განხილვა:ლუი-ალექსანდრ ბერთიე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


მსგავსი ლოგიკით, რაც ბრანდტი–ბრანტის შემთხვევაში იხელმძღვანელე, გიორგი, მაშინ ეს კაცი ლუი–ალექსანდრ ბერტიე უნდა იყოს, ვინაიდან ფრანგულში 'თ' საერთოდ არ არის. ბრანდტი–შმიდტი–ბრანტის საკითხი დასაზუსტებელია, ამ დღეებში მოვიცლი და კომპეტენტურ წყაროებს მივაკითხავ, რომ არ იყოს მსგავსი არგუმენტები: გერმანიის ქალაქ პოტსდამის მაცხოვრებლები ასე ეძახიან ამ კაცს და ტანზანიაში სახლი აქვს აშენებული, ამიტომ ბრანტიაო:)--linguistus 15:00, 25 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მოდი შევთანხმდეთ რომ იმაზე არ ვიდავოთ რაც 100% არ ვიცით. საიდან მოიტანე რომ ფრანგულში "თ" არ არის? მერე მეორე... პოტსდამელები რას ეძახიან და ბავარიელები რას საერთოდ რა მოსატანი იყო. არსებობს ლიტ. გერმანული ენა (ჰოხდოიჩ) და ამ ენაში "დტ" კომბინაცია გამოითქმის როგორც "თ". ეს საკითხი შეგიძლია გაიკითხო ყველა ენის მცოდნესტან, თუ გერმანელთან გაქვს შეხება მათაც შეგიძლია კითხო. აქვე მინდა დაგისვა კითხვა: როგორ იქნება ქართულად "Alexsanderplatz" ? გიორგი მარუაშვილი 15:12, 25 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, მოდი შევთანხმდეთ ვილაპარაკოთ იმაზე რაც 100 % ვიცით. ფრანგულში ბგერა "თ" არ არსებობს, ამის თქმის საშუალებას მაძლებს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ფრანგულის შესწავლაზე დახარჯული დრო და ენერგია და დიპლომი (Diplôme avancé de la langue Française), რომელიც საფრანგეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ არის გაცემული. თუ ჩემი ნათქვამის არ გჯერა შემიძლია გამოგიგზავნო დიპლომის ასლი:) და შემიძლია მიგითითო 329847293847298 წყაროზე, სადაც წერია რომ ფრანგულში ბგერა "თ" არ არის, ისევე როგორ იაპონურში "ლ"! რაც შეეხება ალექსადერპლაც–ის თუ ალექსანდერპლატცის დაწერილობას, ამას ქართული ენის თავისებურებანი განსაზღვრავს და არა გერმანულის. ისევე როგორც იესო ქრისტე იაპონურად ძესუსუ კირისიტოა და ლუქსემბურგი რუკუსენბურუკუ, გამომდინარე იაპონური ენის თავისებურებებიდან, ქართულშიც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, ტც – ასოთშეთანხმებას ქართული ვერ იტანს, დტ–ს იტანს, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია კარლშტატდია თუ კარლშტატი, შმიდტი თუ შმიტი... ამას მას შემდეგ დავადგენ, რაც გერმანულიდან ქართულში გადმოსვლისას რა ნორმებია უნდა იქნეს დაცული ვნახავ, მანამდე ამ საკითხში არ გედავები. ჩვენი ეს დავა კი იმის გამო არ არის, რომ ერთმანეთს რაიმე ვუმტკიცოთ და ჩვენი განათლებისა თუ განსწავლულობის შესახებ განცხადებები გავაკეთოთ, აქ ლაპარაკი ერთიანი სისტემის შემუშავებაზეა, რომლითაც შემდგომში ყველა მსგავსი ტიპის პრობლემა აღმოიფხვრება --linguistus 17:11, 25 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად მაგაზე მაქვს მეც საუბარი რომ ერთიანი სისტემის შექმნაა საჭირო. ეს სისტემა რომ არ არსებობს ფაქტია. არსებობდა რარაც, რაც სსრკ-ს დროს აკოპირებდა რუსულის გავლენით ბევრ ნორმას ქართულ ენაში. დღეს ეს ნორმები აქტუალური აღარაა. ეს ფაქტია და ამს უნდა სევეგუოთ. ენაც რომ განვიტარებადი და ცვლადი მოვლენაა ამის აღიარებაც უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე რაკი დღეს ნორმების ვაკუუმში ვიმყოფებით მიმაჩნია რომ (ეს ცემი აზრია) საკუთარი სახელები ითარგმნოს შეძლებისდაგვარად ორიგინალთან მიახლოებულად. ეს იმას ნიშნავს რომ დევიდი ლივინგსტონად დარჩეს (ტრადიციაა), ხოლო კენი ლივინგსტოუნად (ახალია).
უცხო ენბის ყველა ნიუანს რომ ვერ გადმოვცემთ ფაქტია. ამიტომ მე ვცდილობ (კიდევ ერთხელ ვიმეორებ) ორიგინალს მივუახლოვო საკუთარი სახელები. ამ პრინციპით მხელმძღვანელობ და როცა სემოვა ზოგადქართული კომისიის მიერ დამკვიდრებული ნორმები პრობლემა არაა - იმ ნორმას დავემორჩილები. ვიკის ჩაწერა-სესწორება კიდევ უფრო ნაკლები პრობლემაა. მას იუზერები ემატებიან და ისინი უფრო მალე გაართმევენ თავს ამ საქმეს ვიდრე ცვენ ახალ თემებს შევქმნით.
სხვადასხვა ვერსიების არსებობისას ერთ ასოზე რომ არ გამოვეკიდოთ ერთმანეთს გავაკეთოთ რედირექტი. ყველაზე კომპრომისულ ვერსიად მიმაჩნია ეს გზა. მე პირადად ყოველთვის ასე ვიქცევი იმისატვის რომ ტავიდან ავიცილო წიტელი ლინკები სტატიებში. 217.233.252.241 17:44, 25 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]