განხილვა:კოტ-დ’ივუარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპილოს ძვლის ნაპირი, სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკა - ასე ეწოდება ქსენციკლოპედიისს მიხედვით (გამოცემული 1985 წ.) (ტ. 9 გვ. 516 ). თუ ამჟამად შეიცვალა არ ვიცი. Zangala 18:39, 19 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

კი, ნამდვილად შეცვლილია და აღარ ითარგმნება.--ტრულალა () 18:41, 19 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქვეყანა წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც სპილოს ძვლის ნაპირი შესაბამისი თარგმანებით სხვა ენებზე: ინგლ. Ivory Coast, Côte-d'Ivoire ფრანგულად, Elfenbeinküste გერმანულად, Costa de Marfil ესპანურად, ساحل العاج არაბულად, Norsunluurannikko ფინურად, Ivoorkust ჰოლანდიურად, Fildişi Sahilleri თურქულად, Берег Слоновой Кости რუსულად, Costa d'Avorio იტალიურად, Costa do Marfim პორტუგალიურად და ა.შ. 1985 წლის ოქტომბერში ქვეყნის მთავრობამ მოითხოვა, რომ მისი სახელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილ იყო როგორც კოტ-დივუარი (Côte d'Ivoire) ყველა ენაზე, რის გამოც ეს ფორმა ამჟამად ოფიციალურად ითვლება.(ალსანდროს მიერ სქოლიოს ჩანაწერის ასლი). - ეს გადმოვიტანე, რადგან მკითხველს განხილვის გვერდზეც ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.Zangala 19:47, 19 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


კოტ-დ'ივუარი თუ კოტ-დივუარი? ქართულში დ' რამდენად მიღებულია? DDA 11:02, 11 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბილისი, 1989) კოტ-დ'ივუარი წერია. - Island 02:20, 23 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიის სახელია „კოტ-დ’ივუარი“. ხოლო კატეგორია შექმნილია სახელით „კოტ-დ'ივუარი“. ’ და ' სხვადასხვაა. რომელიმე ერთი ვიხმაროთ, მაგრამ რომელი? - Island (გ) 06:35, 13 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მართალია. ადრე სადღაც დაწერეს რომ სწორია ’ ეს და სტატია გადავიტანეთ, რატომღაც კატეგორიისაგან თავი შევიკავეთ, მე ვიქრობ კატეგორიაც გადასატანია. --ჯაბა ლაბა 14:37, 13 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]