განხილვა:მეორე მსოფლიო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია მეორე მსოფლიო ომი არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy მეორე მსოფლიო ომი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2006 წლის 7 მაისი).


მე მესმის, რომ სტატიის ავტორი ანტგლობალიასტია(ამაში როგორც ასეთში ცუდს ვერაფერს ვხედავ). მაგრამ ხომ არ მიგვეცა საშუალება მკითხველისთვის თვითონ განესაჯა რამდენადაა კაპიტალიზმი დამნაშავე მეორე მსოფლიო ომში, ან საერთოდ ვინაა დამნაშავე. მაგალითად ცნობილი ხდება ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ომში ჩართვას საბჭოთა კავშირი აპირებდა მიუხედავად იმისა გერმანია და კოალიცია დაესხმებოდნენ მას თუ არა.

ეს ხომ ენციკლოპედიაა და მისი შინაარსისი ცვლილება იმის მიხედვით თუ ავტორი რა აზრისაა მემგონი არაა მიზანშეწონილი. ასე მაგალითად დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის დიდი ნაწილი უვარგისი გახდა, რადგან მასში ავტორების პოლიტიკური დამოკიდებულებებია ასახული. მე მიმაჩნია რომ ენციკლოპედიაში მხოლოდ ფაქტები უნდა იყოს ასახული. მეორე მსოფლიო ომი

შეგიძლიათ მითხრათ, რომ ის რაც წერია ფაქტია. რადგან სხვადასხვა ხალხმა ის სხვადასხვნაირად შეიძლება დაინახოს ეს ფაქტი კი არა მოსაზრებაა. …

პატივისცემით

ილია ჩ.


[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ილია

გეთანხმები ჩვენი საკუთარი აზრის თავზე მოხვევა არ შეიძლება. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის დიდი ნაწილის უვარგისობაზეც გეთანხმები. ამიტომ ერთად შევასწოროთ და სხვებიც შემოგვიერთდებიან.

ილია, მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება - მომეცი საშუალება, რომ დანარჩენი ტექსტი ჩაუშვა. ამჟამად, ქართულ ვიკიპედიას გამოეცალა პიროვნება-დედაბოძი - ავთანდილი. ამიტომ ვეცადოთ რომ ერთმანეთს მოვეკიდოთ გულისხმიერებით, გაგებით და გავაგრძელოთ საშვილიშვილო საქმე.

1948 - ეს იყო მექანიკური შეცდომა(მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტის დამახინჯება). ასეთ მექანიკურ შეცდომები უსიტყვოთ შევუსწოროთ ერთმანეთს.

პატიცისცემით

ცანგალა

თარგის დამატება[წყაროს რედაქტირება]

ეგებ თარგი:ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი დაამატოთ? კარგი იქნება

Yes check.svg გაკეთდა დაგვიანებით:) --სანგა () 14:37, 12 იანვარი 2010 (UTC)

სქოლიო[წყაროს რედაქტირება]

ამ სტატიას აკლია ლიტერატურა, სქოლიო. - ალ-ო / 18:09, 3 მაისი 2007 (UTC)

მნიშვნელოვანი მოვლენები - ეს ქვეთავი რამდენად ამდიდრებს სტატიას. მე პირადად ამოვიღებდი.ცანგალა () 10:46, 24 აპრილი 2008 (UTC)

ფაშისტური თუ ნაცისტური გერმანია?[წყაროს რედაქტირება]

სტატიაში ხშირადაა ნახსენები ფაშიტური გერმანია. რა თქმა უნდა, ეს ტერმინი დამკვიდრებულია, მაგრამ გერმანიაში ხომ [[სოციონალ-სოციალიზმი|ნაციზმი|] იყო გავრცელებული, და არა ფაშიზმი (ნუ რაღაც დონეზე იყო ესეც)? --გოტა (მომწერე) 18:11, 13 თებერვალი 2012 (UTC)

ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ჯობია სტატიაში ფაშიზმი შეიცვალოს ნაციზმით. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:34, 17 თებერვალი 2012 (UTC)

ანიმაცია[წყაროს რედაქტირება]

მემგონი, არასწორია, რომ იტალია დასაწყისიდან გერმანიის მოკავშირედაა ნაჩვენები. მუსოლინიმ მოკავშირეებს ომი მხოლოდ 1940 წელს გამოუცხადა. კარგი იქნება, თუ შესწორდება.— ßurduli განხილვაწვლილი 19:43, 12 აგვისტო 2016 (UTC)