განხილვა:მესხეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საერთაშორისო ბმულებში მესხეთის მნიშვნელობა გაიგივებულია სამცხესთან. ქართულ ვიკიშიც სამცხის რუკაა მითითებული და არა მთელი მესხეთის. ჩვეულებრივ მესხებს დღეს უწოდებენ სამცხის მაცხოვრებლებს და ძირითადად ადგილობრივები მეხსეთს უწოდებენ მხოლოდ სამცხის ტერიტორიას და არა მთელ ვრცელ რეგიონს ჯავახეთის, ბორჯომის ხეობის, აჭარის და ტაო-კლარჯეთის ჩათვლით.
სიტყვებიც სამცხე (სამესხე ) და მესხეთი ვფიქრობ აბსოლიტურად ერთდაიგივე მნიშვნელობებს ატარებს და მესხებით დასახლებულ ტერიტორიას ნიშნავს. ისტორიულადაც სამცხე-საათაბაგო ერქვა საქართველოს იმ სამეფოს, რომელშიც მთელი მესხეთი (დღევანდელი გაგებით) შედიოდა და არა მხოლოდ სამცხე.
ამიტომ ხომ არ გავაკეთოთ მრავალმნიშვნელოვნების გვერდი მესხეთისთვის, სადაც მესხეთს ორი მნიშვნელობა ექნება ერთი როგორც ვრცელი რეგიონის და მეორე როგორც საკუთრივ სამცხე???--GagaVaa განხილვაწვლილი 08:15, 21 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ ყველაფერს აქვს როგორც ვიწრო ისე ფართო გაგება. იქნება ეს კლარჯეთი, ტაო, ჯავახეთი, მესხეთი, ქართლი... რაც შეეხება მესხეთს ალბათ აზრთან ახლოა მრავალმნიშვნელოვნების გაკეთება, მითუმეტეს ის ხელს არაფერს არ უშლის.--Surprizi განხილვაწვლილი 06:55, 11 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]