განხილვა:ლესელიძე (დაბა)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობათ, ვინმე (უპრიანია, მისი ჩამწერი) ხომ ვერ მიუთითებთ ამ ცნობის – "სახელი "გეჩრიფში" მომდინარეობს VII საუკუნიდან, როდესაც ეს მამული აფხაზ თავად გეჩს ეკუთვნოდა. სახელები გეჩკუაჯი და გეჩილერიც გამოიყენებოდა ამ პერიოდში." წყაროს? სად და ვინ ახსენებს მსგავს ფაქტს? სტატიის უცხოენოვან ვერსიებშიც იგივეა შეტანილი ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე. ასე, დაუდასტურებლად ნებისმიერი ფაქტის გაზიარება და მით უფრო ენციკლოპედიაში შეტანა თავად ამ ენციკლოპედიის ინტერესებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. გმადლობთ. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 62.212.62.195 (განხილვაწვლილი) .

ლესელიძე გვარიცა და ალბათ სათაურია შესაცვლელი. — გუგბერა განხილვაწვლილი 18:17, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გვარი იწერება მრავლობითში მაგ. ლესელიძეები, თარხნიშვილები, ინასარიძეები--ცანგალა () 18:48, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგის დავეთანხმები, ალბათ გადასატანია: ბაგრატიონი, მაისურაძე, ლაბაძე, ფიცხელაური...... — ჯაბა ლაბაძე () 18:50, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვერ გავიგე გიორგის რაში ეთანხმები.--ცანგალა () 19:53, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

'სათაურია შესაცვლელი.' ამაში. — ჯაბა ლაბაძე () 19:56, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატომ - ეს სტატია ხომ დაბაზეა და არა გვარზე. --ცანგალა () 20:03, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
შენს მიერ ჩამოთვლილი გვარები მხ. რიცხვში არის (მრავალმნიშვნელოვანი) გვერდები. --ცანგალა () 20:07, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობაა გვარი. ამიტომ ეს სტატია უნდა გადავიტანოთ ლესელიძე (გაგრის მუნიციპალიტეტი)-ზე, ხოლო ამ სახელით შეიქმნას სტატია იმავე ფორმით, როგორიცაა ბაგრატიონი, მაისურაძე.......— ჯაბა ლაბაძე () 20:08, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

არსებობს ლესელიძე (მრავალმნიშვნელოვანი). გვარი იქნება ლესელიძეები, ხოლო დაბა მხოლოდ ლესელიძე. მუნიციპალიტეტს ვსვამთ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე სახელით რამდენიმე სოფელი ან დაბა არსებობს. ეს არის დაბა და გვარიდან განსხვავდება მხ. რიცხვით. შეიძლება სტატია ლესელიძეში ე. ი. დაბაში ჩიასვას გადამისამართება ლესელიძეებზე და პირიქით. --ცანგალა () 20:14, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]


ბაგრატიონი და მაისურაძე ამათ დააწკაპე და მერე მითხარი მხოლობითშია თუ მრავლობითში. ზოგიერთი გვარი ფიცხელაური (მრავალმნიშვნელოვანი) ამ ფორმითაა ზოგიერთი მაისურაძე, რაც არასწორი მგონია. ან მაისურაძე და ბაგრატიონიც ლესელიძე-სავით გადავიტანოთ ან პირიქით. — ჯაბა ლაბაძე () 20:19, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

არსებობს სტატია მინაძე (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ბალაძეები, ტაკიძეები, გორგაძეები (ხულოს მუნიციპალიტეტი), მეკეიძეები ამათძე რაღას იტყვი? — ჯაბა ლაბაძე () 20:30, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ლესელიძე (მრავალმნიშვნელოვანი) ასეთ სტილზე უნდა გადამისამართდეს ასეთი გვერდები. — GIO---->>13 () 20:27, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
ბაგრატიონები და მაისურაძეები ე. ი. გვარების შესახებ სტატია იქმნება მრ. რიცხვში.--ცანგალა () 20:33, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბოლო კომენტარზე გამეცი პასუხი. — ჯაბა ლაბაძე () 20:38, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბალაძეები, ტაკიძეები, გორგაძეები (ხულოს მუნიციპალიტეტი), მეკეიძეები - ამათ უნდა ჰქონდეს ფრჩხილებში მითითებული მუნიციპალიტეტი. ხოლო მინაძე (ახალციხის მუნიციპალიტეტი) არ უნდა ჰქონდეს რადგან მხოლობით რიცხვშია, რაც ხელს არ უშლის, რომ შეიქმნას სტატია გვარზე მინაძეები.--ცანგალა () 20:42, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

სად გადაწყდა მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის შესახებ მიმითითე ბმული.— ჯაბა ლაბაძე () 20:52, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბაგრატიონი და მაისურაძე ამათ რას ვუშვებით? — ჯაბა ლაბაძე () 20:58, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედიის წესია (ქსე-ეს ვგულისხმობ). ლაბაძეები - რატომ შემოიტანე სტატია მრავლობით რიცხვში? სამწუხაროდ ვიკიპედია:გვერდების სახელები აქ არ გვიწერია. ისე რა წრვილმანებზე ვკარგავთ დროს.-ცანგალა () 21:02, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
ბაგრატიონი და მაისურაძე - ვერ გავიგე--ცანგალა () 21:02, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
მართალია დროს ვკარგავთ. ჯერ ვიკიპედია:გვერდების სახელები აქ ჩავწეროთ, მერე დავასაც არ ექნება ადგილი. სტანდარტიზაციის გამო ბაგრატიონი და მაისურაძე გადავიტანოთ ამის მსგავსად თუ ასე დავტოვოთ? — ჯაბა ლაბაძე () 21:08, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემს გვარს რაც შეეხება მაგის ისტორიას თუ გადახედავ დაინახავ, რომ თავიდან შემოვიტანე მხოლობით რიცხვში, მაგრამ მერე ვნახე რომ შემოვიდა სტატიები მაისურაძე ამის მსგავსი, მეც ავდექი და გადავიტანე ლაბაძეებიზე, ხოლო ლაბაძეზე დავწერე ცნობილი ლაბაძეები, რაც მერე გიორგი13-მა გადაიტანა მრავალმნიშვნელობაზე. — ჯაბა ლაბაძე () 21:11, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე არ გადავიტან (ვგულისხმობ :ბაგრატიონი და მაისურაძე ), რადგან (მრავალმნიშვნელოვანი)-ის გარეშე უფრო ადვილია ძიება. (მრავალმნიშვნელოვანი) ვიყენებთ, როდესაც არ გვსურს ავლაბართან ან თბილისთან გამოვიყენოთ ფრჩხილებში უბანი ან ქალაქი. იხ. ავლაბარი (მრავალმნიშვნელოვანი) თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი) სამწუხაროდ მომხმარებელი:Giorgi13 ყველაფერი (მრავალმნიშვნელოვანი) გადააქვს, რასაც არ მივესალმები.--ცანგალა () 21:23, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც მაგას ვამბობ ცანგალა, რადგან პირველადი მნიშვნელობა არის გვარი ლესელიძე აღნიშნავდეს ცნობილ ლესელიძეებს, ხოლო დასახლებას როგორც სიტყვის მეორად მნიშვნელობას (ეს სახელი ხომ გვარიდან დაერქვა დაბას) ეწოდოს ლესელიძე (გაგრის მუნიციპალიტეტი), რადგან ამ სახით უფრო ადვილი საძიებოა. — ჯაბა ლაბაძე () 21:27, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

დავიღალე. რაც გინდა ის გააკეთე. ან არ გინდა რომ გაიგო ან მართლა ვერ გებულობ ან მე ვწერ ძალზე რთულად. მე მომხრე ვარ ვარ ლესელიძე - დაბა და ლესელიძეები - გვარი. არც ერთს არ ექნება () ფრჩხილები და სტატიები იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული ბმულით. აი დაბასაც, რომ ლესელიძეები ერქვას მაშინ საჭირო გახდებოდა ფრჩხილები. წარმატებები.ცანგალა () 21:33, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ, საკმაოდ გაუგებრად წერ. თუ იარსებებს ბაგრატიონი და მაისურაძე, უნდა იყოს ლესელიძე გვარი. ხოლო დასახლებას როგორც წესი ვუწერთ მუნიციპალიტეტის სახელწოდებას. რაა აქ გაუგებარი? ჩემი აზრით:

ამჟამინდელი:

შენარჩუნდება სტატუს-ქვო ანუ ფრჩხილები ექნება ისევ ერთს. ისე მართლა მეც დავიღალე. — ჯაბა ლაბაძე () 21:43, 22 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ჯაბას. ვიკიპედიაში ამგვარი პრაქტიკა დამკვიდრდა უკვე: გვარებზე იქმნება სტატია მრ. რიცხვში (მაისურაძეები), მხოლობით რიცხვში იწერება ცნობილი წარმომადგენლები ამ გვარიდან და ასევე სხვა მნიშვნელობები (მაისურაძე), ყველა სხვა მნიშვნელობას კი ფრჩხილები უნდა. შესაბამისად, ვიზიარებ ჯაბას აზრს და გავიმეორებ სტატიების მომავალ მდგომარეობას:
ვიკიციტატა
„* ლესელიძე – უნდა იყოს ცნობილი ლესელიძეები
P. S. რაღა მაისურაძეს ეცით? :)) — დავით პასუხი 13:13, 23 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკრიჭები ჩემ გვარსაც ხომ ვეცი? — ჯაბა ლაბაძე () 13:53, 23 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ამიხსნა როდის ვიყენებთ სათაურში (მრავალმნიშვნელოვანი)-ს? თუ მხოლოდ გვარებთან მიმართებაშია ასე? --ცანგალა () 14:00, 23 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
გვარის შემთხვევაში ყოველთვის ასეა. გვარზე იწერება სტატია მრ. რიცხვში, ხოლო მხ. რიცხვში ამ გვარის ცნობილი წარმომადგენლები (ეს წესი არსად წერია, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს ამას). სხვა შემთხვევებში (მრავალმნიშვნელოვანი) ეწერება ისეთ გვერდებს, როდესაც სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობიდან ერთ–ერთს უპირატესობა აქვს მინიჭებული. მაგალითად, რუსთავი (ეს პირველადი მნიშვნელობაა) და რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი). თუკი სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობიდან ყველა თანაბარმნიშვნელოვანია და არცერთი არაა პირველადი, მაშინ მმ კეთდება ფრჩხილების გარეშე. კიდევ ერთხელ, გვარებს ეს არ ეხება, აქ ერთგვაროვანი პრაქტიკა გვაქვს. — დავით პასუხი 14:08, 23 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

სათაურში მრავალმნიშვნელობის გამოყენების ასახსნელად:

ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ლესელიძე სხვა დასახლება არაა, ესეც ჩაისმევა ფრჩხილებში რადგან ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა არის გვარ-სახელი. — ჯაბა ლაბაძე () 18:26, 23 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 19:11, 24 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა გაკეთდა? ისევ ისეა ყველაფერი. ტყუილად იკამათეტ. --გუგბერა განხილვაწვლილი 19:33, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩეხურ ვიკიპედიაში დიდი ბარდაგი და რუსული პროპაგანდაა. ზოგიერთი მომხმარებელი აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს დამოუკიდებელ აფხაზეთის ტერიტორიად მოიხსენიებს. მე ვასწორებ როგორც შემიძლია, მაგრამ დროშიც ჩასწორება არვიცი როგორ ხდება... გამოცდილ ვიკიპედიის მომხმარებლებს ვთხოვ აღნიშნულ სტატიაში, ჩეხურ ვიკიში ჩაასწოროთ რუკები და ცალკე აღნიშნული აფხაზეთის ნაცვლად შეიტანოთ ერთიანი საქართველოს რუკა. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი