განხილვა:ობეროტჰორნი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიას ხომ არ უნდა ერქვას ობეროთორნი? როგორც მახსოვს ქართულში ორმაგი თანხმოვანი არ გადმოდის. და კიდევ: th - გერმანულში იკითხება როგორც თ. (წყარო). --ჯაბა ლაბაძე 16:16, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ორმაგი თანხმოვნის შესახებ წერია საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბ., 1989 წ. გვ., 19).
ვიკიციტატა
„განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით სადავო აღარ არის ის, რომ უცხო სიტყვა (კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით.“

--ჯაბა ლაბაძე 16:21, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იხ. განხილვა:სიურრეალიზმი. ეს სახელი ორი სხვადასხვა სიტყვისგან შედგება, ობერ — ზემო. როგორც დათომ აღნიშნა, th ყოველთვის თ-დ არ იკითხება. — მიხეილ მიწერა 17:29, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა სიურრეალიზმი გეოგრაფიული სახელია? th ამ შემთხვევაში, როგორ იკითხება ამის შესახებ მაშინ დათოს ვკითხოთ, უფრო მეტად კომპეტენტურია.--ჯაბა ლაბაძე 20:56, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა შუაშია გეოგრაფიული სახელი, როგორც შენ აღნიშნე „როგორც მახსოვს ქართულში ორმაგი თანხმოვანი არ გადმოდის“. --მიხეილ მიწერა 07:37, 11 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა მასე ვთქვი და ეგ ვიცოდი სწორედ გეოგრაფიულ სახელებზე. ამის დასტურად კი შემდეგ ციტატაც მოვიყვანე ორთოგრაფიული ლექსიკონიდან სადაც დავწერე აღნიშნული წესის შესახებ. --ჯაბა ლაბაძე 14:15, 11 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნორმის მიხედვით th იკითხრბა თ-დ. ისე არის საინტერესო ქართულად ზემო როთჰორნი ან ზემო როთორნი არის. --ცანგალა () 16:50, 11 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ცანგალა და ორმაგ რ-ზე რას იტყვი? --ჯაბა ლაბაძე 19:33, 11 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, გეშლება. გერმანული th გართულში გადმოდის თ-დ იმ შემთხვევაში, როდესაც გერმანელები ამ ორ ბგერას გამოთქვამენ როგორც /თ/ ბგერას. მაგრამ ობერროტჰორნის შემთხვევაში გერმანელი ერთ თ-ს კი არ გამოთქვამს, არამედ ტჰ-ს (განცალკევებულად) ან თჰ-ს. ეს იშვიათად ხდება და აქაც სწორედ ეს იშვიათი შემთხვევა გვაქვს. ცანგალა, იმისათვის რომ უკეთ ავხსნა, ყველაზე ცნობილ მაგალითს მოვიყვან: Rathaus — აქ არის არა რათაუსი, არამედ რატჰაუსი, იმიტომ, რომ რატ და ჰაუს სხვადასხვა სიტყვებია. სწორედ ასეთივე შემთხვევაა ჩვენი ობერროტჰორნი: ობერ (ზემო) როტ (წითელი) და ჰორნი (რქა) სამი სხვადასხვა სიტყვაა, რომლის შეერთებითაც მიიღება რთული სიტყვა. აქ უნდა იყოს ობერროტჰორნი, სათაური სწორია. რაც შეეხება აქ მოცემულ წესებს, აქ ლაპარაკია მხოლოდ მარტივ ფუძეებზე; სამწუხაროდ გერმანულში არ გვაქვს მხოლოდ მარტივი ფუძეები. Deu. 16:06, 12 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დათოს. აბსოლუტურად დამაჯერებლად დაწერა. თუმცა ეს გერმანულად ასე გამოითქმის, მაგრამ ქართულად ასე მისაღები არის? გერმანულს თავისი წესები აქვს ქართულს თავისი. --ჯაბა ლაბაძე 16:23, 12 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, რატომ არაა მისაღები? ტჰ სწორედ ასეა, სხვანაირად არც შეიძლება, რადგან როტ და ჰორნი სხვადასხვა სიტყვებია. რაც შეეხება გაორმაგებულ ასოს, ქართულ ენაში როგორც წესი არ გვაქვს, თუმცა გამონაკლისი ისევ რთული ფუძის მქონე სიტყვებია, რომელთა პირველი ელემენტი მთავრდება იმ ასოზე, რა ასოთიც იწყება მეორე. ამისი მაგალითია სიურრეალიზმი. Deu. 16:29, 12 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ ჩემი დაწერილი ციტატა წაიკითხეთ? მანდ წერია რომ ქართულში საკუთარ სახელებს არ გადმოდევს ორმაგი თანხმოვანი. აი ამიტომ არაა მისაღები ეგ წესი ქართულისთვის. --ჯაბა ლაბაძე 20:44, 12 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამონაკლისი ყველა წესს აქვს. აქ წყაროც მოყვანილია. გამონაკლისი რა შემთხვევაშია, ესეც ვთქვი: როცა რთული სიტყვის შმადგენელი პირველი სიტყვა სრულდება იმავე ასოზე, რაზეც იწყება მეორე სიტყვა. Deu. 05:03, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამონაკლის შემთხვევებს ორთოგრაფიული ლექსიკონი ითვალისწინებს აი ამ გვერდზე ნახეთ,ეგეც რომ გამონაკლისი ყოფილიყო მაგასაც ჩაწერდნენ. აქ კი შავით თეთრზე წერია: „განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით სადავო აღარ არის ის, რომ უცხო სიტყვა (კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით.“ რაც შეეხება სიურრეალიზმს მაგით აპელირებას დაანებეთ თავი ეგ არაა გეოგრაფიული სახელი.--ჯაბა ლაბაძე 05:37, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მანდ გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევა, როცა ეს გაორმაგებული ასო ერთ სიტყვაშია, მაგრამ აქ ჩვენ სამი სიტყვა გვაქვს შეერთებული. საინტერესოა, მსგავს შემთხვევებში როგორაა მოწესრიგებული უცხოური სახელები რეალურად (და არა წესით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს). გადავხედავ ამას მე. მანამდე გადავამისამართოთ ობეროტჰორნზე (არავითარ შემთხვევაში ობეროთორნზე). თუმცა, მჯერა, რომ ეს არ იქნება საბოლოო სათაური — ვინც გერმანული იცის, მიხვდება, რომ რაღაც საზიზღარ სიტყვას ვიღებთ ასე. Deu. 06:11, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
დაახლოებით ასეთს: გადიდდაგადიდა. Deu. 06:13, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ამ ლექსიკონის აბსოლუტური სანდოობისთვის თუნდაც ამას შეგახსენებთ. --მიხეილ მიწერა 07:56, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ განხილვა გვახსოვს, სავარაუდოდ ეგ გამონაკლისი უნდა იყოს. --ჯაბა ლაბაძე 14:14, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ესეც გამონაკლისია? ესე იგი, როგორი მდგომარეობა გვაქვს: თვალდახუჭულნი ვენდობით ამ წესებს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ქსე მათ არღვევს, ახლა ამ უკანასკნელს ვენდობით ბრმად. — მიხეილ მიწერა 14:45, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე უბრალოდ ამ განხილვის გაგრძელების არსს ვერ ვხვდები, თორემ თუ პასუხი გინდა სხვა საშუალებით მოგწერ. :) --ჯაბა ლაბაძე 14:56, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

STOP! ვიღიმი Deu. 14:57, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]