განხილვა:მწვანე ოთახი
ეს სტატია იმიტომ არ უნდა წაიშალოს, რომ ამოვიღე ინფორმაცია რომელიც ყოველმხრივ დახვეწილია, და არ ვფიქრობ რომ რამის დამატება ან ამოკრებაა საჭირო, ვცდილობ გვერდის გაზრდას -ციტატა:(„მწვანე ოთახი“ 1999 წელს თბილისში შეიქმნა. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება როკის, ფანკისა და პოპ-მუსიკის ნაზავია. ჯგუფს პოპულარობა სადებიუტო ალბომში შესულმა სიმღერებმა „ნაზი მისები“ და „ჩემთან აღარ ხარ“ მოუტანა.)-დალაგებულია წინადადებები, სრულყოფილია.
იგივე მინდა ვთქვა ციტატა:(ჯგუფის წევრებმა დაამთავრეს თბილისის ჯაზის აკადემია.
პირველი ალბომი „მწვანე ოთახი“ — კომპანია „ქართულმა ჩანაწერებმა“ გამოსცა.
ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჯგუფი ცენტრალური და კერძო ტელეკომპანიების ეთერით ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა. ჯგუფი „მწვანე ოთახი“ რეგულარულად მონაწილეობდა გიტარის საერთაშორისო ფესტივალებში (2001, 2002), მატარებლის ფესტივალში, თბილისის ჯაზ-ფესტივალებში (2001, 2002) და სხვა.
ჯგუფმა პირველი სოლო კონცერტი 2001 წელს, I ალბომის პრეზენტაციისას გამართა. რამდენიმე სიმღერა ამ ალბომიდან ქართული ტელე- და რადიო ტოპათეულების შემადგენლობაში აღმოჩნდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ „მისები“.
მწვანე ოთახი პირველი ქართული ჯგუფია, რომელმაც ევროპულ ლეიბლთან (S.P. Records) გააფორმა ფაბლიშინგ-კონტრაქტი. კონტრაქტი გულისხმობს 3 ალბომის გამოცემას და მათ დისტრიბიუციას ევროპის ბაზარზე.
სულ მალე გამოვა ჯგუფ „მწვანე ოთახის“ ახალი ალბომი („The Last Minute of Terrorist“). ამ ალბომში შესული კომპოზიციები ექსპერიმენტული, ელექტრონული და როკ ლ-მუსიკის ნაზავია, პირობითად Indie — Indepandend Pop-Rock ჟანრს მიეკუთვნება.) ამ ტექსტის შესახებ-დალაგებულია წინადადებები, სრულყოფილია.