განხილვა:მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Surprizi: ეს ეკლესია არის ქართული და არა სომხური, გარდა ამისა, სათაური უნდა იყოს არა სურფგევორქი, არამედ მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია, — ქართულად. თუმცა წყაროებში ზოგან მოღნიის წმინდა გიორგის ეკლესიაა, თუმცა პირველი უფრო დამკვიდრებულია. - OTOGI Messages 16:35, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

უი რა საშინლად გამიფორმებია! რაც შეეხება მის ქართულობას, მაგი საკამათო თემაა. აღნიშნული ფორმით უკვე სომხური იყო მარა გამიგია რომ მისი სულიერი სტატუსიდან გამომდინარე მანდო ქართველებიც და სომხებიც ლოცულობდნენო. საერთოდ ალბათ ხვდები რომ წყარო სტატიასაც აკლია და შენს სიტყვებსაც :)) მოიცა ლიტერატურას მომიშველიებ. ეს ესეთი ფორმით არ უნდა იყოს ეს სტატია კი არა რაღაცა საშინელებაა!--Surprizi განხილვაწვლილი 19:56, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: აქ სადავო არაფერი არ არის. აქაც შეგიძლია გაეცნო სიტუაციას და ზოგადად, საქართველოში ვინმე არის ვინც ამ ეკლესიას არაქართულს უწოდებს ? ეს ეკლესია ისტორიულად ქართულია, ხოლო იმას არავინ უარყოფს, რომ იქ სომხები ლოცულობდნენ. მეორე საკითხია, რომ რადგან იქ სომხები იყვნენ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ისტორიულად სომხურია, მის სომხურობასაც წყარო დასჭირდებოდა, ალბათ დამეთანხმები. სადავო ეს საკითხი იმიტომ იყო, რომ ძეგლი არ იყო კარგად შესწავლილი, ხოლო 2010 წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. რაც შეეხება სათაურს, ახალ შემოთავაზებულ სათაურზე რა აზრის ხარ ? ჩემი აზრით ამჟამინდელი სათაური შესაცვლელია, თბილისში ერთი სურფგევორქიც საკმარისია. - OTOGI Messages 20:40, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი ყველაფერში გეთანხმები! ხელებს ვსწევ მაღლა!--Surprizi განხილვაწვლილი 20:56, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ისე მოღნისის არა და მოღნის წმინდა გიორგის ეკლესიაზე რა ზრსი ხარ?--Surprizi განხილვაწვლილი 20:57, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ანუ მოღნისი იყო თუ მოღნი? თუ მოღნისია სწორი ზნაჩიტ მოღნისის უფრო გამართული იქნება. ანუ შენებური ვერსია.--Surprizi განხილვაწვლილი 21:00, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ მანდ მდგარა ორი ეკლესია, ერთი წმ. გიორგის და მეორე ღვთისმშობლის. ეს დიდი მგონი ღვთისმშობლის იყო, მარა ჩვენ ამ სტატიაში ორივეზე ვსაუბრობთ და შესაბამისად სტატიას უნდა ერქვას მოღნისის ეკლესია ან ეკლესიები ან ეკლესიების კომპლექსი. ან მოღნისის ღვთის მშობელის ეკლესია.--Surprizi განხილვაწვლილი 21:12, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

თბილისის მოღნის ღვთისმშობლის ეკლესია ეს ჩემი ვერსიაა, ანუ უნდა ჩამოვყალიბდეთ ეს ვისი სახელობისაა და მოღნი როგორ ვახსენოთ.--Surprizi განხილვაწვლილი 21:19, 14 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: ორი ეკლესია იდგა მანდ და ორთავე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. სტატიაში ნათქვამია, რომ ღვთისმშობლის დიდმა ეკლესიამ მოაღწიაო ჩვენამდეო... ეს მთლად ასე არ არის, შიგნიდან, რომ შეხედოთ დანგრეულია და საწყობადაა ქცეული. დღევანდელი მდგომარეობით მანდ მხოლოდ ნანგრევებია შემოჩენილი. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ადრე მდგარ ეკლესიაზე დაუშენებიათ, მაგრამ მაინც დაინგრა, აქეთა ეკლესია უფრო შემორჩა. ზოგადად, მე საუბარი მაქვს იმ ეკლესიაზე, რომელიც თითქმის სრულიად დაინგრა და სადაც ადრინდელი და უფრო ახალი სამარხებია. ასე ზეპირად ძნელია საუბარი, შევეცდები ფოტოსურათების მიხედვით ვისაუბრო: აქ ჩანს წმინდა გიორგის ეკლესიის ფრაგმენტი და აქაც, ხოლო ესაა დიდი ეკლესია რომელზედაც თქვენ საუბრობთ ანუ გარეთა მხრიდან. ორივე ეკლესია დაინგრა; თუ თქვენ სტატიას მიეცით ისეთი სახე, რომელშიც ჩანს ორივე ეკლესიის ბედ-იღბალი მაშინ ხომ არ აჯობებდა სათაურად მოღნისის ეკლესიები ?. მოღნისი მხოლოდ იმიტომ, რომ უფროა დამკვიდრებული, თუმცა არც მოღნის მოწინააღმდეგე ვარ. ამასაც გადახედეთ. - OTOGI Messages 15:42, 17 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ანუ თქვენ გიდათ იმისი თქმა რომ ყოფილი გუმბათიანი ტაძარი მოიცავდა ყოფილ ორი ტაძრის ტერიტორიას? კეთილი მაშინ დავწეროთ რომ მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია დგას წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიაზე. ფაქტიურად ის რასაც ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესია ერქვა პირვანდელი გაგებით ის აღარ არსებობს, შესაბამისად ეს მეორეული ტაძარიც არაა სავალდებულო რომ მაინცდამაინც ღვთისმშობლის ყოფილიყო, სავარაუდოდ წმინდა გიორგის სახელზე იქნებოდა აგებული. გამოდის რომ ამ სტატიაში რომელსაც ერქმევა თბილისის ან უბრალოდ მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია უნდა მოიცავდეს მის ადგილას მდებარე ეკლესიების ისტორიას და პლუს აღნიშნული ეკლესიის ბედსაც! ფაქტიურად მე გეთანხმები იმაში რომ სათაური შენ თავიდანვე სწორად გქონდა შერჩეული. პრინციპში მე მოღნისის წინააღმდეგი არც ვარ. ისე სტატია კარგად შესასწავლია და გასამართი, თუ მას არსებული წყაროებით შევაჯერებთ კაი რამე გამოვა. 1887 წლის თბილისის რუკაზე მხოლოდ ერთი ეკლესიაა დატანილიб 1800 წლისაზე კი დიდი და პატარა მოღნისი, თან რუსულად აწერია могнин--Surprizi განხილვაწვლილი 18:56, 17 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: კი ასე გამოდის. ის გუმბათიანი ტაძარი დღეს აღარ არსებობს, ნანგრევები შუაზეა გაყოფილი. იმ ტერიტორიას, რაზეც მე და თქვენ ვსაუბროთ დღეს უწოდებენ მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესიას, ასეა ბმულებში, რომელიც ზემოთ დავდე. თუმცა ისტორიულად მანდ ძველი ეკლესიაც მდგარა და შესაბამისად, ეს ტერიტორია ეკლესიური თვალსაზრისით, ათვლას XIII-XIV საუკუნეებიდან იწყებს. დიდი მადლობა ამ რუკისთვის, მანდ კარგად ჩანს ყველაფერი. თუმცა პატარა შესწორება: რუკაზე წერია: Малая и Большая Могниси (75). სტატიაში ნათქვამია აგრეთვე ტრანსფორმატორზე, საბედნიეროდ ტრანსფორმატორი ეკლესიაში აღარ დგას, სამაგიეროდ ეკლესია ნაწილობრივ გრაფიტად იქცა. რაღაც-რაღაცებს დავამატებ თქვენის ნებართვით სტატიას და შემდეგ შევამოწმებ. თუ წინააღმდეგი არავინ იქნება მაშინ გადავიტანოთ მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია-ზე, წყაროების დამატებით. - OTOGI Messages 19:43, 17 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ტრანსფორმატორზე ავტორს დავეკითხები. მგონი კიდევ დგას ტრანსფორმატორი მაგრამ ის სხვა ადგილზეა. ძველი ეკლესია დიდი ტაძრის მგონი დასავლეთით იდგა ეს ტრანსფორმატორი კი ჩრდილოეთით. მგონი არ ვცთები. დავაზუსტებ და გეტყვით.--Surprizi განხილვაწვლილი 07:12, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
ხო სათაური იყოს მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია.--Surprizi განხილვაწვლილი 07:15, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
მოღნიის თუ მოღნიის ეკლესია? თვით სტატიაში მოყვანილ ციტატაში წერია:„მახლობელ თავადთა ბებუდოვთა სასახლეთა არს ეკკლესია გუმბათიანი სახელსა ზედა წმინდისა გევორქისა, მოღნინად წოდებული, დგომარე ოთხსა სვეტსა ზედა, გარდა დიდისა. ამის ეკკლესიისა გუმბათისა სამსა მხარესა, ზედა კუთხესა გარედამ ადგს სამი მოწვრილო გუმბათი. “--ცანგალა 10:19, 30 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]