც შენ იზიარებ და თუ გსურს ამოავსო ვაკუუმი, მოდი ჯერ შექმენი შენი საავტორო ვერსია უცხოურ პირთა გვარ–სახელების ლექსიკონისა და გამოეცი. ვიკიპედიაში კი შენ, ისევე როგორც მე, მხოლოდ ერთი ხმა გაქვს, შესაბამისად სტატიები უნდა დარჩეს ისე, როგორც გადაწყვეტს უმრავლესობა და არა როგორც ავტორი.

--linguistus 03:27, 2 ივნისი 2006 (UTC) <{>მოგესალმებით. ხალხნო აქ საერთოდ რა არის საკამათო ან კენჭის საყრელი არ მესმის. რა "პიოტრ I" არ გადამრიოთ! Pieta 23:23, 2 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]