განხილვა:მიხეილ IV პაფლაგონელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:მიხეილ IV (ბიზანტია))

ხომ არ უნდა იყოს მიქაელ? მიხეილი რუსიფიცირებული ვარიანტია ბერძნულ-ქართული მიქაელისა. Deu. 15:24, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

(მიქაელ)--შოთა [UT] 15:37, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Zangala, შეგიძლია გადაამოწმო ქსე-ში თუ არსებობს მიქაელ IV პაფლაგონელი (ან პაფლაგონიელი)? Deu. 16:02, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბ., 1989 წ. გვ. 238) წერია: მიქაელ ატალიატე, მიქაელ კირულარიოსი, მიქაელ ფსელოსი, მიქაელ ქონიატე. – ყველა ბიზანტიელია, როგორც ჩანს მიქაელია სწორი ფორმა. --JABA 1977 16:38, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. პაფლაგონიელი თუ პაფლაგონელი — იქნებ ესეც გადავამოწმოთ და გადავიტან მიქაელ IV პაფლაგონელზე (ან -იელზე), ფრჩხილებსაც ავიცილებთ. Deu. 17:17, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც მახსოვდა სტატიების ამ სათაურით შექმნისას ვისარგებლე წიგნით: ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 136-168. სადაც მიხეილი წერია, თუმცა კონკრეტულად ამ სახელის მეფეები ახალ ლიტერატურაში როგორაა მოხსენიებული საინტერესოა. --JABA 1977 17:35, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

სახელი ცალსახად მიქაელია. Μιχαήλ ახალ ბერძნულად არის მიხაილ, ხოლო ძველ ბერძნულად მიქაელ. ქართულ ენაში ბიზანტიური ბერძნული სახელები, ახალია თუ ძველი, შემოდის ძველი წესის დაცვით. ამას მოწმობს მიქაელ მთავარანგელოზის სახელიც და აგრეთვე ქსე-ში დამოწმებული ეს სახელი, აგრეთვე ის სახელები, რაც შენ მოიყვანე, ჯაბა. ასე რომ, სახელი აშკარად მიქაელი უნდა იყოს, მაგრამ აი პაფლაგონელი თუ პაფლაგონიელი, ამაზე ვეჭვობ. Deu. 18:09, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიქაელი რომ უნდა იყოს მე მგონი ზემოთ დავწერე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ პირდაპირი წყარო არ გვაქვს, არაპირდაპირი წყაროები კი იმას გვეუბნება, რომ მიქაელი უნდა დავწეროთ. --JABA 1977 18:31, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკრიჭები. Zangala, ქსე-ში რა ხდება? Deu. 18:36, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

და სასაცილოს რას ხედავ?--JABA 1977 18:56, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე სტატიას გადავხედე. ინფორმაციას ვერ მივაგენი.--ცანგალა () 20:03, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, სტატია ბიზანტიის იმპერია ნახე და შესაძლოა მანდ ეწეროს მაკედონელთა დინასტიის მმართველობის ხანაში (867-1057 წწ.). --JABA 1977 05:37, 26 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]