განხილვა:ნინოსხევი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში?[წყაროს რედაქტირება]

უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონშიც კი წერია, მდინარე ჭართლისხევი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიაო. მაგრამ რუკებზე ვერ ვპოულობ. ეჭვი მაქვს, რომ შეცდომას აქვს ადგილი. სამაგიეროდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში ნამდვილად არსებობს მდინარე ჭართლისხევი, სოფელ ჭართალთან, რომელიც სტატია ჭალისოფელი (ჭართლის თემი)-შია ნახსენები (ჭართალი (ალევის ქედი)-ში კი „ჭართლისწყლის“ სახელით). ეს სტატია სხვა მდინარეს ხომ არ აღწერს? თუ ორი სხვადასხვა ჭართლისხევია? - Island (გ) 11:21, 15 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჭართლისხევის სახელწოდებით საქართველოში გვაქვს ორი მდინარე: ერთია არაგვის მარჯვენა შენაკადი, ხოლო მეორე შრომისხევის მარჯვენა შენაკადი. საქმე იმაშია, რომ იმ ჭართლისხევს, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია დღეს ნინოსხევი ეწოდება, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებულს კვლავ ჭართლისხევი. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ რამეს გავაკეთებდი, ამ სტატიას გადავიტანდი ნინოსხევზე და იმასაც მივუთითებდი, რომ იგი არა ალაზანს, არამედ შრომისხევს შეერთვის მარჯვნიდან, რომელიც თავის მხრივ, ალაზანს ერთვის მარცხნიდან. შეცდომა მხოლოდ ამაში გაიპარა. - OTOGI Messages 13:08, 15 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა განმატებისთვის! თუ სახელი შეეცვალა, გადავიტანოთ. - Island (გ) 03:42, 16 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მიხარია, რომ დაგეხმარეთ. ახლა თუ თქვენ აპირებთ სტატიის შექმნას დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ჭართლისხევზე მაშინ შეგვიძლია გადამისამართება წავშალოთ, რადგან სათაურში ფრჩხილები ავიცილოთ თავიდან. - OTOGI Messages 10:57, 18 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. მე სამწუხაროდ არა მაქვს არავითარი ლიტერატურა, რომ სტატია შევქმნა. მაგრამ ახლა ჭალისოფელი (ჭართლის თემი)-ში ბმული სხვა მდინარეზე გადადის და სამომავლოდ გასასწორებელია. - Island (გ) 08:23, 20 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]