განხილვა:მოკეგუა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „პერუს ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სტატიას ჰქონდა მართებული სათაური "მოკეგუა" - ქსე, ტ.8, გვ. 36, თბ., 1984 სტატია "პერუ" პერუს რუკა. სასურველია სტატიის გადამისამართებისას მივუთითოთ თუ რის საფუძველზე გასწორდა სათაური.— ცანგალა () 15:01, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საფუძველი:

  1. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ესპანური
  2. ნებისმიერი ესპანური ენის სახელმძღვანელო Moquegua ამ სიტყვაში თუ ბოლოსწინა u-ს უმლაუტი არა აქვს არ იკითხება. გმადლობთ. — ჯაბა ლაბაძე () 17:15, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
ესპანურ ენაში „უმლაუტი“ არის? - მგონი ესპანურ ენაში უმლაიტი არ არის. ჩემი აზრით კი ამ სტატიას უნდა ერქვას მოკეგუა, როგორც ეს ქსე-ეს მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრებს აქვთ დამკვიდრებული. ვიკიპედია კი ნორმების შეცვლის ადგილი არ არის. ცანგალა () 20:42, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

არის ესპანურში "უმლაუტი", მაგალითად pingüino — გიგა პასუხი 23:13, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუმცა, ru:Мокегуа არის, და nicaragua - ნიკარაგა ქართულად არ არის :) — გიგა პასუხი 23:22, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიგა მართალი ხარ, მაგრამ მაგ ლოგიკას, რომ მივყვეთ მაშინ ეს სახელები როგორ წაიკითხება: Guatemala, Paraguay. გუატემალა და პარაგუაი? მე მგონი აქ საქმე გვაქვს იმასთან, როგორაა მეტყველებაში დამკვიდრებული ამა თუ იმ ქვეყნის სახელწოდება. — ჯაბა ლაბაძე () 06:23, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ გიგა რომ დამეხმარე უმლაუტი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც რაც დაშვებულია ყველა ენაში (ნიკარაგუას ვგულისხმობ), ხოლო ამ ქალაქის რუსული თარგმანი დიდი შანსია შეცდომა იყოს. ერთი ასეთი შეცდომა აქაცაა ნახე ru:Паниагуа, Валентин. დახმარების გვერდი რისთვისაა? ეგეც ხომ სამეცნიერო რედაქციის მიერაა შემუშავებული? შეცდომა არ შეიძლება გაეპაროთ ქსე-ში? კარგად გადაათვალიერეთ რამდენი შეცდომებია თითოეულ ტომში, იქნებ ეს ქალაქიც შეცდომით დაიტანეს რუკაზე. — ჯაბა ლაბაძე () 04:28, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეცდომა ყველას და ყველგან შეიძლება მოხდეს. რადიო „თავისუფლების“ გვერდი, სადაც წერია ვალენტინ პანიაგუა (ვალენტინ პანიაგა - ესეც უნდა გასწორდეს. მაშინ ნიკარაგუა - გამონაკლისია? ჩემი აზრით ამჟამად უნდა დავეყრდნოთ ქსე-ეს და ამ სტატიას უნდა შეეცვალოს სტატია, როგორც ეს თავიდანვე ამ სტატიის ავტორმა დაწერა. მომავალში მეცოდინება, რომ უმლაუტი ესპანურშიც არსებობს. დახმარების გვერდი ჩემს მიერ არის შემოტანილი. იგი სამეცნიერო კოლეგიის მიერ არის შედგენილი. ბევრი სახელები რუსულის გავლენით არის დამკვიდრებული ქართულ ენაში, ხოლო ვიკიპედია ის ადგილი არ არის სადაც მათი შეცვლა შეიძლება - ეს კვლავ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისიამ და მეცნიერებმა უნდა შეცვალონ და არა ვიკიპედიის მომხმარებლებმა. ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ როდესაც გადამოწმებადია სახელი უნდა დავეყრდნოთ წყაროს. ამჟამად კი ეს წყარო არის ქსე. ნიკარაგუა, პანიაგუა, მოკეგუა, მანაგუა (Managua) - ესეც გამონაკლისია?. Paraguay და Guatemala - დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ესპანური აქ სხვა წესი gu-თი მოქმედებს. gua - ამის შესახებ ზემოთ ხსენებულ წესში არაფერია ნათქვამი. მე არ ვარ ესპანური ენის სპეციალისტი და ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ნიკარაგუა, მოკეგუა, მანაგუა, სამი ერთიდა იგივე შეცდომა ქსე-ში ნამდვილად დაუშვებელია. ცანგალა () 10:37, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეცდომებს რაც შეეხება იხ. განხილვა:ახშანიჯაბა ლაბაძე () 10:57, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

როდესაც ქსე იქმნებოდა გეოგრაფიულ სახელებში იგი ეყრდნობოდა დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას და არა ესპანური ენის მცოდნეებს. ამიტომ შეცდომით დაამკვიდრეს და დაამახინჯეს სახელწოდებები. ეს გასათვალისწინებელია. — ჯაბა ლაბაძე () 11:01, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეცდომების გამოსწორების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ორგანოს ვინც ეს დაამკვიდრა და არა ვიკიპედიის მომხმარებლებს და ვიკიპედიას. იხ. დახმარება:რა არ არის ვიკიპედია, სადაც წერია, სადაც წერია:არ არის მართლწერის სახელმძღვანელო - ვიკიპედიის პირდაპირი დანიშნულება არ არის იმის სწავლება, თუ როგორ და როდის გამოიყენება სიტყვა, როგორ იწერება და როგორ გამოითქმის სწორად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მითითებების მიცემა შესაძლებელია. ხოლო მითითება უნდა გააკეთოს სპეციალისტმა და წყარო უნდა მიუთითოს, რომ ეს სახელი რომელიც რუსულის გავლენით იქნა ქართულში დამკვიდრებული გაასწორა შესაბამისმა ორგანომ (ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომესიამ - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და არა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც თავის პირად სახელმძღვანელოებში და წიგნებში აღნიშნავენ. საქართველოს სსრ კანონი, რომელიც არ არის შეცვლილი საქართველოში - მოქმედებს კვლავ ძველი (საბჭიურიც რომ იყოს), სანამ იგი არ შეიცვლება.— ცანგალა () 12:06, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ის ორგანო, რომელმაც ეს დაამკვიდრა ასწორებს კიდეც თავა მოიყვანე მაგალითი ახშაანი→ახშანი, მაგრამ არ დაცალდათ და მხოლოდ ერთი ტომი გამოუშვეს.

ვიკიციტატა
არ არის მართლწერის სახელმძღვანელო - ვიკიპედიის პირდაპირი დანიშნულება არ არის იმის სწავლება, თუ როგორ და როდის გამოიყენება სიტყვა, როგორ იწერება და როგორ გამოითქმის სწორად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მითითებების მიცემა შესაძლებელია.“

ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს. მაშინ რატომღა ვკამათობთ. თუ ვიკიპედიის პირდაპირი დანიშნულება არ არის, როგორ იწერება და როგორ გამოითქმის სწორად? — ჯაბა ლაბაძე () 12:14, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

დისკუსია ყოველთვის საჭიროა ჭეშმარიტების დასადგენად. ვიღიმი. ამ ჩანაწერს ხომ სხვებიც (სპეციალისტებიც წაიკითხავს) და მოვა დრო, რომ ყველაფერი შესწორდება და შეცდომება არ გამოეპარებათ. რაშიც ჩვენ და ვიკიპედიაც ვაკეთებთ წვლილს. — ცანგალა () 12:25, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა ეგ გასაგებია, მაგრამ თუ (ვიმეორებ) ვიკიპედიის პირდაპირი დანიშნულება არ არის, როგორ იწერება და როგორ გამოითქმის სწორად მაშინ? კარგი დაველოდოთ სპეციალისტის რჩევას. — ჯაბა ლაბაძე () 12:29, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

სპეცილისტი (ამჟამად ქსე) გვეუბნება მოკეგუა, მანაგუა, ნიკარაგუა და უნდა დავეყრდნოთ მას. ეს ჩემი ახირება არ არის - ეს მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენის ნორმაა (შეიძლება არასწორი და მოძველებული, მაგრამ სპეციალისტების მიერ მიღებული). ადრე ვიკიში როდესაც გვქონდა ასეთი დისკუსიები გადაწყდა, რომ ვეყრდნობით ქსე-ეს, როდესაც ახალი მეცნიურული წყარო არ გვაქვს. — ცანგალა () 12:41, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

არსად არ წერია რომ ბოლოკიდური GUA და სიტყვის შუაში მყოფი GUA სხვადასახვანაირად უნდა წავიკითხოთ, მე ხელთ მაქვს 2003 წელს გამოცემული ესპანური ენის თვითმასწავლებელი (ავტორი ვახვახიშვილი), მაგრამ მსგავსი რამე ვერ ვნახე. უბრალოდ ავღნიშნავ ზოგიერთი სახელწოდება დამახინჯებულად გადმოიტანეს რუსული ენციკლოპედიიდან და ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ვიმეორებ თუ ქართული 49 სოფლის სახელწოდება ვერ გაარკვიეს უცხოურს რას დამართებდნენ? ერთი რამ მიკვირს ამბობ სპეციალისტი არ ვარო ესპანურისა მაგრამ დაკუთარი შეხედულება ჩამოაყალიბე GUA ასოთაშეთანხმების გამოთქმაზე, ცოტა არ იყოს არ მესმის ამდენი რამ საიდან იცი თუ ესპანურში უმლაუტის არსებობა არ იცოდი რამდენიმე საათის წინ. — ჯაბა ლაბაძე () 12:48, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ. გვ. 5 ამით იწყება ეს წიგნი:

ვიკიციტატა
„არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით“

იქვე, თბ. 1989 წ. გვ. 7

ვიკიციტატა
„იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს, რუკებს და ვცდილობდით შეძლებისადაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.“

დასკვნა: რედაქცია უშვებს შეცდომების ალბათობას ცანგალას ეს ვერ ვათქმევინეთ. — ჯაბა ლაბაძე () 13:07, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ ლექსიკონს გადავხედე და მხვდება სტატიები

  1. გვადელუპა (Guadeloupe)
  2. გვადიანა (Guaadiana)
  3. გვადალკვივირი (Guadalquivir).....

და ეს ჩვენი მოკეგა შემთხვევით მოკეგვა ხომ არ უნდა იყოს? ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 13:13, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამის შესახებ უკვე დავწერე ზევით, მაგრამ ეტყობა ყურადღება არ მიგიქცევია. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ესპანური - იხილე მხოლოდ Gu, რომელიც ქართულში გვ-თ გადმოდის. და კიდევ ყველა შენს მიერ მოყვანილი მაგალითები არის სიტყვის თავში და არა ბოლოში. გიგა (მაგ. ნიკარაგუა და რუს. ვარიანტი დაწერა), ნიკა (სტატიას მისცა სათაური მოკეგუა), ცანგალა (ქსე-ზე დაყრდნობით) - სამი მომხმარებელი საუბრობს იმაზე, რომ უნდა იყოს გუა ე. ი. მოკეგუა. დასკვნა შენ შეგიძლია გააკეთო. ვიღიმი. მგონი უკვე დროა სტატიის სათაური შეიცვალოს მოკეგუაზე.— ცანგალა () 13:47, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი გადავიტანოთ, მაგრამ ერთ რამეს დააკვირდით არაა არსად მითითებული, როგორ გამოითქმის Gu სიტყვის ბოლოში. ეს ნიშნავს, რომ იგი ისე გამოითქმის სიტყვის ბოლოს, როგორც სიტყვის თავში და სიტყვის შუაგულში, რაიმე განსაკუთრებული, რომ ყოფილიყო აუცილებლად დაწერდნენ ამასაც. — ჯაბა ლაბაძე () 12:01, 7 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაგ. ნიკარაგუა, მოკეგუა, მანაგუა ამათ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ გამოდის, რომ gua პირდაპირ გუა იკითხება, რის გამოც ესპანური ენის ჩამონათვალში არ არის მითითებული (que და qui არის მითითებული).— ცანგალა () 12:16, 7 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოკ. სპეციალისტი არ ვარ მაგრამ დამაინტერესა მაგ საკითხმა. — ჯაბა ლაბაძე () 12:18, 7 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]