განხილვა:მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტექსტი გადმოტანილია პორტალი განხილვა:საქართველოს ისტორია/რჩეული სურათი

რჩეული სურათი იდიოტური ტექსტით[წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ეკლესიის მხრივ მკაცრი რეგლამენტაციისა, მარიამობის დღესასწაულში შემორჩენილია ნაყოფიერების, ხორციელი სიყვარულისა და შვილიერების ძვ., წინაქრისტიანული ორგიასტული დღესასწაულების ანარეკლი – ხალხოოოოოოოოო ...... გამოდით საბჭოეთის სიბნელიდან, ხალხოოოოოოოოოო...... მარიამობაზეც ქსე–დან იწერთ სტატიებს, თქვე დალოცვილებო? ნახეთ რამდენი ახალი კარგი წიგნი გამოვიდა. რით ვეღარ დაამტავრეთ ეს კომუნისტური დროება? --Zolokin განხილვაწვლილი 21:09, 22 აგვისტო 2010 (UTC)

მარიამი მიიჩნევა დედობისა და შვილიერების მფარველად, იგი, ან რომელიმე მისი იპოსტასი – რა ათეისტურ–კომუნისტური ბოდვაა ეს? რა იპოსტასი? ღვთისმშობელი და იპოსტასი? სად კრებთ ასეთ "მარგალიტებს", რომელი ნაფტალინიდან ამოაძვრენთ ხოლმე?--Zolokin განხილვაწვლილი 21:18, 22 აგვისტო 2010 (UTC)
თაყვანიცემა მამრ ღვთაებებთან ერთად როგორც მათი წყვილის ცალი – ხვდებით მაინც რა ღვთისგმობაა ეს? კომუნისტებმა მობოდეს და თქვენ აქ ავრცელებთ რაღაც სისულელეს? თუ ვერ ხვდებით წააკითხეთ ნებისმიერ განათლებულ სასულიერო პირს და აგიხსნით.--Zolokin განხილვაწვლილი 21:21, 22 აგვისტო 2010 (UTC)
ვეთანხმები Zolokin-ს. ვიკიპედია ქსეკიპედია ხომ არაა, არა?. არ შეიძლება ასეთ რაღაცეებზე ქსე-დან წერა. კი ბატონი, ისეთი სტატიები, რომლებზეც ერთი თვალსაზრისი ექნება ყველას, იმ სტატიებზე არაფერს ვამბობ. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 21:23, 22 აგვისტო 2010 (UTC)
ეს სტატია სერიოზულად მისახედია. პირდაპირ ქსე-ს გავლენა იგრძნობა. არაა ნეიტრალური თვალსაზრისით დაწერილი. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 21:28, 22 აგვისტო 2010 (UTC)

ახლა ვიპოვე სტატია სახელად [ "მიძინება". იქ ტექსტი უკეთესია, მაგრამ არა იდეალური (შინაარსობრივი თვალსაზრისით). მიხედავად ამისა, ტექსტი დაწერილია ვიკიპედიის სტანდარტების გაუთვალისინებლად. ჩემი აზრით ამ ორვე ქართულ სტატიას, როგორც შიაარსობრივი, ასევე ვიკიფიცირების თვალსაზრისით, გაცილებით ჯობია რუსული და ინგლისური ვერსიები. დაალვირდით, რუსულ ვერსიაში არცერთი სიტყვა არ მოგაგონებთ ათეისტურ–კომუნისტურ სიბნელეს, მაგრამ დაწერილია მეცნიერულად, ნეიტრალურობის სრული დაცვით.--Zolokin განხილვაწვლილი 09:26, 23 აგვისტო 2010 (UTC)

კომენტარი მისაღებია, მაგრამ მთავარია ტექსტის გასწორება და მხოლოდ კომენტარებით ტექსტი არ გასწორდება. --ცანგალა () 11:30, 23 აგვისტო 2010 (UTC)
ვინ ხალხოს მიმართავთ უკაცრავად?! ბოლოსდაბოლოს გაგვარკვიეთ რა გინდათ ბატონო Zolokin? თუ ამდენი გესმით, იცით და გაგიგიათ, რომ საბჭოური სად რაა ამოსაღები, მაშ შეცვალეთ შესაბამისი დასაბუთებით. ის რომ სტატიას იყენებს ვინმე ვიკიპედიელი და მას არ ასწორებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭოეთის სიბნელეში არიან და მიმართოთ ასე: «ხალხოოოოოოოოო ...... გამოდით საბჭოეთის სიბნელიდან»?! „ვიღაცამ“ კიდევ დესტრუქციული მე მიწოდა. პ. ს. მე მგონი ვიკიპედიაში ქსესეულ (საბჭოურ) შეხედულებასაც აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ უნდა მიეწეროს, რომ ეს ამ კუთხით ასეა და რელიგიური კუთხით ასე. თუ მართო ეკლესიური კუთხით ვწეროთ სტატიები?! — Rastrelli F 11:44, 23 აგვისტო 2010 (UTC)
დააკვირდით, რუსულ ვერსიაში არცერთი სიტყვა არ მოგაგონებთ ათეისტურ–კომუნისტურ სიბნელეს, მაგრამ დაწერილია მეცნიერულად, ნეიტრალურობის სრული დაცვით.--Zolokin – ეს დავწერე ზემოთ, ეტყობა ვერ წაიკითხეთ. მგონი ამით გავეცი პასუხი რა მინდა ბოლოსდაბოლოს. რა არის აქ ასეთი რთულად გასაგები? რუსებს რუსული ვიკიპედია БСЭ-ს ფილიალად არ გაუხდიათ. ქსე–ს დიგიტალიზაცია რომ მოხდეს და დაიდოს ინტერნეტში, რა ფასი ექნება ქართულ ვიკიპედიას? არავითარი. მკითხველს რომ ქსე აინტერესებდეს ქსე–ს წაიკითხავდა. განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რაც ქსე–ში არ და ვერ შუქდებოდა იდეოლოგიური, ქრონოლოგიური თუ სხვა მიზეზებით. 2010 წელს მარიამობაზე რომ 1983 წელს და ისიც ქსე–ში დაწერილ სტატიას გადმოაკოპირებს ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე ახალი სათქმელი არაფერი აქვს და ამ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა მოკიდოს ხელი ამ საქმეს. ან უნდა აიღოს ავტორიტეტული წყარო, რასაც ამ საკითხში ქსე არ წარმოადგენს. ბოლოსდაბოლოს გაიგეთ რა მარტივი რამ მინდა?--Zolokin განხილვაწვლილი 13:04, 23 აგვისტო 2010 (UTC)
იმ სტატიებში, სადაც ვნახავ, რომ წყარო არის ქსე (ან სავარაუდოდ ქსე) ისეთ საკითხებში, რაშიც ქსე ან არ არის ავტორიტეტული, ან არის მიკერძოებული, არ გაგიკვირდეთ, რომ განხილვის გვერდზე მოვაყოლო კომენტარი, სტატიის შემომტანისთვის ზოგჯერ არცთუ საამოდ მოსასმენი და არ გაგიკვირდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ეს კომენტარი უცენზურობაში არ გადავა. გარდა ამისა, ასეთივე რეაქცია მექნება ყველა საბჭოთა დროსი ტერმინოლოგიაზე, მაგ. "ბურჟუაზიული ეპოქა", "ქართული ხალხური ცეკვა – საკოლმეურნეო" (საკოლმეურნეო მე ბაზარი ვიცი!) და მისთანა.

ქსე–ს და БСЭ–ს რაც ეხება. გავაკეთე ასეთი შედარება: რუსულ ვიკპედიაში არის 577 006 სტატია. ამ სტატიებში БСЭ ნახსენებია 4069–ჯერ. ქართულ ვიკიპედიაში არის 42 507 სტატია. ამ სტატიებში ქსე ნახსენებია 5 460–ჯერ. დასკვნა, საშუალოდ რუსულ ვიკიპედიაში БСЭ ნახსენებია (დამოწმებულია) ყოველ 141–ე სტატიაში. საშუალოდ ქართულ ვიკიპედიაში ქსე ნახსენებია (დამოწმებულია) ყოველ მე–7 სტატიაში. ამას გარდა ამ ციფრს შეგიძლიათ მიამატოთ ის ასობით სტატია, რომელიც ქსე–დან არის გადმოწერილი და წყარო არ აქვს მითითებული. დასკვნები ახლა თქვენ გააკეთეთ.--Zolokin განხილვაწვლილი 14:05, 23 აგვისტო 2010 (UTC)

რაც შეეხება ჩემ კომენტარზე სტატიის შემდგენელისგან ან სხვა მომხმარებლისგან საპასუხო კომენტარს: "გაასწორეთ". თუ ეს საპასუხო კომენტარი სტატიის შემდეგენელისგან არის, სამართლიანობა მოითხოვს, რომ თავად მან გაასწოროს და ეს მისთვისაც სასარგებლოა, რადგან მეორედ იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს. თუ ეს საპასუხო კომენტარი სხვა მომხმარებლისგან მოდის, კიდევ მისაღებია, მაგრამ მე დავაკვირდი, რომ ხშირად ასეთ კომენტარს ის მომხმარებლები აკეთებენ, რომლებიც თვითონ არაფერს ასწორებენ, სტატიის შიანაარსსა და ხარისხზე არ ზრუნავენ და მხოლოდ ბოტებით არიან დაკავებული. დრო და დრო შემოვლენ და დაერევიან სტატიებს – ბოტის წაშლა, ბოტის დამატება, ბოტის წაშლა, ბოტის დამატება. მათგან ასეთ კომენტარს უპასუხოდ დავტოვებ. Rastrelli–ს საპასუხო კომენტარმა კი (იხ. ზემოთ) ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, გარინდებულ ბუდას სიმშვიდეს რომ დაურღვევენ და აბობოქრდება.--Zolokin განხილვაწვლილი 14:12, 23 აგვისტო 2010 (UTC)
განხილვის გვერდები სწორედ იმიტომაა შექმნილი, რომ სხვების აზრიც დაფიქსირდეს. „მთავარია ტექსტის გასწორება და მხოლოდ კომენტარებით ტექსტი არ გასწორდება“ მართალია, მაგრამ სანამ ასეთი სერიოზული ჩასწორება გაკეთდება სტატიაში, ვფიქრობ საჭიროა განხილვის გვერდზე დაწერა, რომ ესა და ეს უნდა ჩასწორდეს, რასაც სხვა მომხმარებლებისგან მათი აზრი მოყვება, რაც აბსოლუტურად ლოგიკური საქციელია. თორე, ისეთი მცირე რედაქტირებები, როგორებიცაა: კატეგორიის ჩასმა, საერთაშორისო ბმულები, თუ წინადადებაში სიტყვის შესწორება, არც არავინ წერს მას განხილვის გვერდებზე. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 14:41, 23 აგვისტო 2010 (UTC)

მომხმარებელ Zolokin-ს: ნებისმიერი არასაქმიანი და პროვოკაციული გამონათქვამი დასრულდება იმით, რომ მომხმარებელი დაისჯება. რაც შეეხება დანარჩენს: „ხალხოოოოოოოოო ...... გამოდით საბჭოეთის სიბნელიდან, ხალხოოოოოოოოოო...... მარიამობაზეც ქსე–დან იწერთ სტატიებს, თქვე დალოცვილებო?“ - რას ნიშნავს ეს, ვინაა თქვენი „დალოცვილი“?! ვის მიმართავთ? ასე მიმართეთ ახლობლების წრეს! უმისამართო კომენტარები არის ფლუდი. გაეცით პასუხი! „...ხშირად ასეთ კომენტარს ის მომხმარებლები აკეთებენ, რომლებიც თვითონ არაფერს ასწორებენ“ - რჩეულ სტატიებში იმდენია სამუშაო, რაღაც იქ არ დამინახიხართ? მით უფრო 90 %-ს გრამატიკული გაუმართაობა აწუხებს და თქვენ ფილოლოგი უნდა იყოთ, თუ არ ვცდები - არ მაქვს უფლება მიგითითოთ რა აკეთოთ ხომ?! მართალია, ჰო და თქვენც შეწყვიტეტ მითითებები - არანაირი სამართალი ექსკლუზივისა არ არსებობს ვიკიპედიაში და ნუ ამკვიდრებთ აქ თქვენს წესებს, ყველა მომხმარებელი არის თავისუფალი მონაწილე და წვლილის შემტანი! მგონი ხელები არ გადაგიგრეხიათ პირვანდელი ავტორისთვის სამხრეთი ოსეთი რომ გადააკეთეთ და ეხლა გაგახსენდა სამართლიანობა ავტორის ექსკლუზივზე?! (არც თქვენთვის გადაუგრეხიათ ხელები სტატიის შეცვლისთვის მგონი, პირიქით გეუბნებათ ვიკიპედია: იყავით გაბედულიო). R. 20:11, 23 აგვისტო 2010 (UTC)

  • მარიამობაზეც ქსე–დან იწერთ სტატიებს, თქვე დალოცვილებო?“ – რას ნიშნავს ეს, ვინაა თქვენი „დალოცვილი“?! ვის მიმართავთ? ასე მიმართეთ ახლობლების წრეს! უმისამართო კომენტარები არის ფლუდი.გაეცით პასუხი! – კი, ბატონო, გაგცემთ პასუხს!
  • რიტორიკაში არის ასეთი ცნებები: 1.რიტორიკული ფიგურა, რიტორიკული შეკითხვა.
  1. რიტორიკული ფიგურა – განსაკუთრებული სინტაქსური კონსტრუქცია, რომელსაც მწერალი ან ორატორი იყენებს მხატვრულ მეტყველებაში მეტი გამომხატველობისათვის.
  2. რიტორიკული შეკითხვა – რიტორიკული ფიგურის ერთ-ერთი სახე – მტკიცება, რომელიც შეკითხვის ფორმით არის გამოხატული.
  • რას ნიშნავს ეს და იმას ნიშნავს, რომ მეტი გამომხატველობისთვის და მტკიცებისთვის გამოვიყენე ანტიკური ხანიდან მიღებული რიტორიკული ხერხი, მეტს არც არაფერს ნიშნავს. ეს იყო ჩემ მიერ გამოყენებული ხერხი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა, კიდევ უფრო გამომხატველად, არაავტორიტეტულობა და უსარგებლო მხარეები ქსე–ესი, განსაკუთრებით რელიგიურ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ (და მათ მომიჯნავე) საკითხებში. თქვენ კი ვერაფრით დაგარწმუნეთ ამაში. ბოლოს წინა წვეთი იყო ცანგალას მიერ ქსე–დან შემოტანილი სტატია (თუ ამას სტატია ჰქვია) – საკოლმეურნეო. აი ტექსტიც: "საკოლმეურნეო, ქართული ხალხური ცეკვა, ასრულებს ქალ-ვაჟთა ჯგუფი. აგებულია გაცეკვებულ შრომითს პროცესებზე. მაგ., „მევენახეთა ცეკვა“, „ქალო ნარინჯიანო“, „კალმახობა“ და სხვა. მუსიკალური ზომა 2/4.". რას იტყვით? არ არის სასაცილო? უფრო სწორად, სასაცილო მაშინ იყო, როცა ეს დაიწერა ქსე–ში (1984). მაგრამ სატირალია ახლა, როცა 2010 წელს ეს ვიღაცას ვიკიპედიაში შეაქვს დამოუკიდებელ სტატიად. სტატიის შინაარსი ხომ კომუნისტური ბოდვაა, სტატიის ფორმა არავიკიპედიური – სულ 2 წინადადება, 2 ლურჯი და 2 წითელი ბმულით. და ამას აკეთებს ერთ–ერთი ძველი ვიკიპედიელი, რომელიც წესებს სხვას უნდა უთითეთებდეს. რაღაც არ მინახავს თქვენი რეაქცია ამაზე? არ მითხრათ რომ არ გინახავთ და ახლა ჩემგან გესმით ამ სტატიის შესახებ პირველად. ბოლო წვეთი იყო თქვენ მიერ განთავსებული ტექსტი, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა მარიამობის სტატიიდან იქნა ამოღებული. მაშინვე მივხვდი სტილზე, რომ ესეც ქსე–დან იყო ამოღებული და ჩემი რეაქციაც იყო ისეთი, როგორიც იყო. თქვენ კი ამბობთ ფლუდიო. რა შუაშია ფლუდი? ნახეთ ზემოთ ჩემ მიერ მოტანილი სტატისტიკა ქართულ და რუსულ ვიკიპედიებში ქსე–ს და БСЭ–ს შესახებ? ეგეც ფლუდია? ეგ ხომ არის ფაქტი? და თვქენ ფიქრობთ, რომ არასაქმიანი და პროვოკაციულია ის, რომ 21–ე საუკუნეში სტატია "საკოლმეურნეო" და "მარიამობა" იმ სახით არ უნდა მიაწოდო ვიკიმკითხველს? მიკერძოებული, ცალმხრივი, არაავტორიტეტული? არ არის საკმარისი არგუმენტები? და ამაზე მემუქრებით დაისჯებიო, რომ გითითებთ ამ ყველაფერზე? რომელ წესებში წერია ეგ?
  • რჩეულ სტატიებზე რომ მეუბნებით, რომელზე მეუბნებით კონკრეტულად? მე რაც არ ვიცი იმას ხელს ვერ მოვკიდებ. მგონი წარმოდგენა გაქვთ რაც არის ჩემი ინტერესების სფერო. თუ რაიმე ისეთია, რაც მაინტერესებს, იქამდეც მივალ. მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ სტილისტად დავუდგები ვინმეს.
  • ახლა რაც შეეხება ამ სტატიას. არც ამ სტატიიდან და არც მეორედან – "მიძინება" არაფერი გამოვიდოდა. სულ წასაშლელი იყო. ამიტომ შევქმენი ახალი გვერდი – "მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)". ახლა თქვენ შეადარეთ და რასაც საჭიროდ ჩათვლით ის უყავით ამ სტატიებს. ასე, რომ ფლუდი, დასჯა, პროვოკაცია, არასაქმიანი .... სულ უადგილო სიტყვები იყო თქვენი მხრიდან.--Zolokin განხილვაწვლილი 22:47, 23 აგვისტო 2010 (UTC)
უნდა გაკეთდეს გვერდის გადატანა. მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა) - ამ სტატიაზე. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 11:12, 24 აგვისტო 2010 (UTC)