განხილვა:ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში უნდა იყოს. „-ა“ სავრცობი მხოლოდ „და“ კავშირის წინ გამოიყენება. ეს წესი არ ვცელდება „ან“ კავშირზე--შოთა [UT] 13:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

უნდა ეწოდებოდეს: ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. მე ასე მგონია მართებული. - ოთოჯი განხილვა 13:22, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
„და“ კავშირის ჩასმა არ იქნება სწორი, ვინაიდან ლაურეატებს ჯილდო გადაეცემათ არა ორივე დარგში შეტანილი წვლილისთვის, არამედ მხოლოდ ერთ-ერთში. სხვაენოვან სტატიებშიც, რომელთა სათაურშიც ორივე დარგია ნახსენები, „ან“ კავშირია გამოყენებული (или, or, oder, o და ა.შ.)--შოთა [UT] 13:28, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ეგ გასაგებია, მაგრამ მაგალითად, ივანე პავლოვმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში და არა ფიზიოლოგიის დარგში, მოდი ამაზე ნუ ვიდავებთ. ასე იძახიან. ამ შემთხვევაში გამიჯნული არ არის ამ დარგში პრემია. თორემ მივხვდი რასაც მეუბნები :). - ოთოჯი განხილვა 13:38, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
„ან“ უნდა იყოს ცალსახად, ასე ჰქვია ყველა ენაზე, ასე ჰქვია ოფიციალურად ვიღიმი. აი რაც შეეხება სავრცობს, ეგ არ ვიცი, მაგრამ მყისვე ვიკითხავ ენათმცოდნიერებში : )). Deu. 14:28, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები Otogi-ს--ცანგალა () 17:03, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ენათმეცნიერს ვკითხე, საჭიროა თუ არა „ან“ კავშირის წინ სავრცობი. ასეთი ლაკონური პასუხი მივიღე: „იმედია, პასუხი მეტისმეტად დაგვიანებული არ არის. არ სჭირდება.“ Deu. 15:05, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
პრემიის ოფიციალურ სახელში „ან“ კავშირია (შვედ. Nobelpriset i fysiologi eller medicin), ნებისმიერ სხვაენოვან ვარიანტშიც ეს კავშირი გამოიყენება და ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა შევცვალოთ „და“ კავშირზე. არსებობს საამისოდ მყარი არგუმენტები?--შოთა [UT] 15:19, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბევრი ძიების შემდეგ მივაგენი რაღაცას. ქსე-ის ტ. 10. გვ. 294-296 (სიაა გაკეთებული). ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პრემია გამიჯნული არ არის. - ოთოჯი განხილვა 15:39, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ, რომ ოფიციალური სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა და სტატიის სათაური „ან“ კავშირით უნდა იყოს (სავრცობის გარეშე). ქსეში კი, ალბათ, შეცდომაა გაპარული.— G.G. 16:08, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც ასე ვფიქრობ, ოფიციალურ დასახელებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქსე-სთან შედარებით. გამიჯნული შეიძლება არ არის, მაგრამ ოფიციალურად ასე ჰქვია. Deu. 16:13, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. P.S. გადამისამართებები არსებობს. - ოთოჯი განხილვა 16:25, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გადამისამართების საჭიროებაში გეთანხმები. — G.G. 16:39, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--შოთა [UT] 11:12, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]