განხილვა:ნინა რიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

@Cercvadze1337: შეცდომებზე რომ მიგითითოთ, რათა მომავალში გააუმჯობესოთ სტატიების ხარისხი.

  • "აწმყო წარსულში" წერა. შეცდომის მაგალითი:

ბავშვობიდანვე გოგონა ოცნებობს მოდური ტანსაცმლის კერვაზე. იგი ეწყობა მოსწავლედ სამკერვალო ფაბრიკაში.

ვიკიპედიაში ყველაფერი იწერება წარსულ დროში (თუკი ბიოგრაფიაზეა საუბარი). ეს არ არის ის ენციკლოპედია, თაროზე რომ გვიდევს და მხატვრულად არის აღწერილი რომელიმე პიროვნების ცხოვრება. კარგი იქნება, თვალი გადაავლოთ საკუთარ სტატიებს და ჩაასწოროთ ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს სტილი სხვაგანაც გაქვთ გამოყენებული, არსებულ სტანდარტებს ემიჯნება და აუცილებელია, გადაკეთდეს.

  • სახელ-გვარები.

ნინა ჩიჩი - Nina Ricci - ვინაიდან ასე ჰქვია, ესე იგი, არ იკვეცება ბრუნვისას და იქნება "ნინა რიჩიმ" და არა "ნინა რიჩმა".

რატომ მარი? ხომ აწერია, რომ Maria ერქვა.

"ნელი", როგორც აღმოჩნდა, არასწორია. თურმე "ნეი" არის (იყლაპება ბგერები აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში).