განხილვა:ნიკო ფიროსმანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (12 თებერვალი, 2007).
Main Page trophy ნიკო ფიროსმანი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2007 წლის 11 თებერვალი).

Sorry, do not know how to say it in Georgian: {{commonscat|Niko Pirosmani}} Alex Bakharev 16:08, 15 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]



გალერეა და სხვა[წყაროს რედაქტირება]

  • გალერეა ზედმეტად დიდი მეჩვენება. საამაყო ადამიანის შესახებაა სტატია, მესმის, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ამხელა გალერეა უნდა იყოს? ან ხომ არ ჯობია, სტატიის ძირითადი ნაწილიდან გადავიდეს ნახატები გალერეაში (მგონია, ერთი მეორდება კიდეც).
  • ქვეგვერდების შექმნა რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა ქართულ ვიკიში? ანუ ნიკო ფიროსმანი/გალერეა ან რამე ასეთი დასაშვებია?
  • დანარჩენი: რაღაც არანეიტრალური ფორმულირებებია:
  • უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. - ალბათ, სჯობს, დაიწეროს, რომ "ვარაუდობენ" ამის შესახებ. იმისთვის, რომ ნეიტრალური დარჩეს.
  • განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა - ზოგჯერ მასის მიერ აღიარებულსაც სჭირდება წყაროებით გამყარება. ამიტომ, ალბათ, მსგავს შემთხვევებში სჯობს, ამოღებული იყოს "განსაკუთრებით შთამბეჭდავია" და ეწეროს "მაგალითებია". არა? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 09:35, 17 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
    ხელოვნების თემატიკის სტატიებში, ჩემი აზრით, სურათების სიმრავლე ცუდი არაა. მაგ., en:Vincent van Gogh. მოზაიკაშიც ბევრი ჩავსვი ადრე. სტატიის ძირითად ნაწილში რაც არის, ჩემი აზრით არ უშლის. შეიძლება კიდეც დაემატოს ვან გოგის ინგლისური სტატიის მსგავსად, მაგრამ ისინი უნდა მოსდევდეს შესაბამის ტექსტს. რაც შეეხება გალერეას, შეიძლება გაკეთდეს ფიროსმანის ნამუშევრების სია, სადაც იქნება სურათები, დახატვის წელი, მასალა, მფლობელი/მუზეუმი და ა.შ. თუმცა წყაროების მოძიება დასჭირდება ავტორს, ალბათ იქნება ბუკლეტები და მონოგრაფიები ამაზე... გიო ოქრო 09:58, 17 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
თუ არაა შეზღუდვა, მაშინ იყოს, უბრალოდ მაინტერესებდა, ხომ არ არის ვრცელი გალერეა უჩვეულო (სტანდარტების თანახმად). სხვა ნახატებს რაც ეხება, უბრალოდ ტექსტია საკმაოდ მწირი მასთან მიმართებაში. თუ იქნება ვრცელი ტექსტი, ალბათ, უფრო ლოგიკურად გადანაწილდება, არა? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 10:12, 17 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]