განხილვა:ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ეთიოპიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ჯაბა რაღაც ეგ სათაური ომი დამოუკიდებლობისათვის ერიტრეაში არამართებულად ჟღერს და ხომ არ ჯობს დაერქვას ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის ან ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის ომი? ჩემი აზრით პირველი ვარიანტი უფრო კარგია--დავით XXI 19:04, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

სათაური ნამდვილად არაა კარგი. კიდევ ერთი ვარიანტი: "ერიტრეის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის". აქ ერთ ომზე ხომ არ არის საუბარი.--Ouzo განხილვაწვლილი 19:05, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დათო იხ. განხილვა:ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში. — ჯაბა ლაბაძე () 19:23, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაინც ქართულად არ ჟღერს.--Ouzo განხილვაწვლილი 21:03, 21 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაინც-ზე არ ვმუშაობთ. ენის ნორმების მიხედვით სწორადაა. — ჯაბა ლაბაძე () 06:03, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენისთვის დამახასიათებელი სიტყვათწყობა დარღვეულია. რა ნორმებზეა საუბარი?--Ouzo განხილვაწვლილი 12:16, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

იმ ნორმებზე რომლის მიხედვითაც ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში ეს სტატია შეიქმნა ქსე-ში. — ჯაბა ლაბაძე () 14:21, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ქსე–ს სათაურებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას... მაგრამ ისე დავფიქრდი და, ენის ნორმებზე როცა ვსაუბრობთ, ქსეს უნდა ვენდოთ ცალკეული სიტყვების მართლწერაში, მაგრამ სიტყვათა წყობა შეიძლება შევცვალოთ, უფრო გავმართოთ. სიტყვათა წყობის სტანდარტი, ერთი ნორმა (განსხვავებით სიტყვის მართლწერისაგან) არ არსებობს და აქ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს. მე ვფიქრობ, შეგვიძლია სიტყვათა წყობის შეცვლა (ამას არანაირი ნორმა არ არეგულირებს)... — დავით პასუხი 15:02, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ქსეს უბრალოდ მძიმე გამორჩ ;) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 15:07, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ვარიანტი დავწეროთ სათაურის :). სასვენი ნიშნების გამოყენების გარეშე (ერთ–ერთი ცრურწმენით, სათაურებში სასვენი ნიშნები უბედურების მომტანია :) სპეციალურად აკლებენ ზოგჯერ საჭირო ადგილებიდან :)). — დავით პასუხი 15:10, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუკი სიტყვათა წყობას არცერთი წესი არ არეგულირებს და პლუს ამას ჩემს მიერ მითითებულ განხილვაზე შევთანხმდით, რომ მსგავსი სათაურით ყოფილიყო სხვა სტატიები (ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში, ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში, ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში...) რატომ უნდა შეიცვალოს სათაური ვერ ვხვდები, რაიმე ახალ წესს ან ნორმას ვადგენთ? მაგრამ თუ შეცვლაზე მიდგება საკითხი მე აქედან გამომდინარე უფრო დათოს პირველ ვარიანტს დავუჭერ მხარს: ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის. — ჯაბა ლაბაძე () 15:20, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც დათოს პირველი ვარიანტი მგონია საუკეთესო. საქმე ისაა, რომ სიტყვათა წყობას არც ქსე არეგულირებს – ქსე–ური სიტყვათა წყობები არაა ნორმა (ამისი ნორმა და სტანდარტი საერთოდ არცერთ ენაში არაა მგონი). ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ქსეური სათაური :) რატომ არ ვიყენებთ ამ თავისუფლებას? აქ კია შეთანხმების ჩანასახი (ალბათ უფრო პრეცედენტი), მაგრამ ნამეტანი არალეგიტიმური :) ორი კაცია მარტო :). მგონი ჯობია შევცვალოთ, რას იტყვით? — დავით პასუხი 15:30, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე სხვა განხილვა მიგითითე. განხილვა:ომი დამოუკიდებლობისათვის პერუში. სადაც შენც დააფიქსირე აზრი, რომელიც თემასთან არ ყოფილა პირდაპირ კავშირში, თუმცა წინააღმდეგობად ნამდვილად არ ჩაითვლებოდა.

პ.ს.:სხვათშორის ეგ სტატია ტავდაპირველად შევქმენი როგორც პერუს ომი დამოუკიდებლობისათვის. — ჯაბა ლაბაძე () 15:36, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰოო. მე კი მეორე განხილვა მეგონა. არც მადაა მაინცდამაინც დიდი ლეგიტიმურობა. მე მანდ სხვა რამეზე ვლაპარაკობ, შეიძლება მაგ დროს თანახმაც ვიყავი, მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე დათოს ვარიანტის შემხედვარემ. ასევე გიორგიც სულ სხვა რამეზე საუბრობს. შენ და ცანგალა ხართ მარტო და შენც მგონი დათოს ვარიანტისკენ იხრები :). ასე რომ, არალეგიტიმური პრეცედენტია და მეტი არაფერი... ჯობია შევცვალოთ დამკვიდრებული პრაქტიკა, სანამ გვიანი არაა (მერე სტატიები მოგროვდება ასეთი სათაურებით და გაგვიჭირდება, ახლა ცოტაა). — დავით პასუხი 15:48, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

არალეგიტიმური პრეცედენტი? განხილვაში ყველას დასანახად დაწერილი არალეგიტიმურია? მაშინ მტელი ვიკიპედია არალეგიტიმური ყოფილა. „აზრი შევიცვალეზე“ ცოტა მყარი არგუმენტია იმისათვის საჭირო რომ სათაური გადავიტანოთ. დაველოდოთ ცანგალას, მაგ სათაურის ავტორი ფაქტიურად ეგაა. — ჯაბა ლაბაძე () 15:53, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

არალეგიტიმური იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ორმა გადაწყვიტა და ეს ცოტაა (თუმცა, ცუდი არაა). სხვები დუმილით დავეთანხმეთ (მშვენიერია – თუმცა ცუდია). აღმოჩნდა, რომ უკეთესი ვარიანტიც შეიძლება სათაურისა. აზრი რატომაც შევიცვალე, ამისი არგუმენტები უკვე დაიწერა ამ გვერდზე არა მარტო ჩემ მიერ. — დავით პასუხი 17:08, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დაველოდოთ ცანგალას. მისი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე ღირებული და მისაღები იქნება. — ჯაბა ლაბაძე () 17:18, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცანგალას კი არა სხვებს უნდა დავუცადოთ, ვინც არ უნდა იყოს. ცანგალა არაა ერთპიროვნული მეფე (არ ეწყინება, დარწმუნებული ვარ :)). ცანგალას აზრი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არაა. ამ გვერდზე მე, დათო და Ouzo მივიჩნევთ, რომ სათაურ(ებ)ი გაუმართავია. შენ ჯერ არ გაქვს, როგორც ჩანს ჩამოყალიბებული აზრი... დავუცადოთ სხვებს და ერთად გადავწყვიტოთ. — დავით პასუხი 17:28, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

იქნებ დაამთავრო. — ჯაბა ლაბაძე () 17:37, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ხმაც მოვიდა. მეც დათოს (მომხმარებელი:David1010) პირველ ვარიანტს ვემხრობი. ბრძოლაზე (მომხმარებელი:Ouzo) მეც ვიფიქრე, მაგრამ ყველა ვიკიპედია ომით მოიხსენიებს. --ცანგალა () 19:47, 23 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა მეც თანახმა ვარ, რადგან ჩემი "სიმპატიაც" მანდეთ იხრება ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 19:53, 23 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამაზე ვკამათობდით? ვიკრიჭებიდავით პასუხი 06:41, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჭეშმარიტება კამათსი იბადება. ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 06:54, 24 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 11:03, 26 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]