განხილვა:მითრიდატე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მითრიდატე მოიხსენიება მხოლოდ წყაროებში: გიორგი მელიქიშვილი „ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ“ (იხ. იბერიის მეფეთა სია) და ქსე-ში მაშინ, როდესაც ძველი ქართული მატიანეებიდან ყველა მირდატად მოიხსენიებს, ამიტომ უპრიანია მითრიდატე და მირდატი ცალ-ცალკე სტატიებად ჩამოყალიბდეს, რადგან თუ ქსე-ს მითრიდატე VII=სხვა უმრავლეს წყაროში მოხსენიებულ მირდატ V-ეს, მაშინ მათი გადამისამართების გზით შერწყმა ასევე არ იქნება მართებული. ცალ-ცალკე სტატიებად უნდა ჩამოყალიბდეს! მაგალითად გვაქვს გვერდები: ფარნავაზ II და ასევე ბარტომ I, რომლებიც ერთიდაიგივე პიროვნებებს წარმოადგენდნენ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:15, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სასტიკად გამორიცხულია ერთ პიროვნებაზე ორი სტატიის არსებობა. რა ნორმებს ამკვიდრებ? რა ხდება? წესით ერთი სტატია უნდა იყოს და მასში იყოს მიმოხილული ყველა სახელი თუ სხვა ინფორმაცია. მადლობა რომ მიგვითითე ორ ერთნაირ სტატიაზე. --Wiki - ჯაბა 16:49, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაშინ:

  • მითრიდატე I – იბერიის მეფე; ვიკიში ამ მითრიდატს ქსე-ში დაწერილი მითრიდატე II-ის ტექსტი უწერია... უნდა ეწეროს ქსე-ის მითრიდატე I-ის ტექსტი.
  • მირდატი (უნდა ჩამოშორდეს მირდატ II-ის სახელწოდებას) – ქართლის ცხოვრების და ქართლის მოქცევის მიხედვით უდრის მირდატ I მცხეთელს, ამიტომ ეს სახელები უნდა შეერწყას (სასურველია მთავარ სახელად მირდატი იყოს, ან მხოლოდ ეს სახელი ერქვას, როგორც ქართული წყაროები მოიხსენიებენ მას). მრავალი წყაროს არსებობის გამო ორმეფობას მხოლოდ ძველი ქართული წყაროები აღიარებენ, ამიტომ მირდატი არ უნდა მივიღოთ I-ად, არამედ მხოლოდ მირდატად: "იე. მეფენი მირდატ და ფარსმან ივ წელი მეფეს".
  • მითრიდატე II – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე როგორც ვთქვი ქსე-ს მიხედვით უნდა დაიწეროს, ამ მითრიდატეში უნდა გადავიდეს ამჟამად არსებული მითრიდატე I-ის ტექსტი, ანუ ქსე-ის მიხედვით უნდა დაიწეროს როგორც მითრიდატე I, ისე მითრიდატე II.
  • მითრიდატე III – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე ცალკე უნდა გამოეყოს მითრიდატე კომაგენელის უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდებს. ამ მითრიდატეს გ. მელიქიშვილი იხსენიებს ქსე-ში.
  • მითრიდატე IV – იბერიის მეფე; ბაკურ მეფის ძე და მამა ასფაგურისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ II.
  • მითრიდატე V – იბერიის მეფე; მირიანის შვილიშვილი, მირდატი (ბაქარის ძე), ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ III.
  • მითრიდატე VI – იბერიის მეფე; მეფე ფარსმან IV-ის ძმა, ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ IV.
  • მითრიდატე VII – იბერიის მეფე; მამა ვახტანგ გორგასლისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ V (სხვათაშორის მირდატ IV-ეზე ან/და მირდატ V-ზე დაკლიკებით მითრიდატე I-ზე გადადის, რაც სრულიად შეუსაბამოა).

PS: მითრიდატეს მხოლოდ გიორგი მელიქიშვილი მოიხსენიებს ქსე-ში (დავამატე იბერიის მეფეთა სიაში). დანარჩენი ყველა ისტორიკოსი (უმრავლესობა!) იხსენიებს მირდატს! და მაინცდამაინც ქსე-ზე ამიტომაა რომ ვაპროტესტებ მეფეთა რიგითობას. აიგოს ვთქვათ იმ 5 მირდატზე, რომელიც უმრავლესობა მწერალი აღიარებს. მეორეული წყაროებია სხვათაშორის. მთავარი გვერდისა მირდატი უნდა იყოს და მასზე უნდა მისამართდებოდეს მითრიდატე. ასევეა ბაკური, რომელიც 5 მხოლოდ მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვითაა მაშინ, როდესაც 3-ა ყველა დანარჩენ წყაროში (იხ. სავარჯიშო). მადლობა პირიქით გამოხმაურებისთვის.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:55, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეს ტექსტების დაკოპირება სხვა განხილვიდან და მერე იქ წაშლა საიდან ისწავლე? ვინ გასწავლა? გაფრთხილება უკვე მიიღე განხილვის გვერდზე. იქნებ საბოლოოდ ისწავლო სად რა უნდა დაწერო. ამ აბდაუბდაში არ აგყვები. ეს საკითხი გადაწყდება თავის დროზე და ვიმედოვნებ შენგან დამოუკიდებლად. --Wiki - ჯაბა 18:11, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

უკვე დავწერე (ჩემს გვერდზე), რომ მითრიდატეში უნდა დამეწერა ნაცვლად მირდატისა, და თუ არ ამყვები ამ აბდაუბდაში აქედანაც ჩანს თუ ვინ გაურბის თანამშრომლობას და არაა პრობლემა თუ ჩემს გარეშე გადაწყდება. მადლობა და კარგად!--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:51, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგად. --Wiki - ჯაბა 20:01, 11 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]