განხილვა:ნიქსონი (ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენიმე სტატიაში შევამჩნიე წინა-შემდეგის გამოყენება. მე როგორც ვიცი, ეს ველი გამოიყენება ერთი სერიის ფილმებისთვის. მართალია, ჯფკ პრეზიდენტზეა, მაგრამ U turn ხომ არაა პრეზიდენტზე? თან ერთი სერიის ფილმები არ არის. მაგალითად, კესლიოვსკის კინოტრილოგია რომ არის "სამი ფერი" - ამ ტრილოგიის ფილმები ერთი სერიაა, მაგრამ რაც მათთან არ არის დაკავშირებული, 'შემდეგ ფილმად' არ ითვლება. ეგ კი არა და ეს ველი საერთოდ იქნა ამოღებული ინგლისური ვიკიპედიიდან (დიდი ხანია). მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ აუცილებელია, ოღონდ ერთი სერიის ფილმებისთვის. გარდა ამისა, რით ვანგარიშობთ ქრონოლოგიას - ძირითადი ფილმებით, თუ აქ სხვა ნაშრომებიც შედის? ამ პრინციპით შესაძლოა, მხატვრულ ფილმს ხოლმე 'შემდეგში' მოჰყვეს მცირე დოკუმენტური ნამუშევარი (ან პროდიუსერული ნაშრომი). --Henry McClean განხილვაწვლილი 17:18, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში უ. ვიგულისხმე W., ფილმი ბუშზე და არა U Turn.. (ჩემი აზრით ასე უნდა ითარგმნოს და არა როგორც ბუში). რეალურად ეს სამი ფილმი არის სერია პრეზიდენტებზე, კენედი, ნიქსონი, ბუში.

რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩემი აზრით შეიძლება შევიდეს არამხოლოდ მხატვრული ფილმები, ან მოკლემეტრაჟიანები, თუ რეალურად ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენენ. მაგ. ოთხასი დარტყმა აქ შემდეგი წერია ანტუანი და კოლეტი, რომელიც ცალკე ფილმი არ არის, არამედ არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის კოლაჟის, Love at Twenty-ს ნაწილი. მიუხედავად ამისა შემდეგში წერია, იმიტომ რომ რეალურად იგივე ისტორია გრძელდება რაც ოთხას დარტყმაში, პერსონაჟები იგივეა, მსახიობიც კი და შემდეგი ფილმებიც მოყვება მოპარული კოცნები და კიდევ სხვები. --M. განხილვაწვლილი 17:56, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, საკუთარი პრაქტიკის დამკვიდრება რეგიონალურ ვიკიპედიებში უცხო ხილი არ არის (ეს მეორე ნაწილს რაც ეხება). ასე თუ ისე, ამაში ცუდი არაფერია.

პირველი - პრეზიდენტების შესახებ ფილმები მაინც ერთი სერიის ნაწილს არ წარმოადგენს. ოფიციალურად მედიაში რეჟისორი თუ მისი მენეჯმენტი ან სხვა ორგანო არ უწევს პრომოუშენს, როგორც ერთი სერიის ფილმებს. მაგალითად, რაღაც ციკლი რომ ჰქონოდა, ვთქვათ სათაურით 'პრეზიდენტები', ლოგიკურად, ასე გამართლებული იქნებოდა. სხვა მხრივ, თუ ოფიციალურად ერთ ციკლს არ წარმოადგენენ, უმჯობესი იქნება უბრალოდ შემდეგი ფილმი დაიწეროს და არა პრეზიდენტების სერიის ფილმები. გააჩნია, თავად რეჟისორის მხრიდან რა სახის პრომოუშენი კეთდება. თუ არ არსებობს რაღაც ოფიციალური და ვირტუალური ციკლი, მაშ ჩვენ რატომ უნდა მოვუფიქროთ? მაგალითად, ალექსანდრე ნიქსონზე არანაკლები მმართველი იყო, სუბიექტურად რომ ვიმსჯელოთ და ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ როგორც ისტორიული პიროვნება, ციკლის ნაწილად უნდა ითვლებოდეს, რა ვქნათ? :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:06, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

იგივე ლოგიკით - სპილბერგს აქვს რამდენიმე ფილმი უცხოპლანეტელებზე. ჯერ იყო Close Encounters of the Third Kind, მერე - E.T. შეგვიძლია War of the Worlds მივაყოლოთ. სამივე ხომ ერთი ციკლის ფილმი არ არის? ამის გარდა, ემერიხი ავიღოთ - რაც მაგას კატასტროფის ჟანრის ფილმები აქვს, ვინ მოთვლის - ყველა ხომ ოფიციალურად ერთი ციკლი არ არის? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:13, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ემერიხს თავი დავანებოთ. იგივე სტოუნის შემტხვევაში Platoon, Born on the Fourth of July და Heaven & Earth ითვლება ვიეტნამის ტრილოგიად, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ფილმიც საერთოდ სხვადასხვა სტუდეიებში გადაიღო და სხვადასხვა პროდუსერებთან. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები და მიმომხილველები The Vietnam Trilogy-ს ეძახიან და თავის ოფიციალურ საიტზეც ასე უწერია. პრეზიდენტების ტრილოგია, მართალია მას არ აქვს ნახსენები მაგრამ imdb-ზე ასე დევს. --M. განხილვაწვლილი 18:32, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]
ეგ userlist არის (შენც იცი, რაცაა და მასეთები ოფიციალურებად არ გამოდგება). აი ვიეტნამურ ტრილოგიას რაც ეხება, ეგ სწორია და სწორედ ეგრე უნდა იყოს თანმიმდევრობაში წინა-შემდეგ-ში. იმიტომ ვარკვევ ამ ყველაფერს, რომ მომავალში ჩამოყალიბებული იყოს ასეთებზე მუშაობს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:37, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]
მაგ ორ შემთხვევაში (ვიეტნამის და პრეზიდენტების) არსებით სხვაობას მე ვერ ვხედავ. გარდა ოფიციალურ საიტზე მოხსენიებისა.--M. განხილვაწვლილი 19:13, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისთვის - ამ პარამეტრის მთლიანად ამოღებას წინ უსწრებდა განხილვა, რომელიც მდებარეობს აქ.

http://en.wikipedia.org/wiki/Template_talk:Infobox_film/Archive_19#Preceded_By.2FFollowed_By

გრძელია, მაგრამ გადავხედავ მოგვიანებით. საინტერესოა უბრალოდ, რატომ მოაშთეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:16, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]