განხილვა:ლიკუდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ისრაელის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ლიქუდი და არა ლიკუდი. Geagea 19:04, 9 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი მოგონილი არ არის. ლიკუდი, სტატია „ისრაელი“ - ქსე, ტ. 5, გვ. 236, თბ., 1980 --ცანგალა () 19:28, 9 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს არი სახელების რუსიფიკაცია. იმ პერიოდში არ იყო არაპერი კავშირი ისრაელ და საქართელოსთან. ამ პარტიის სახელი არ არი ცნობილი საქართველოში აგერ გოგელში ლიქუდი 3მჯელ და ლიკუდი 8ჯელ. მემგონი ეს არ არი ბევრი ასე დიდი პარტია. რახან ამ პარტიის სახელი არ არი ცნობილი, იმიტომაც უნდა იყოს სწორი ასოებით განმოტარგმა.
2005 წელს მოითხოვა ლაშა ჟვანიამ, საქართველოს ერჩი ისრაელში, რომ ისრელმა შეცვალოც საქარტველოს სახელი ივრითულათ "გრუზია"დან "გეორგია"ზე. ეს მოთხოვნა მიღო ისრაელმა და ისრაელებმა. მოდი ჩვენც, თუ აუცილებული არ არი, არ გავაკეთოთ რუსიფიკაცია. Geagea 19:52, 9 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

„გრუზია“ „გეორგიაზე“ შეიცვალა სალიტერატურო ენის ნორმებში და არა ვიკიპედიაში (100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ვიკიპედია არ შეცვლიდა). შეიძლება მართალი ხარ, რომ ეს არის რუსიფიკაცია, მაგრამ ეს არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმა. ნისან ბაბალიკაშვილი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ებრაულ ენაზე და შემოჰქონდა ქართულ ენაში (უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში წერია). მართალია ნორმები მოძველებულია, მაგრამ ვიკიპედიას მისი შეცვლის უფლება არ აქვს. იმედია ამაში მეთანხმები. --ცანგალა () 20:11, 9 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

რაც ნორმა არის ის უნდა გამოამჟღავნოს ვიკიპედიამ. ამაში ტანახმა ვალ. მაგრამ მა ვამბობ რომ ეს სიტყვა არ არის ნორმა ქართულში, და არც არი ცნობილი ქართულში. ამნაირი ლაპარაკი მქონდა ივრიტულ ვიკიპედიაში რომ ქართული სახელები არ არი ცნობილი ივრითულში და მივედით გაგებაზე რო მარტო თბილისი დაიწერება "ტ" არა "თ". სხვა სახელები დაიწერა პირადათ ქართულიდან. ქუთაისი იწერება כותאיסי ფოთი იწერება פותי და ასე. არსებობს წიგნები რო წერია קוטאיסי და פוטי, იგენიც შეცდომა არ არის იმიტომ საბჭოთა საქართველოს დროს ესეც სწორი იყო. მაგრამ ესენი არ არიან ცნობილი ხალხში. რახან არ არიან ცნობილი სახელი ვიკიპედიაში გამოდის ორიგინიდან.
ამ "გრუზია" - "გეორგია" აზე მინდოდა რო ვთქვა რო თუ აუცელებელი არ არის მოდი არ გავაკეთოთ რუსიფიკაცია. ივრითულ ვიკიპედიაში შეცვალეს გრუზიიდან გეორგიაზე. ეს არ იყო რეგულარული წესი მაგრამ კარგათ მოითხოვა ჟვანიამ და ყველგამ მიიყეს. იმ დროს ცნობილი იყო გრუზია და ეს იყო სახელი ვიკიპედიაში. ივრითულ ენციკლოპედიაში იწერა გეორგია. მაგრამ არავინ უყურა მაგას იმიტომ ცნობილი იყო გრუზია.

გრუზია გეორგიაზე შეიცვალა სახელმწიფო დონეზე და არა ვიკიპედიის დონეზე. ერთი საერთაშორისო ენიდან (რუსული) მეორეზე(გერმანული ?), მაგრამ არა ქართულზე საქართველო. ვიღიმი . თბილისი - ტ - 1936 წლამდე ტფილისი. ხომ ხედავ როდინდელი ნორმა არის დარჩენილი. ივრითულ ენას აწყობს და დატოვა. როდესაც ხალხში ცნობილი არ არის ამიტომ კეთდება გადამისამართება(Redirect) ხალხში ცნობილიდან ლიტერატურულ ნორმაზე. რომ ხალხმა ისწავლოს ნორმა.ცანგალა () 21:13, 9 თებერვალი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამხელა განხილვა რას მიუძღვენით, როცა სტატია რა ენაზე წერია პირადად მე ვერ გავარკვიე. ეს უდავოდ ძალზედ ადრეული პერიოდის ონლაინ თარჯიმნის „შემოქმედებაა“.  წასაშლელია --მიხეილ (მომწერე) 21:16, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
იქნებ ვინმემ შემოიხედოთ :) --მიხეილ (მომწერე) 15:35, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამ სახით, რა თქმა უნდა, წასაშლელია. ისრაელის ვიკიპროექტის მონაწილეები ვინ იყვნენ? ესკიზი მაინც გააკეთეთ.--Ouzo განხილვაწვლილი 15:41, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია, მეც ვერ გავიგე რა ენაზეა. — G.G. 18:40, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია რა თქმა უნდა. არ მგონია აქედან 3 გამართული წინადადება აეწყოს. —GIO→13 () 18:41, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
შესაძლოა, ონლაინ თარჯიმანის შემოქმედება სულაც არ არის, მაშინ გუგლმა ჯერ კიდევ არ იცოდა ქართული ენის არსებობის შესახებ :) უბრალოდ, მისი ავტორი ებრაელი ქართველია და ქართული მთლად კარგად ვერ იცის (მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მისი წვლილის უპატივცემულობას). — G.G. 18:46, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ახლა აღარაა წასაშლელი --ჯაბა ლაბა 18:59, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]