განხილვა:კოსოვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კოსოვოს რესპუბლიკის სიმბოლიკები[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია ეხება რეგიონს, მხარეს და არა „კოსოვოს რესპუბლიკას“. ამიტომ დროშა და გერბი ინფოდაფიდან ამოსაღებია. – BruTe () 21:12, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ქვეყანა ხომ არ არის ამოსაღები ? – ოთოჯი განხილვა 21:14, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს ვიკიპედიის არაერთ განყოფილებაში კოსოვო როგორც რეგიონი და რესპუბლიკა ერთ სტატიაშია გაერთიანებული; ასეთ შემთხვევაში დროშა და გერბი დარჩება სტატიაში. – ოთოჯი განხილვა 21:23, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურში არ არის, რუსულში ავტონომიასა და რესპუბლიკაზე ცალ-ცალკეა სტატიები. ჩვენთან ერთ სტატიაშია გაერთიანებული ორივე და, ჩემი აზრით, ამიტომ არ უნდა მივუთითოთ რესპუბლიკის სიმბოლიკა, ისევე როგორც ავტონომიის სიმბოლიკა. ეს იგივეა, აფხაზეთის სტატიაში სეპარატისტების დროშა რომ ჩავსვათ. – BruTe () 21:38, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაშინ თუკი გვინდა შეიქმნას ცალ-ცალკე სტატიები აქედან ინფოდაფა ქვეყანა საერთოდ ამოვიღოთ. გამოვიყენოთ იგი როდესაც შეიქმნება სტატია კოსოვოს რესპუბლიკა. – ოთოჯი განხილვა 21:43, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო. ინფოდაფა რეგიონი (ან რამე მსგავსი) რომ გვქონდეს, შეგვეძლო ჩაგვესვა აქ. – BruTe () 21:55, 2 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ავტონომიურ რეგიონს სერბული ადმინისტრაციული დაყოფით არ ქვია კოსოვო, ჰქვია კოსოვო და მეტოქია (ხ შეცდომაა, რადგან ტერმინი თვითონ ბერძნულია). სტატიის გაყოფა თუ გვინდა, უნდა შეიქმნას ორი სტატია: კოსოვო და მეტოქია (როგორც ავტონომიური რეგიონი) და კოსოვოს რესპუბლიკა (როგორც რესპუბლიკა), კოსოვო-ზე კი ალბათ მრავალმნიშვნელოვანი გვერდი უნდა გაკეთდეს (პრინციპში შეიძლება რესპუბლიკის შესახებ სტატიას უბრალოდ კოსოვო ეწოდოს, რადგან ამ დასახელებით სხვა რამ არც არსებობს). იგივეს ვამბობ ამდენი ხანია აფხაზეთთან დაკავშირებით: წესით ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს ორი სტატია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა, ეს ორი სულ სხვადასხვა რამეა და მათი არევა ერთმანეთში უხერხულობას ქმნის (მკითხველს ზოგჯერ ავტონომია და სეპარატიზმი სინონიმებიც კი ჰგონია!). ეს რომ ადრე ვთქვი, ლამის ერის მოღალატედ გამოვცხადდი ვიღიმი. Deu. 10:16, 3 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]