განხილვა:მარიამ ჩიხლაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად საჭიროა ასეთი პიროვნებების შესახებ სტატიები? გასაგებია, რომ ქსე-ში შეტანილია, თუმცა მიზეზიც გასაგებია, რატომაა ქსე-ში. არაიდეოლოგიზირებული ქვეყნის ენციკლოპედიაში ასეთი სტატიები არ მოხვდებოდა. ჩემი აზრია, რომ სტატიები პიროვენებზე, რომლებიც სოციალისტური შრომის გმირობის და კოლმეურნეობის თავმჯდომარეობის გარდა სხვა არაფრით არიან ცნობილნი, საჭირო არ არის --M. განხილვაწვლილი 06:43, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგეთანხმები. იმ პერიოდს ისტორიიდან ვერ ამოშლი. კატეგორია:პორნო მსახიობები — ეს დღევანდელი ისტორიაა, მაგრამ არც ძველი უნდა დავივიწყოთ კატეგორია:სოციალისტური შრომის გმირები — მთელი ჯარია.--ცანგალა 06:54, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ქართულ ენვიკლოპედიებშიც შეიყვანენ ამ პიროვნებას.--ცანგალა 07:01, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეც მგონია რომ უნდა იყოს. --Wiki - ჯაბა 07:07, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგ კატეგორიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩი და რამაზ ჩხიკვაძეცაა, მაგათ არ ვგულიხსმობ. თამარ ყუფუნია — არც ამას, დეპუტატი მაინც იყო. ვგულისხმობ მხოლოდ იმათ, ვისაც ჩაის ფოთლის ან ყურძნის მოსავლის ჩაბარების გარდა სხვა არავითარი ნიშნით რომ არ გამოირჩევიან. არც ისე ბევრია ივანე ფუტურიძე არის კიდევ ასეთი და ოთარ ბლიაძე. მეტი არაა. ქსე-ში არის ბევრი და შემოსატანი არაა ჩემი აზრით, რადგან მნიშვნელოვნების კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ ესენი. ისტორიისთვის შესაძლებელია სოციალისტური შრომის გმირის სტატიაში მეტი ინფორმაცია ჩაიწეროს, ან საქართველოსს სსრ-ის გმირების სია გაკეთდეს ქსე-ს მიხედვით. --M. განხილვაწვლილი 07:13, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
„მაგ კატეგორიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩი და რამაზ ჩხიკვაძეცაა, მაგათ არ ვგულიხსმობ.“ — რას ნიშნავს ეს? ზოგს გულისხმობ და ზოგს არა? ამჟამად მარიამ ჩიხლაძეც დაემატა მაგ სიას. რომელ კრიტერიუმს გულისხმობ? პორნო მსახიობებს? ქსე-ში ვინც არის ის შევა ქე-ში და აქედან გამომდინარე ქართულ ვიკიპედიაშიც პორნო მსახიობებთან ერთად.-ცანგალა 07:29, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვგულისხმობ ადამიანებს, რომელთა ბიოგრაფიეაშიც მხოლოდ ესაა: სოციალისტური შრომის გმირობა, კოლმეურნეობის თავმჯდომარეობა და არაფერი სხვა და რომლებიც არიან მხოლოდ ამ ნიშნით ქსე-ში --M. განხილვაწვლილი 07:46, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
სოციალისტური შრომის გმირობა — ეს საქართველოს სსრ ისტორიაა (ამაში მეთანხმები?). ღირსების მედალი — ეს საქართველოს ისტორიაა (ამაშიც მეთანხმები). ჩემი აზრით ამ მედლის მფლოფელი მაყვალა თვარაძე – მდივან-მემანქანეც უნდა იყოს ქართულ ვიკიპედიაში, რომელიც ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი სარედაქციო საქმიანობისათვის დაჯილდოვდა ჟურნალ „ცისკრის“ თანამშრომელი. იხ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №132. ქართულ ვიკიპედიაში კი საქართველოს ისტორიას რაც ეხება ყველაფერი უნდა დაიწეროს. ვინც მის მშენებლობაში შეიტანა თუნდაც მცირედი ღვაწლი და მოვედით დღემდე COVID-19-მდე — ყველაფერი არის საინტერესო მომავალი თაობებისთვის. არა მხოლოდ პორნო მსახიობები. --ცანგალა 09:33, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]