განხილვა:მარიამ დედოფალი (საქართველო)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:მარიამ არწრუნი)

ქართულ წყაროებში მარიამ არწრუნის სახელწოდებითაა ცნობილი ?!. - OTOGI Messages 11:04, 20 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მარიამ დედოფალი (საქართველო) ძალიან ზოგადია. მარიამ დედოფლის სახელით უამრავი პიროვნებაა და ჯობდა ყოფილიყო სახელწოდებით მხოლოდ მარიამ არწრუნი!--Lasha-george განხილვაწვლილი 18:42, 12 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: შეკითხვა დაისვა მგონი !. წყარო ? მარიამ არწრუნზე... - OTOGI Messages 16:45, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ეს ერთ-ერთი იმ გვერდთაგანია, რომელიც დაუკითხავად, თავისი მოსაზრებებით გადაიტანა სხვა, ქართულ ისტორიოგრაფიაში დაუკვიდრებელ, ტერმინზე. ვფიქრობ პასუხი არ აქვს მომხმარებელს და დასაბრუნებელია წინა სათაურზე. --Wiki - ჯაბა 16:48, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, ასეა. დავაბრუნე სათაური. - OTOGI Messages 16:58, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: ერთ-ერთ სათაურად შესაძლებელია მარიამ არწრუნი და არა ძირითად სათაურად. წყარო სომხურია (იხ. თარგმანი: Մարիամ Արծրունի – სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც მარიამ არწრუნი).--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:18, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შესაბამისად, სენაქერიმ არწრუნის ასული!--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:19, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვაღიარებ, გადატანილი მაქვს...--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:22, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საქართველოს ისტორიის რეალური სურათის აღდგენის თვალსაზრისით, სომხური წყაროები რიგ შემთხვევაში მისტიკურია. შენი ამოცანა ქართული აკადემიური წყაროების დემონსტრაცია უნდა იყოს და არა, სომხური სულისკვეთებით გაჯერება საქართველოს ისტორიისა. ბევრჯერ შევამჩნიე უკვე. მოგეცი რამდენჯერმე დელიკატური შენიშვნა, მაგრამ ყურად არ იღებ საერთოდ. - OTOGI Messages 17:32, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: არ ვაჯერებ, უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არწრუნების დინასტიას მიკუთვნებული მარიამი არწრუნადვეა მოხსენიებული იმავე სომხურ წყაროში.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:24, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ხოდა მაგას გეუბნება ზუსტად, რომ სომხური წყაროების მიხედვით არაო. იმედია გაითვალისწინებ და განხილვების კასკადს არ წამოიწყებ ამ საკითხზე. --Wiki - ჯაბა 06:32, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გავითვალისწინებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:47, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]