განხილვა:ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „მექსიკის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ამ სტილის სათაურებზე სადმე რამე შეთანხმება ხომ არ გვაქვს? მიმაჩნია, რომ პირველ ნაწილში უნდა ფიგურირებდეს ქვეყნის სახელი. მექსიკის ომი დამოუკიდებლობისათვის. — მიხეილ მიწერა 19:16, 15 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო აქ რაღაც არეულობააა იხ. განხილვა:ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში, განხილვა:ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის და განხილვა:ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში. ამ განხილვების რეალურ შედეგს სიმართლე გითხრა ვერ ვხედავ. დროა ამ საკითხზე ერთი გადაწყვეტილება მივიღოთ. --ჯაბა ლაბაძე 19:27, 15 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ა კიდევ განხილვა:ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის (სტატიის ისტორიას დააკვირდი). --ჯაბა ლაბაძე 19:30, 15 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე უკვე. ვემხრობი, რომ სტატიის სათაურის პირველ ნაწილში უნდა ფიგურირებდეს ქვეყნის სახელი. დაველოდოთ სხვებს. --მიხეილ მიწერა 19:41, 15 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
პირადად ჩემთვის, პირველმნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რომ ომი მოხდა, არამედ ის, თუ სად მოხდა იგი. ასე რომ, მიხეილის აზრზს ვიზიარებ. — G.G. 09:39, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა , სად , როდის ? ომი, იქ, წელი :), ანუ: ომი დამოკიდებლობისთვის ვენესუელაში (1877). სხვათაშორის ქსეშიც ამ პრინციპითაა სათაურები, მაგ.: "ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში"--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:32, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
პაატა, მაგ ლოგიკით უნდა იყოს ომი მექსიკაში XIX საუკუნეში. — მიხეილ მიწერა 11:37, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში არის ქსე-ს სათაური, რომელსაც უფრო ვენდობი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ რატომ არ მოგწონთ სტატიის ამჟამინდელი სათაური დაასაბუთეთ. პაატაც და მეც გესაუბრებით ქსე-ს მიხედვით, თქვენც მოგიწოდებთ ამაზე უახლესი ლიტერატურა წარმოადგინოთ და საკუთარი მოსაზრებებით არ ისაუბროთ. --ჯაბა ლაბაძე 14:17, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სიტყვათაწყობაში რომ ქსე კანონმდებელი არაა, მგონი, გარკვეულია უკვე. მაგაზე ახალ (და უფრო ავტორიტეტულ) წყაროსაც რომ ვერ მოვიტანთ, იცით. მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავაფიქსირე მხოლოდ. არც ის მითქვამს, რომ არ მომწონს სტატიის ამჟამინდელი სათაური, მაგრამ თუ არჩევაა, იცით ჩემი აზრი. — G.G. 16:42, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები გიორგის. ქსე მართლაც არაა ყველაფრის კანონმდებელი. ომი ისტორიაში მრავალია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადგილი, ვისი ომი იყო. არსებობს კუნძული კორსიკა, კუნძული ტაიტი, მდინარე რიონი, მდინარე ზამბეზი და ა. შ. რატომ არ ვწერთ სათაურებად პირდაპირ ასე? — მიხეილ მიწერა 17:51, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არც თქვენი პირადი მოსაზრებებია კანონის ძალის მქონე. მიშა ეგ რაც ჩამოთვალე გეოგრაფიაა და ქსე-ც ისე წერს როგორც ვიკიპედიაშია, ისტორიაში ცოტა სხვანაირადაა. --ჯაბა ლაბაძე 18:00, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები მიშასა და გიორგის; ვემხრობი ასეთ წყობას – მექსიკის ომი დამოუკიდებლობისათვის. – BruTe () 18:10, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში ვემხრობი არგუმენტი არაა, რატომ ემხრობით დაასაბუთეთ. --ჯაბა ლაბაძე 18:33, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ომზეა საუბარი და არა მექსიკაზე. ასე რომ მე მიმაჩნია სწორად ისე როგორც წერია ან მაქსიმუმ ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის. --ჯაბა ლაბაძე 18:45, 16 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სათაურის წყობაში ქსე-ში მოცემული სათაური არაა კანონი. ქსე-ს შეგვიძლია ვენდოთ სიტყვათა დაწერილობაში, მაგრამ არა აუცილებლად სიტყვათა წყობაში. ეს იმიტომ, რომ სიტყვათა წყობა სხვადასხვანაირად შეიძლება და ამავდროულად ყველა სწორი იქნება - ეს ქართული ენისათვის დამახასიათებელია. ქსე გვთავაზობს მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტს, მაგრამ შეიძლება ეს ვარიანტი არ იყოს საუკეთესო (მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ქსე-ს სტატია: ვარდი წითელი). ჩვენ შეგვიძლია ქსე-საგან განსხვავებული სათაურის წყობა შევქმნათ და ეს არ იქნება ქართული ენის ნორმათა დარღვევა. ზემოთ მოცემული თითოეული ვარიანტი სწორია, ამათგან კი მე სიმარტივის და უფრო სილამაზის გამო ვემხრობი ორს: მექსიკის ომი დამოუკიდებლობისათვის ან ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიტყვა ომს, როგორც წესი, თავში არ ვწერთ ხოლმე, ანუ გვაქვს რუსეთ-საქართველოს ომი და არა ომი რუსეთ საქართველოს შორის. ამიტომ, პირველი ვარიანტი ალბათ უკეთესი იქნება. Deu. 04:44, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. :D დათო შენ აქ მხარი დაუჭირე სტატიის სათაურის ვარიანტს: „ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის“, მითითებული განხილვის მიხედვით ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის, რასაც ვემხრობი. --ჯაბა ლაბაძე 16:12, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიებს ომების შესახებ ყველას მსგავსი სათაური გავუკეთოთ? სტანდარტიზაცია არ აწყენდა. — მიხეილ მიწერა 16:29, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით აჯობებდა სტანდარტიზაცია. --ჯაბა ლაბაძე 16:34, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ესეც გაითვალისწინეთ სტანდარტიზაციისას. არცერთი სხვა ომი, გარდა აქ ჩამოთვლილებისა, არ იწყება სიტყვა „ომით“. — G.G. 17:36, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მანდედან უმრავლესობა ისეა ქსე-ში, როგორც მანდ წერია. ასე რომ ქსე-ს ენდეთ. :) --ჯაბა ლაბაძე 17:40, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე, გიორგი. თუ ასე ვიბრძვით სტანდარტიზაციისთვის, არც ეს სტატია უნდა იყოს გამონაკლისი. — მიხეილ მიწერა 17:42, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქსე-როგორც წერს ისე დავწეროთ ჩვენც. უახლესი ლიტერატურა გექნებათ ისე დაწერეთ. მეორე მსოფლიო ომის (და თუნდაც ბმულში ჩამოთვლილი სხვა ომების) და ამ სტატიის შედარება რბილად რომ ვთქვათ აბსურდია. მე მოვრჩი.

პ.ს. ისე ჯობს ყველამ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოთ. --ჯაბა ლაბაძე 18:00, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიკიპედიაში ვართ და არა ქსე–ში, სადაც ამ უკანასკნელისგან დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, პლუს ამას განხილვაში ჩართულმა ყველა მომხმარებელმა უკვე გამოთქვა თავისი არგუმენტები, მოკლედ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
იქიდან გამომდინარე რომ წინასწარ ცნობილია ამ კენჭისყრის შედეგი, ეს კენჭისყრა აბსოლიტურ უაზრობად მეჩვენება. --ჯაბა ლაბაძე 18:11, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ მიხეილ, თუ გიორგის ბმულს გულისხმობდი სტანდარტიზაციის დროს. კიდევ ერთი სათაური დაგავიწყდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომი, მის მიერ მითითებულ ყველა სტატიას ხომ ბოლოში აქვს სიტყვა ომი?  :) --ჯაბა ლაბაძე 18:16, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაა პრობლემა, ჩავამატებ. — მიხეილ მიწერა 18:26, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემს მიერ მითითებულ ბმულში შეგხვდებათ სათაურებიც: თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის და ბოლივიის ომი დამოუკიდებლობისათვის. ეს ისე, ცნობისთვის. — G.G. 18:45, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

და ეგ ვის მიერაა შექმნილი ერთი ნახე. პასიური მომხმარებელბისაგან, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რა ხდება ვიკიპედიაში სათაურებთან დაკავშირებით. მათ წვლილს გადახედე. --ჯაბა ლაბაძე 19:11, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შენს მიერ მითიტებულ ბმულში შემხვდა სტატიები: ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში, ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში, ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის, ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის, ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის, ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის... ეს ისე ცნობისათვის. თურმე გარდა აქ ჩამოთვლილი ომებისა სხვა ომებიც იწყება სიტყვა ომით. --ჯაბა ლაბაძე 19:16, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგია, რომ გადმოგვილაგე. ბევრი ძიება არ დაგვჭირდება სათაურების შეცვლისას. :) ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში, ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის, ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში და ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ნახსენები იყო ამ გვერდზე. ე.ი. დარჩა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის და ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის. ამათგან ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის მოხსენიებულია ამ განხილვაში. ბოდიში მომიხდია, თუ კუბის ომი გამომრჩა (თუმცა, ეს მაინც ვერ გადაწონის იმდენ ომებს, რაც ბმულშია). — G.G. 19:38, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფრიად ღრმად ფილოსოფიური დასკვნაა. მე ამ განხილვას დავუსვი დიდი წერტილი. --ჯაბა ლაბაძე 19:44, 17 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კოლეგებო, ცოტა მეტი დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო. სხვა სტატიების სათაურებზე დაკვირვებით და სტანდარტიზაციით შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში სტატიის შინაარსი და სათაური შეუსაბამო იყოს ნაწილობრივ. უნდა დავაკვირდეთ სტატიის შინაარსს და ისე დავუწეროთ სათაური. ძალიან კარგად უნდა დავუკვირდეთ: არის ეს მექსიკის ომი თუ არის ეს ომი დამოუკიდებლობისათვის. რა განსხვავებააო იკითხავთ, მაგრამ განსხვავება არის. პატარა კვლევითი დაკვირვება ჩავატარე და მცირე კანონზომიერება დავინახე:
  1. როდესაც იბრძვის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო კონკრეტული მიზნის გარეშე, ხშირია ასეთი ტიპის სახელები: რუსეთ-საქართველოს ომი
  2. როდესაც იბრძვის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო კონკრეტული ტერიტორიის დაკავებისათვის, ხშირია სათაურები, რომლებშიც კონკრეტულად ამ ტერიტორიის სახელია გამოკვეთილი: ყარაბაღის ომი.
  3. ზოგჯერ მნიშვნელობა არ ენიჭება მხარეებს და ტერიტორიული ნიშნით განისაზღვრება სათაური: ტროის ომი.
ჩვენს შემთხვევაში მექსიკის ომი კი არ გვაქვს (როდესაც ორი სახელმწიფო იბრძვის მექსიკის დასაკავებლად), არამედ გვაქვს ომი დამოუკიდებლობისათვის. დაახლოებით ასეთი ანალოგია შეგვიძლია მოვიყვანოთ: 2008 წელს იყო არა საქართველოს ომი (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იყო), არამედ რუსეთ-საქართველოს ომი. ამიტომ, როდესაც გამოკვეთილია კონკრეტული მიზანი (დამოუკიდებლობის მოპოვება, კოლონიური რეჟიმისგან განთავისუფლება და ა. შ.), ალბათ უკეთესია, თუ სათაურში წინა პლანზე დავაყენებთ ომს. მე ზემოთ ორი ვარიანტი გამოვკვეთე, რომელსაც მხარს დავუჭერდი და ახლა, ამ დაკვირვების შედეგად ჩამოვაყალიბე აზრი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი იქნება ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის. გარდა ამისა, სტანდარტიზაცია აქ არ იქნება კარგი, რადგან ყველა ომი თავისი შინაარსით განსხვავებულია და სათაურიც შინაარსიდან გამომდინარე უნდა ჩამოყალიბდეს. Deu. 11:40, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ასე რომ, მანასეს ხან ისე და ხან ასე ქცევა არა თუ გაუმართლებელი, არამედ საჭიროც კია ზოგჯერ. ყველა შემთხვევა არაა ერთნაირი ვაპაჭუნებ. Deu. 11:43, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
დათო, ძირითადში გეთანხმები, მაგრამ ვინ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის? მექსიკა, ეს იყო მექსიკის, მექსიკური ომი, როდესაც ეს ქვეყანა დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. --მიხეილ მიწერა 12:09, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა არის იცი? უაზრო განხილვა რომ მიდის, მეც ვხვდები და შენც ვიღიმი. მაგ ორ სახელწოდებათაგან რომელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე სწორია (როგორ შეიძლება მაგალითად თქვა, რომ სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები სწორი სათაურია და არასწორი იქნებოდა კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები ან კიდევ სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები საქართველოში). ვიკიპედიაში გვჭირს, რომ ლამის ომის ოფიციალური დასახელება მოვითხოვოთ! ვიკრიჭები ზემოთ რაც დავწერე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უაზრო კამათი დამთავრდეს, თორემ მაგ ორიდან რომელი იქნება სათაური, რა მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ მაინც ერთს მივეცი ხმა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც დავაკვირდი ტერიტორიული ნიშნით ომების სახელწოდებები ძირითადად იმ შემთხვევებში განისაზღვრება, როდესაც ორი სახელმწიფო სადავო ტერიტორიისათვის იბრძვის (ყარაბაღის ომი). მაგრამ ესეც, რა თქმა უნდა, არავის დაუდგენია და გადახვევებიც ცხადია არსებობს (აფხაზეთის ომი მათი გადმოსახედიდან სწორედ რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის იყო). Deu. 14:07, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დეუს წარმოდგენილ ვარიანტს იცით რომ ვეთანხმები. სათაურების სტანდარტიზაციას როდესაც ვახსენებ, მე პირადად მხედველობაში მაქვს დამოუკიდებლობისათვის ომები, აქ კი ყველა ომის სათაურის სტანდარტიზაციას მოითხოვენ ჩვენი ძვირფასი კოლეგები კახეთიდან. ომის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა ომს სტანდარტულ სათაურებს ვერ მივცემთ, ეს ძალიან კარგად ვიცით ისტორიკოსებმა, თუმცა არ გვიჯერებენ. სხვათა შორის ეს განხილვაც მსგავსი გადაწყვეტილებით დამთავრდა. რადგან დავინახე რომ საღი აზრი ჯერ ისევ ცოცხლობს, განხიილვაში დავბრუნდი და ხმას ვაძლევ ერთ-ერთ ვარიანტს. --ჯაბა ლაბაძე 14:09, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგ ვარიანტს თავიდან რაღაც არ ეთანხმებოდი და წინასწარაც კი იცოდი თითქოს კენჭისყრის შედეგი თარგი:;) ნება შენია. სტანდარტიზაცია მე არ მომითხოვია, უბრალოდ შენ ვერ გაიგე, ამით მხოლოდ ის მიგითითე, რომ შენ მიერ ხშირად მოთხოვნილი სტანდარტიზაცია ხშირად უადგილოა. განხილვას ვტოვებ, მთავარია გადამისამართება გაუკეთდეს ყველა ვარიანტიდან და შემდეგში მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სწორი დასახელება აქვს სტატიას. --მიხეილ მიწერა 14:27, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

უადგილო ამ განხილვაში მხოლოდ შენი ეს კომენტარი იყო. :))) --ჯაბა ლაბაძე 14:34, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, ჩემს „საღ“ აზრს ნუ უპირისპირებ ნურავის ნურასდროს! მე თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც მე საღად მოაზროვნეს მიწოდებ მაშინ, როცა ორი კომენტარის წინ „მანასე“ ვიყავი და ამ დროს გამოდის, სხვების საღად აზროვნების უნარს უარყოფ. გაითვალისწინე, რომ მე პატივს ვცემ ყველა მომხმარებლის აზრს და არ ვყოფ მათ საღად და არა-საღად მოაზროვნეებად და არ მსიამოვნებს, როცა სხვა უპირისპირებს ჩემს თავს მათ. და მითუმეტეს მაშინ, როცა ნათლად ვთქვი, რომ მეორე ვარიანტიც სწორია. სამომავლოდ გაითვალისწინე ჩემი თხოვნა. Deu. 14:36, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქნებ დაამთავროთ და სამომავლოდ გაითვალისწინონ წინა განხილვებში მიღებული გადაწყვეტილებები და ყოველ ახლადგაღვიძებულზე ახალ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ. პატივი ეცით სხვის გადაწყვეტილებებს. და კიდევ ერთი თხოვნა ცხელ გულზე კომენტარებს ნუ დაწერენ :))))) --ჯაბა ლაბაძე 14:48, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში[წყაროს რედაქტირება]

მექსიკის ომი დამოუკიდებლობისათვის[წყაროს რედაქტირება]

ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის[წყაროს რედაქტირება]

მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომი[წყაროს რედაქტირება]