განხილვა:კურთხეული გაზაფხული

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (7 თებერვალი, 2021).

რეკომენდირებული ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

როგორც ვიცი, სტატიაში მხოლოდ ლიტერატურის სექციას ვაკეთებთ და არა რეკომენდირებული ლიტერატურისას. მემგონი, აჯობებს ლიტერატურის სექციაში გავაერთიანოთ იგი. და კიდევ, თარგი:ავტორიტეტული წყარო ჩავსვი, რის შემდეგაც სტატიაში გამოისახა კატეგორია:ვიკიპედიის სტატიები, რომელშიც გამოყენებულია MusicBrainz work იდენტიფიკატორი — იქნებ გაასწოროს მცოდნემ. Gobrona განხილვაწვლილი 13:27, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურა არის სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა, რომელიც ტექსტში ციტირებულია, გამოყენებულია და სქოლიოშიცაა მითითებული, ხოლო რეკომენდებული ლიტერატურა არის დამატებითი საკითხავი, რომელიც იმავე თემას ეხება, მაგრამ სტატიის ტექსტთან უშუალო კავშირი არ აქვს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ერთად? არა მგონია, სადმე აკრძალული იყოს რაიმე სექციის გაკეთება, თუ ეს სტატიას მეტ სიცხადეს და ინფორმატიულობას სძენს, არც სექციების სახელები მგონია დოგმატიკური საკითხი. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 14:15, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არც მე არ ვარ მაგის წინააღმდეგი, თუმცა როგორც მახსოვს, არ ვიყენებთ. დაველოდოთ სხვა მომხმარებლებს. Gobrona განხილვაწვლილი

კატეგორიის ხარვეზი გასწორდა. გიო ოქრო 15:52, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ოქრო ხარ. იქნებ რიხარდ ვაგნერსაც გადახედო. Gobrona განხილვაწვლილი 16:59, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]