განხილვა:მონდორფ-ლე-ბენი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უმრავლეს ვიკიპედიებში ფრანგ. Mondorf-les-Bains იხსენიება. ქართულში გერმანული დასახელებითაა დამკვიდრებული თუ ფრანგული?--ცანგალა () 20:51, 8 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

თვითონ ლუქსემბურგი სამენოვანია. რა ენაზეც ლაპარაკობენ იმ ენაზე თარგმნიან სახელს. ეს ერთი უბრალო სოფელია და ამდენად რამე დამკვიდრებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე გთავაზობთ სამივე სახელზე გადამისამართების გაკეთებას. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 23:54, 8 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართება კი ბატონო, მაგრამ ისმის კითხვა რომელი იქნება ძირითადი სტატია ფრანგულენოვანი (როგორც უმრავლეს ვიკიპედიაშია), თუ გერმანული? --ცანგალა () 18:52, 9 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ლუქსემბურგის გეოგრაფიული სახელების გადმოსატანად გერმანული იმდენადაა მისაღები, რამდენადაც თვითონ ლუქსემბურგული გერმანულთან დგას ახლოს. ისე ქვეყანა სამენოვანია. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 06:29, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქვეყანა რომ სამენოვანია ვიცი. რატომ წერს ვიკიპედიის უმრავლესობა ფრანგულად და არა გერმანულად? გერმანული ვიკიპედია, რომ გერმანული სახელით შემოაქვს ეს ხომ გასაგებია. ქართულმა ვიკიპედიამ რატომ უნდა შემოვიტანოთ ძირითად სტატიად გერმანული და არა ფრანგული? - ეს ვერ გავიგე. ლუქსემბურგის გეოგრაფიული სახელების გადმოსატანად გერმანული იმდენადაა მისაღები - რატომ გერმანული და არა ფრანგული? - ამასაც ვერ ვგებულობ. სხვა ენოვანმა ვიკიპედიებმა არ იციან რომ გერმანული უფრო მისაღებია ვიდრე ფრანგული?--ცანგალა () 09:29, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

1. რატომ წერს ვიკიპედიის უმრავლესობა ფრანგულად და არა გერმანულად? გერმანული ვიკიპედია, რომ გერმანული სახელით შემოაქვს ეს ხომ გასაგებია.

სხვა ვიკიპედიებს რომ გეოგრაფიული სახელები ფრანგული ტრადიციის გათვალისწინებით გადმოაქვთ, ამის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ისე, თუ ეს საკითხი ძალიან გაინტერესებს, გირჩევ სათითაოდ კონკრეტულ ვიკიპედიებში შეხვიდე და იმათ ჰკითხო.

2. ქართულმა ვიკიპედიამ რატომ უნდა შემოვიტანოთ ძირითად სტატიად გერმანული და არა ფრანგული? - ეს ვერ გავიგე.

ამ კითხვაზე უკვე გიპასუხე, მაგრამ ამჯერად სხვანაირად გიპასუხებ
მე მგონია, იმიტომ ვერ გაიგე, რომ ფილოლოგი არა ხარ.

3. ლუქსემბურგის გეოგრაფიული სახელების გადმოსატანად გერმანული იმდენადაა მისაღები - რატომ გერმანული და არა ფრანგული? - ამასაც ვერ ვგებულობ.

იხილე ჩემი პასუხი მეორე კითხვაზე.

4. სხვაენოვანმა ვიკიპედიებმა არ იციან რომ გერმანული უფრო მისაღებია ვიდრე ფრანგული?

იხილე პასუხი პირველ კითხვაზე.

ხელის მოწერა ლამის დამავიწყდა. ბოდიში. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 11:52, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ფილოლოგობა არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ გერმანული ვიკიდან თარგმნე. სხვაენოვანი ვიკიპედიიდან რომ გეთარგმნა გერმანულს ნამდვილად არ შემოიტანდი. als:Munneref be-x-old:Мандорф-ле-Бэн ca:Mondorf-les-Bains da:Mondorf-les-Bains de:Bad Mondorf en:Mondorf-les-Bains

fr:Mondorf-les-Bains it:Mondorf-les-Bainslb:Gemeng Munnerefnl:Mondorf-les-Bainsno:Mondorf-les-Bainspl:Mondorf-les-Bains pt:Mondorf-les-Bainsru:Мондорф-ле-Бен - ამას კი დიდი ფილოლოგობა არ სჭირდება, რომ მომხმარებელი მიხვდეს თუ „ლუქსემბურგის გეოგრაფიული სახელების გადმოსატანად გერმანული იმდენადაა მისაღები“ (Pirtskhalava ციტატა) თუ ფრანგული.

გირჩევ სათითაოდ კონკრეტულ ვიკიპედიებში შეხვიდე და იმათ ჰკითხო. - სხვა ვიკიპედიებს რატომ უნდა შევეკითხო? მე მაინტერესებს ქართულში რატომ მკვიდრდება გერმანული და არა ფრანგული ძირითად სტატიად? Bad Mondorf ist der Nordteil der kleineren französischen Gemeinde Mondorff, der im Jahre 1769 zu Frankreich gekommen war - იხ. გერმანული ვიკიპედია. --ცანგალა () 12:18, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მერე ჩემგან ახლა რა გინდა? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:20, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

რომ ძირითადი სტატია იყოს ფრანგული სახელი და გადამისამართება გერმანულიდან. --ცანგალა () 12:31, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მერე გააკეთე, თორემ მაგის ჯავრით არ დაგეძინება ამაღამ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:38, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთებით გავაკეთებ. პირადულზე კი გადასვლა არ არის სასურველი.--ცანგალა () 12:54, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბად მონდორფი, თუ მონდორფ-ლე-ბენი[წყაროს რედაქტირება]

ეს სოფელი, ისევე როგორც მთლიანად მთელი ლუქსემბურგი, მთელი ისტორიის მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა. ხან გერმანელების ხელში იყო, ხან ფრანგების. ამის გამოა რომ ქვეყანა სამენოვანია. ქვეყნის კონსტიტუციაში სამივე ენაა ოფიციალური.

სახელის გამოტანისას გერმანულ ტრადიციას მე იმიტომ მივანიჭე უპირატესობა რომ
1.) ქართულში ამ სოფლის სახელი არაა დაფისირებული,
2.) ლუქსემბურგულს ტრადიციულად გერმანულ დიალექტებს მიათვლიან-ხოლმე,
3.) თვით ფრანგულ სახელწოდებაშიც მთლიანად გერმანული სიტყვაა გადმოტანილი.

გარდა ამისა, სულ შემოვლილი მაქვს ეს სოფლები და დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ სოფელი ფრანგული არაა მხოლოდ, არამედ ეროვნული შემადგენლობით ძალიან შერეულია.

სხვა ვიკიპედიები თუ სოფლის სახელწოდებას ფრანგულად წერენ, ეს დიდ არაფერს ნიშნავს: შეიძლება იქაც შენნარი რედაქტორები ჰყავდეთ და იმიტომ.

იმედია ახლა გაიგე, რატომაა ასეთ საკითხებზე საკამათოდ საჭირო ფილოლოგობა.
--Pirtskhalava განხილვაწვლილი 13:57, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ტყუილად დაწერე ეს ინფორმაცია, რადგან ისედაც ვიცოდი. მხოლოდ ის არ ვიცოდი (არც ერთ ენციკლოპედიურ წყაროში არ წერია) რომ ეს სოფლები შემოვლილი გაქვს. ისტორიულ ცნობების ცოდნას კი ფილოლოგობა არ სჭირდება. ზუსტად, რომ ჩემნაირი რედაქტორები არიან და ისტორიულ ცნობებს (Bad Mondorf ist der Nordteil der kleineren französischen Gemeinde Mondorff, der im Jahre 1769 zu Frankreich gekommen war ) ზერელად არ ეცნობიან. კიდევ ერთხელ გეუბნები რომ პირადზე ნუ გადადიხარ. ადამიანს თავმდაბლობა შვენის. დასკვნა შენ თვითონ გააკეთე. ამას ფილოლოგობა არ სჭირდება. ეს განხილვის გვერდი კი შეურაცხყოფებისთვის არ არის. ამისათვის სხვა ადგილი მოძებნე.ცანგალა () 15:57, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, პირადული რა არის, ფილოლოგი რომ არ ხარ, ის ? არაფილოლოგობა არაა შეურაცხყოფა. ჩემი თუ არ გჯერა, ჰკითხე დათოს, ან სხვა ვინმე ვიკიპედიელს. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:30, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცინიზმს დაანაბე თავი. --ცანგალა () 17:18, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე კიდევ გირჩევ, სანამ მე დამიწყებ კირკიტს, ლე-ბენია, თუ ბად მონდორფი, თავად გაასწორო ენციკლოპედიიდან ცუდად გადაწერილი სტატიები. შეცდომებითაა გადატენილი. "სუფთა წერას" მართლა არ სჭირდება ფილოლოგობა. სირცხვილია. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:27, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ მეგონა ჩვენს ურთიერთობას ამ დონემდე თუ დაიყვანდი. შენ კიდევ ამის შეგრცხვეს. რომელი უფრო სასირცხვილოა? ამ გევრდზე შენთან დისკუსია დავასრულე. წარმატებები.--ცანგალა () 18:51, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს შენ გადმოგაქვს გამუდმებით პირად სიბრტყეზე ეს საქმიანი მსჯელობა. მე მეგონა, საქმეზე ვსჯელობდით. მე პასუხს გცემდი ყველა შემთხვევაში შენ წამოწყებულ დისკუსიაზე. თუ ის იუკადრისე, რომ შენ ნაწერებს შევეხე. უკაცრავად, მაგრამ სხვას თუ აკრიტიკებ, თავადაც უნდა შეიძლო კრიტიკის მიღება. მორჩა და გათავდა. ასე ცალ კარში ჩვენ არ ვთამაშობთ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 19:00, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]