განხილვა:ნასყიდობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ, ყიდვა-გაყიდვა თუ სწორად მახსოვს საბჭოთა დროს ერქვა ამ ხელშეკრულებას, ხომ? დღეს ხომ სამართლის ქართულ ტერმინოლოგიაში ეგ სიტყვა აღარ არსებობს. ამიტომ მგონი ჯობია, რომ შესავალში სინონიმების სახით კი არ ეწეროს, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ძველად ყიდვა-გაყიდვა ერქვა (ფრჩხილებში). Deu aw 17:04, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ყიდვა-გაყიდვა და ნასყოდობა სინონიმებია, ზუსტად ერთსა და იმავეს ნიშნავს. ყიდვა-გაყიდვა არა საბჭოთა კავშირიდან, არამედ რომის სამართლიდან მომდინარეობს: emtio-venditio (emtio — ყიდვა, venditio — გაყიდვა; emtor — მყიდველი, venditor — გამყიდველი). Nodar Kherkheulidze განხილვა 17:09, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, რომში ქართულად საუბრობდნენ? :). emtio-venditio საბჭოთა კავშირის დროს ქართულად თარგმნეს როგორც ყიდვა-გაყიდვა. შემდეგ კი გაამარტივეს და დაარქვეს ნასყიდობა. ერთსა და იმავეს ნიშნავს, მაგრამ ერთი დღეს ჰქვია, მეორე კი დღეს აღარ ჰქვია. ამიტომ ჯობია ეწეროს, რომ მეორე მოძველებულია. Deu aw 17:18, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, ძალიან გთხოვ... აქ სადავო არაფერი არ უნდა გახდეს. Deu aw 17:19, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
თუ მოძველებულია, მაშინ საერთოდ არ არის საჭირო და ამოვიღებ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:21, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, არა, რას ამოიღებ. სტატიები მარტო ამჟამინდელ მდგომარეობაზე ხომ არ იწერება. უბრალოდ უნდა მიუთითო, რომ ძველად ეგრე ერქვა. შეგიძლია ისტორიის სექციაში გადაიტანო. Deu aw 17:23, 1 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]