განხილვა:მეკობრეობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეკობრეობა არის დანაშაული, რომელიც არ შეიძლება ჩადენილ იქნას მდინარეში, შიდა წყლებში. მეკობრეობა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ღია ზღვაში (ისეთ წყლებში, რომლებიც არცერთი ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ არ ექცევა). ასეა განსაზღვრული ეს დანაშაული როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (თუმცა თავისი ხარვეზით), ისე საერთაშორისო კონვენციებით. სხვაგვარი განმარტება არსებობს მეკობრეობისა? სტატიის პირველი წინადადება არ შეესაბამება, ჩემი აზრით, მეკობრეობის ცნებას. Deu. 18:25, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა იქნებ ავტორმა წყარო მიუთითოს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელა. --მიხეილ მიწერა 18:28, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
არსებული სქოლიო სულ სხვა ნაწილს აქვს და ბმულიც მკვდარია. --მიხეილ მიწერა 18:28, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუკი ავტორი არ მიუთითებს წყაროს, სამ-ოთხ დღეს დაველოდები და მეკობრეობის სამართლებრივ დეფინიციას შემოვიტან მერე. Deu. 18:33, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, მარტო ავტორს ნუ დავავალდებულებთ, თუ ვინმემ იცით მეკობრეობის სხვაგვარი განმარტება, დაწერეთ :) Deu. 18:33, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, მაგრამ ავტორზე უკეთ არავინ იცის რით იხელმძღვანელა, ჯერ მას დაველოდოთ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 18:35, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]