განხილვა:ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"მშვიდობის განმტკიცების დარგში" რამდენად გამართულია? ასეთი "დარგი" არსებობს? - ალ-ო     @ 10:28, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, დამკვიდრებულია გამოთქმა: ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. — დათო პასუხი 11:04, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
[1] და [2] ე. ი. როგორ დათო გვეუბნება განმტკიცების გარეშე.--ცანგალა () 11:18, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაგრამ მშვიდობა როგორც დარგი ცოტა ყურს ეხამუშება. - ალ-ო     @ 13:44, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
"ნობელის პრემია მშვიდობის განტკიცებისთვის" ან "ნობელის პრემია მშვიდობის დაცვისთვის" ? --გრიგოლ 13:48, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
პირველად რომ გავიგე, ჩემს ყურსაც ეხამუშა, მაგრამ ახლა ნებისმიერი ქართველი, რომელიც ხშირად უსმენს ტელევიზორს, გეტყვით რომ ეს არის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მოკლედ ასეა დამკვიდრებული და მგონი სხვა გავრცელებული ვარიანტი არც არსებობს (პირველად ვიკიპედიაში გავიგე...). ასევე გავრცელებულია ღაზას სექტორი, მაგრამ სწორია ღაზის... კიდევ ბევრი რამ ასე... სწორი რომელია არ ვიცი, მაგრამ გავრცელებული და თითიქმის უკვე დამკვიდრებული ჩემი ვარიანტია. — დათო პასუხი 16:23, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებისათვის - ასეთი სათაურით შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა გადამისამართება. გთხოვთ გადახედოთ ნობელის პრემია. „დარგი“ ყველას ხომ არ მოვაშოროთ? ცანგალა () 16:43, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]