განხილვა:ნიქტალოპია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასე თვითნებურად რომ მოხდა სტატიის გადატანა ამ სათაურზე ცოტა ნაჩქარევი ხომ არაა? მე პასუხი ვერ გავეცი ჩემს განხილვის გვერდზე მოცემულ წყაროებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ არ მეცალა. ახლა უკვე, რადგან გადატანილი დამხვდა სტატია, ვიკისაზოგადოების აზრი მაინტერესებს, რამდენად სწორია ეს მოქმედება, მაშინ, როცა განხილვა დახურულად არ ჩამითვლია. იქნებ ვეთანხმებოდი ამ იდეის წამომწყებს? ეს ჩემი აზრის უგულებელყოფაა.-- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:07, 8 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია თავისუფალი სივრცეა, სტატია არავის კუთვნილება არაა და ცვლილების შესატანადაც არაა საჭირო განხილვის დახურვა და ვინმეს დარწმუნება. გთხოვ ნუ მიიღებ შენი აზრის უგულებელყოფად, პირიქით შენს განხილვის გვერდზე მოგაწოდე არგუმენტირებული ინფორმაცია (რის საფუძველზეც ვაპირებდი ცვლილებების შეტანას სტატიაში), რითაც პატივი ვეცი შენს ინტერესს ამ შინაარსის თემების მიმართ და პირდაპირ არ შევიტანე ცვლილებები სტატიაში. პატივისცემით --ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 07:15, 8 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

P.S ცვლილებების სანდოობა ნებისმიერ მსურელს შეუძლია გადაამოწმოს თავად სტატიაში მოცემულ წყაროებში.

ზოგადად, გადატანამდე განვიხილავთ ხოლმე. განხილვა არაა საჭირო, როცა გადატანის საჭიროება ცალსახაა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გადატანის საჭიროება ნამდვილად არსებობდა, ბექას განხილვის გვერდზე კარგი არგუმენტებია ვიღიმი. თუმცა, არ იქნება ურიგო, თუ იმ არგუმენტებს ერთი-ორი სიტყვით აქაც დაწერთ და, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუკი სტატიაშიც ჩაწერთ ორიოდე სიტყვით ტერმინოლოგიური აღრეულობის შესახებ. მთლად კარგი იქნება, თუ ჰემერალოპიის შესახებ სტატია ცალკე გაკეთდება ვიღიმი. Deu. 08:11, 8 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს რა დოზანაა?! ხალხს თარგმნისას მარჯვენა და მარცხენა ერევა და ვერც სურათით ხვდებიან რომ შეცდომით წერენ... (ეს ისე... მე ჩავასწორებ). Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

რამდენი ადამიანიცაა ამ ქვეყნად, ყოველდღე იდენი შეცდომა იბადება... რამენაირად უნდა მაპატიოთ ხოლმე და ჩაასწპროთ, ისე ეს სიტყვა დოზანა ცოტა საწყენად ჟღერს. მადლობა დიდი რომ გაასწორეთ.-- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 18:11, 24 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]