განხილვა:მუსლიმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:მუსლიმანი)

დიდი ბოდიშით, ალლაჰი შეიძლება რუსულად დაიწეროს (Аллах), ქართულად კი ალაჰი. ერთი გამოიყენება.--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:54, 5 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

როგორც ავღნიშნე ალლაჰი შედგება ალ და ლაჰ ფუძისაგან, ამიტომ მისი მოხსენიება ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერ ენაზე უნდა მოხდეს ორი ლ–თი.. შეგიძლიათ გადახედოთ ლობჟანიძის ყურანის თარგმანსაც.. niamore 18:32, 5 სექტემბერი 2010 (UTC)niamore

მიუხედავად ამისა, ქართული ენის ნორმების თანახმად ერთი -ით იწერება. ვიკიპედიაში ქართული ენის ნორმები გვაღელვებს, და არა არაბული ფუძე და მისთ.— გიორგი, 18:34, 5 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ქართულად მართბულია ალაჰი (არაბ. ალ-ლაჰ) - ქსე, ტ. 1, გვ. 268, თბ., 1975. ლობჟანიძის ყურანის თარგმანი გადასახედია.--ცანგალა () 18:40, 5 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ლობჟანიძის ყურანის თარგმანი არ შეიძლება იყოს სანდო წყარო. ქართულად ნათარგმნია ბევრი ქურთული ამბავი (ნოველა და იგავი), სადაც მოხსენიებული (ზოგგან) ქურდისტანი, ესიდიზმი, აისორასტანი (და არა ასურეთი). თარმგმანი არაა წყარო. მე მაქვს ლექსიკონი, რომლის ხმარება არ მინდა უკვე, იმიტომ რომ იქ ავტორის მიერ შეტანილი და ახლადმოგონილი სიტყვებია. --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 19:50, 5 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ხშირად გამოიყენება (მე მხვდება უფრო ხშირად) მუსულმანი, ხომ არ უნდა გადამისამართდეს?--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 19:52, 5 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მართალია არაა სასურველი ვიღაცის თარმანს დაეყრდნო, მაგრამ ფაქტია რომ ყველა ენაზე იწერება ორი ლ–თი ანუ ალლაჰ. ეს არის არჩეული სახელი და მისი შეკვეცის უფლება არ გაქვთ. ყველა ენაზე უნდა გამოიყენებოდეს მისი სუბლიტირება არაბულიდან და არა თარგმნა — niamore 22:28, 5 სექტემბერი 2010 (UTC)niamore

ქართულ ენაში გაორმაგება არ ხდება. ქსეც წერს ალაჰს. ერთ დროს მიღებული იყო ესსე (მგონი ეს ერთადერთი უცხოური სიტყვა იყო ასოს გაორმაგებით), დღეს კი სკოლაში ისწავლება ესე. ასე რომ, გაორმაგება ასოებისა, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა ეს ორიგინალში, ქართულში არ გადმოდის. — დათო პასუხი 04:11, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
Anna, Inna.— გიორგი, 05:52, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
თუნდაც. ეგენიც ერთი ნარით იწერება. — დათო პასუხი 06:09, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ ქართული ენის ნორმების შეცვლის უფლება არ გვაქვს, რამდენად სწორი არ უნდა იყოს შენიშვნა. --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 06:32, 6 სექტემბერი 2010 (U


ქართული ენის ნორმების მიხედვით სახელები არ ითარგმნება. (იქნებ მეშლება და გამისწორეთ) შესაბამისად თუ სახელი არის ალლაჰი (სუბლიტირებით), ასევე უნდა იწერებოდეს. ვიმეორებ ეს არის სახელი და არა სხვა რამ, რისი შეცვლაც შეიძლება დღევანდელ ქართულში niamore 09:05, 6 სექტემბერი 2010 (UTC)niamore

ჩვენ არ ვარ ვართ ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორები და ვიკიპედია არაა ქართული ენისა და ლიტერატური ინსტიტუტი. შეიძლება გაგიკვირდება, მაგრამ სახელი Федор ქართულად იწერება, როგორ თედორე, Никлоай/Микола — ნიკოლოზი, Влидимир — ვლადიმერ, Иван/Joan — ივანე. ჩვენ არ ვადგენთ ამ წესებს! --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 09:23, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ყველა ზემოდხსენებული სახელი საზოგადოა...ისინი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხის მიერ გამოიყენება. ალლაჰი კი ერთადერთია... იქნებ ამას გადახედოთ niamore 13:47, 6 სექტემბერი 2010 (UTC)niamore

აბსოლუტურად ვერ გეთანხმებით. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხის მიერ გამოიყენება - ზუსტად ასევეია სიტყვა ალაჰი - არაბები ორი ლასით წერენ, რუსებიც. ქართველებმა რატომ უნდა წერონ - გაუგებარია, მითუმეტეს რომ არსებობს ქართული ენის ნორმა რომლის თანახმადაც ერთი ლასით იწერება. — გიორგი, 13:52, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში, რომ მოვედი (2 წლის წინ) ზუსტად ასე ვფიქრობდი. ცოტა, რომ ვიმუშავე მივხდი, რომ პირველ ადგილზე აქ დგას ქართული ენის ნორმა, შემდეგ კი ჩვენი ამბიცია, აზრი (თუ როგორ დავარქვა). --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 17:10, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საოცარია, არ მეგონა, ეს თემა, თუ ამხელა რეზონანსს გამოიწვევდა. პირიქით მეგონა, სასურველი იქნებოდა სახელის სწორად დაწერა. მაგრამ ეტყობა შევცდი. ფაქტი ერთია ლოცვის დროს ყველა მლოცველი ორ –ლ–ს იყენებს და ვერ ვხვდები აქ ერთი –ლ რატომ იწერება... თუ ვინმეს შეუძლია მაჩვენოს რაში ვცდები(დასაბუთებულად) მოხარული ვიქნები — niamore 08:43, 7 სექტემბერი 2010 (UTC)niamore

ლოცვა ვიკიპედიისთვის არ არის წყარო. ჩვენ გვაქვს ავტორიტეტული წყარო (ქართული ენციკლოპედია) რომელიც გვეუბენება, რომ ეს სიტყვა იწერება ერთი ლასით.--გიორგი, 08:51, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ლოცვა ყველაზე უფრო სანდო წყაროა.. იმიტომ რომ ის იკითხება ყურანიდან საუკუნეების მანძილზე და არ იცვლება... ხოლო ლექსიკონები და დანარჩენი ყველაფერი დროსთან და ხალხებთან ერთად იცვლება.— niamore 09:05, 7 სექტემბერი 2010 (UTC)niamore
ქართულ ენაში ასოთა გაორმაგება არაა მიღებული. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ალლაჰის ნაცვლად ვწერთ ალაჰს, ანნას ნაცვლად – ანას, ესსეს ნაცვლად ესეს, მესსიის ნაცვლად მესიას, რამმშტაინის ნაცვლად რამშტაინს ( :) ) და ა. შ. ეს წესი ეხება ყველა სიტყვას, არა აქვს აზრი ღმერთის სახელია, საზოგადოა თუ საკუთარი. ლოცვის დროს შეიძლება ორ ლ–ს გამოთქვამენ. სასაუბრო ქართული ყოველთვის არ ემთხვევა სამწერლობოს: მინიატიურა – რატომღაც მინიაწჲურას ამბობენ და კოსტიუმი – კოსწჲუმი :))) (ეს შეიძლება ცოტა ცუდი შედარებაა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი წესი – წესია). — დათო პასუხი 09:07, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
P. S. სწორედ მაგიტომაა ლექსიკონი უფრო მეტად სანდო, რომ ენის განვითარების შესაბამისად იცვლება და იცავს თანამედროვე ენის ნორმებს. ლოცვა კი საუკუნეების წინანდელი ენითაა დაწერილი. — დათო პასუხი 09:08, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები გიორგის და დათოს. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (მაგ.: მმართველი) ქართული ენის ნორმები არ უშვებს თანხმოვანთა გაორმაგებას (მით უფრო, სიტყვის შუაგულში. იხ.: განხილვა:ესსე)--გიორგი განხილვაწვლილი 09:10, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქართულად უფრო მართებული, როგორც ვიცი, არის მუსლიმი. Deu. 08:31, 21 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

სწორია, უნდა იყოს მუსლიმი. მართალია ქართულენოვანი მუსლიმები თავის თავს მუსლიმანებს უწოდებდნენ და ზოგგან უწოდებენ კიდეც, მაგრამ ეს თურქულის (Musluman) გავლენით არის. სწორი იქნება მუსლიმი. – Abu Anwar განხილვაწვლილი 19:10, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, მუსლიმანი არასწორი ტერმინია,სწორი არის მუსლიმი...

მუსლიმანი სავარაუდოდ თურქულიდან,ან რუსულიდან უნდა იყოს Мусулманин...

სხვა თუ არაფერი,ერთი დაკვირვებითაც ეტყობა სიტყვას გამართული რო არაა... Bordzikashvili განხილვაწვლილი 19:14, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით და გადატანილიაMikheil მიწერა 21:47, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცნობისთვის, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „მუსლიმანი — იგივეა, რაც მაჰმადიანი“ წერია. „მუსლიმი“ არ არის. - Island (გ) 03:46, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ყველგან ხაზგასმითაა აღნიშნული ტერმინ „მუსლიმის“ სისწორე და „მუსლიმანის“ ან „მაჰმადიანის“ მცდარობა. ამასთან დაკავშირებით იხილეთ ნუგზარ სურგულაძის ისლამური სამართლის საკითხები, I წიგნი. Deu. 05:04, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხომ ვერ ამიხსნიდი მოკლედ, მუსლიმანი და მაჰმადიანი რატომ არის „მცდარი“? მე პირადად უცნაური მეჩვენება, რომ ესენი მცდარია. თუ აქ მოკლედ ვერა, არა უშავს, მერე ბიბლიოთეკაში წავალ :) (თურმე ადრეც ყოფილა ამ თემაზე საუბარი და წავიკითხე: ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/2#მუსულმანი თუ მუსლიმი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე.) - Island (გ) 06:33, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორც ისლამური სამართლის კურსიდან მახსოვს, რაბული სიტყვებია „ისლამ“ და „მუსლიმ“, პირველი ნიშნავს მორჩილებას და მეორე მორჩილს. ზუსტად არ მახსოვს რატომ არ მოსწონთ თანამედროვე მკვლევარებს მუსლიმანი, სავარაუდოდ არაარაბული წარმომავლობის გამო (თუ ვიპოვე სურგულაძის წიგნი, ზუსტ ციტატას ამოვწერ, მგონი უნდა მქონდეს). რაც შეეხება „მაჰმადიანს“, ეს სიტყვა თავად მუსლიმებს სამართლიანად არ მოსწონთ, ვინაიდან სიტყვა „ქრისტიანის“ ანალოგიითა შექმნილი; ამავე დროს, „ქრისტიანი“ სემანტიკურად ქრისტეს, როგორც ღმერთის მიმდევარს გულისხმობს, შესაბამისად „მაჰმადიანი“ — ჰამადის/მუჰამედის მიმდევარს. აქ, მუსლიმების თვალთახედვით, ჩნდება ის პრობლემა, რომ ისინი არ თვლიან მუჰამედს ღმერთად თა თავიანთ თავს კი — მის მიმდევრებად; ისინი თვლიან, რომ არიან ალაჰის მორჩილები/მიმდევრები და არა მუჰამედის მორჩილები, გნებავთ მიმდევრები. Deu. 06:48, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
აგერ ვიპოვე სტატია ინგლისურ ვიკიპედიაში ტერმინ „მუსულმანზე“. გერმანულ სტატიაში აღნიშნულია, რომ -ან სუფიქსი არის სპარსული (მუსლიმ-ან), აქედან კი შემდეგ განვითარდა ოსმალური სიტყვა „მუსულმანი“. გერმანულ ენაშიც ეს ტერმინი მოძველებული ყოფილა. Deu. 06:58, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა! „მაჰმადიანი“ „პოლიტიკურად კორექტული“ რომ არ არის, გასაგებია. მაგრამ „მუსლიმანი“ რომ სპარსული წარმომავლობის არის, ვფიქრობ, ამით ტერმინი არ უნდა გახდეს მცდარი ან თუნდაც არაადეკვატური. თუ ციტატას მოიყვან, მადლობელი ვიქნები. ისე, სიტყვა „მუსლიმანი“ ქართულ ვიკიპედიაში მრავალ გვერდზე არის ნახმარი და იმედია ისინი გასასწორებელი არ იქნება. - Island (გ) 09:03, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მუსლიმანი შეცდომა არაა, მაგრამ ყველა ენაში მოძველებულია. მათ შორის ქართულშიც, როგორც ჩანს, ახალი ავტორები უშუალოდ არაბულიდან შემოსულ „მუსლიმს“ ანიჭებენ. შესწორება არა მგონია საჭირო იყოს, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია :). Deu. 09:09, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ისლამში არაბულ ენას აქვს განსაკუთრებული სტატუსი — წმინდა ენის, ღვთის ენის სტატუსი. ისლამური ტექსტები მხოლოდ არაბულ ენაზე ითვლება ორიგინალად; ყურანი იქნება თუ ისლამური თეოლოგია, ნებისმიერი ნათარგმნი საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ისლამური წესით, ითვლება არაბულენოვანი ორიგინალის განმარტებად და არა თარგმანად (უზუსტესი თარგმანის დროსაც კი). ეს კიდევ ერთი არგუმენტია არაბული ტერმინისათვის სპარსულის წინააღმდეგ. Deu. 09:13, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მუსულმანი რუსული კალკია (мусульмане - მუსლიმები) და ამიტომ არის მიუღებელი ქართულ ტექსტში გამოყენება. 91.151.138.215 08:00, 3 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]