განხილვა:ნატო
თემის დამატებაჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – „ჩახო“. თუმცა ქართულ აბრივიატურასთან („ჩახო“) ერთად გამოიყენება აგრეთვე „ნატო“ :) იხ. აგრეთვე შემოკლებული აღნიშვნები -- მერო
21:45, 25 მაისი 2008 (UTC)
- ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო; North Atlantic Treaty Organisation - NATO) - ქსე, ტ. 11, გვ. 153, თბ., 1987; ამჟამად „ჩახო“ გამოიყენება? ე. ი. ჩვენ „ჩახო“-ში შესვლა გვსურს? თუ გამოიყენება მაშინ უნდა გაკეთდეს გადამისამართება ჩახოდან ნატოზე. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ნატოა. ან თუ ჩახოა როდის შეიცვალა? ცანგალა (გ) 12:38, 26 მაისი 2008 (UTC)
ოფიციალურად საერთაშორისოდ გამოიყენება ნატო. აქვე უნდა ვახსენო რომ ვიკიპედიის სხვა საიტებზე ასევე ფრანგული აბრივიატურა OTAN (ფრანგ. l’Organisation du Traité de l’Atlantique Nord) არის მოცემული. რაც შეეხება „ჩახო“-ს, ეს მოკლე სახელი ოფიციალურად არ გამოიყენება, თუმცა ის წარმოადგენს NATO-ს ქართული შესატყვისის აბრივიატურას. მოგიყვანთ ერთერთი პოლიტოლოგის ციტატას: ...ნატო, იგივე ჩახო, ხშირად ასეც მოიხსენებენ ქართველი პოლიტოლოგები...
ჩემი აზრით ჩახო-დან გადამისამართება უნდა გაკეთდეს (ნუ თუ ჩახო-ს სხვა მნიშვნელობაც აქვს, უნდა შეიქმნას მრავალმნიშვნელობის გვერდი). თუმცა თვით სტატიაში მის შესახებ ჩაწერა არ წარმოადგენს საჭიროებას -- მერო
14:18, 26 მაისი 2008 (UTC)
მე პირადად მომხრე ვარ გადამისამართების (ზემოთაც ავღნიშნე). თვით სტატიაში ცუდი არ იქნება ჩაწერაც შენიშვნის ან სქოლიოს სახით. --ცანგალა (გ) 16:18, 26 მაისი 2008 (UTC)
დავამატებ, რომ ჩემი აზრით მთავარ სტატიას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია უნდა ერქვას, და გადამისამართება გაკეთდეს ნატო–დან, როგორც რუსულ საიტზეა ru:Организация Североатлантического договора-- მერო
18:14, 30 მაისი 2008 (UTC)
ნამდვილად ისე ჰქვია როგორც შენ დაწერე? ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო; North Atlantic Treaty Organisation - NATO) - ქსე, ტ. 11, გვ. 153, თბ., 1987--ცანგალა (გ) 20:36, 30 მაისი 2008 (UTC)
უბრალოდ ნატო რომ იყოს. ვინ შეიყვანს ამხელას საძიებელში? პირადად მე არა --თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 10:30, 29 ნოემბერი 2009 (UTC)
- რა პრობლემაა? შეიყვანს ნატოს და გადმოვა აქ :). — დათო პასუხი 10:35, 29 ნოემბერი 2009 (UTC)
- ნატოდან გადამისამართებაა გაკეთებული ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციაზე ამიტომ ვინმეს თუ დასჭირდა ადვილად იპოვის
--დათო_დათო
10:37, 29 ნოემბერი 2009 (UTC)
- ვიკიპედია გუგლში ტოპ-10 შედის. აბა შეიყვანე გუგლში ნატო და მერე მითხვარი რომელ გვერდზე იპოვე. ან საერთოდ იპოვე თუ...--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 19:58, 29 ნოემბერი 2009 (UTC)
კითხვა
[წყაროს რედაქტირება]ვინმე ამიხსნით ამ სტატიის სათაურში ჩრდილოატლანტიკური ერთად რატომ წერია და დეფიზით რატომ არ არის ?--g. balaxaZeႫ 18:51, 4 ივლისი 2013 (UTC)
კვლავ სათაური
[წყაროს რედაქტირება]ფაქტია, რომ სახელწოდება გადასატანია NATO-ზე. – OTOGI Messages 22:14, 4 მაისი 2025 (UTC)
- ქართულად რომ დავწეროთ? ოფიციალურადაც ქართულად წერენ. გიო ოქრო 08:21, 5 მაისი 2025 (UTC)
- თუ მოკლეზე გვსურს გადატანა, მაშინ „ნატო“ ჯობია ისევ. — Mehman 11:58, 5 მაისი 2025 (UTC)
- გადავიტანოთ, თუმცა როგორც მახსოვს საქართველოში ადრე ვიღაცას ნატო ქალის სახელი ეგონა. ამდენად „არ აგვერიოს“ თარგი ჩავსვათ. ). ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. - OTOGI Messages 01:50, 6 მაისი 2025 (UTC)
- თუ მოკლეზე გვსურს გადატანა, მაშინ „ნატო“ ჯობია ისევ. — Mehman 11:58, 5 მაისი 2025 (UTC)
გაკეთდა. - OTOGI Messages 12:21, 8 მაისი 2025 (UTC)