განხილვა:მთავრობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის სათაურისთვის[წყაროს რედაქტირება]

ვიკიკოლეგებო, სტატიაში არეულია „მთავრობის“ ფართო და ვიწრო გაგება. ვიწრო გაგებით ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, ხოლო ფართო გაგებით — მმართველობა. სტატიის ამჟამინდელი ტექსტი იყენებს მთავრობას დასაწყისში და შემდეგ გადადის მმართველობაზე. გამოსავალი ორგვარად მესახება: 1. სტატიაშივე განირჩეს ერთმანეთისგან ეს ორი გაგება ამ ცნებისა; 2. სტატია გაიყოს და ცალ-ცალკე იყოს ფართო გაგებით — „მმართველობა“ (რომელიც შეესაბამება ინგლ. „Government“-ს) და ვიწრო გაგებით — „მთავრობა“ (აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო). თქვენი აზრით?--Rastrelli F 08:22, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით. გიო ოქრო 19:34, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: რომელ ვერსიაზე? --Rastrelli F 19:51, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
1-ზე. ორივე მცნება ერთად გვქონდეს გარჩეული. გიო ოქრო 19:52, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: მადლობა მოსაზრებისთვის! R.19:55, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე მეორე ვარიანტს ვემხრობი ცალ-ცალკე. --ცანგალა 21:05, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა @Zangala:. რუსული გაგებით მთავრობა ყოველთვის გულისხმობდა კაბინეტს — ვიწრო გაგებას, რადგან რუსეთში დემოკრატია არც არსებულა (ჩემი შეფასებით) არასდროს... შენი აზრით, გერმანულში დამკვიდრებული Regierung — ნიშნავს მთავრობას ვიწრო გაგებით (ანუ „მინისტრთა კაბინეტი“) თუ ფართო გაგებით (ანუ მმართველობა) ?!--Rastrelli F 21:26, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]