განხილვა:კოლხეთის მეფეთა სია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიაში რა ხდება? ამხელა ტექსტების წერა სქოლიოში ახალი სტილია? ან გადმოვიტანოთ ეს ტექსტი ძირითად ტექსტში ან წავშალოთ, თორემ გამოდის რომ ძირითად ტექსტზე მეტი სქოლიოში წერია. რაც შეეხება სათაურს აქაც იგივე აზრზე ვარ რაც განხილვა:ჯავახეთის სუვერენთა სიაში მიწერია. --Wiki - ჯაბა 19:36, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი სტატიაში რა ხდება, მაგრამ მომხმარებელი:Lasha-george დასაბლოკია. იხ. მომხმარებლის განხილვა:Lasha-george/არქივი 1. ინგლისურ ვიკიპედიაში აქვს მუდმივი ბლოკი. --ცანგალა 20:15, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატია წყაროა და მხოლოდდამხოლოდ კოლხეთის და ჯავახეთის სტატიებია სუვერენთა სიით მოხსენიებული, წყაროს კი ვერ შევცვლი ჯაბა, მაშინ ის წყარო არ იქნება. სუვერენი (სუვერენიტეტი) ქართულში დამკვიდრებული ტერმინია და მმართველით ის ვერ შეიცვლება, ძალიან ზოგადი გამოვა. ვიკიციტატაში გადავიტან ცოტნეიდელის სტატიას. რაც შეეხება დასაბლოკი ვარ თუ არა. თქვენთვის მომინდია, თუმცა ადმინმა უნდა გადაწყვიტოს. ინგლისურში გაწავრიანებიდან მალევე, სტატიაში განხილვის გარეშე ცვლილების გამო დავიბლოკე, შემდეგ მივწერე განბლოკვის შესახებ, მაგრამ გარკვეული დრო უნდა გავიდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 05:35, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: გეთანხმები. --Wiki - ჯაბა 17:02, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატაში დაწერილია სტატია იგივე სათაურით, წყაროდ მითითებული აქვს გაზეთი (ესეც საკითხავია რამდენად სანდოა), სადაც არა ნახსენები სიტყვა სუვერენი. ასეთი ქმედება ითვლება ვანდალიზმად. აი ამიტომაა დასაბლოკი. --Wiki - ჯაბა 17:10, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ის სათაური ვერანაირად ვერ მიეთითება, რაც ცოტნეიდელის სათაურია და რა ვუყოთ, შენც ხომ კარგად იცი. სანდოობას რაც შეეხება, ტომეულებია გამოსული და სანდოობა ლეგენდებთან მიმართებაში ნამდვილად საეჭვოა, მაგრამ რა ვქნათ ეხლა? მეგარონი და მენერტასი ნამდვილად მითითებულია სხვადასხვა წყაროებში, მაგრამ არ ვიცი წყაროების დასახელება. სუვერენი კი წყაროშია მითითებული ჯაბა, თორემ მონარქსაც არაუშავს, მაგრამ წყაროა და სახელი როგორ შევცვალოთ? სახელდობრ სუვერენი – უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელს ნიშნავს, მაგრამ ზუსტი ქართული შესატყვისი იმიტომ არ არსებობს, რომ უცხო წარმოშობის სიტყვაა და თანამედროვე ქართული ლექსიკონი ყველაფერს არ თარგმნის როგორც ასეთი. სუვერენიტეტი – ხელისუფლების უზენაესობას და მის დამოუკიდებლობას ნიშნავს და ქართულში გამოიყენება (ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ა.შ.), მაგრამ სუვერენი რატომღაც არა. ახალი ქართულის დამკვიდრებას არ ვცდილობ, მაგრამ ნუ გამოეკიდები ამ სიტყვას, რადგან შეცდომა არაა ნამდვილად. სუვერენი იქ იმიტომ არაა ნახსენები ჯაბა, რომ ის სხვა წყაროა, ეგ რაშუაშია? მაშინ სანდოობას თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ წავშალოთ? ანალოგიურ უკრაინულ გვერდზე ვმეორდები, მითითებულია მენერტასი, მეგარონი და სხვ. მეფეები, მაგრამ წყარო არ აქვს მითითებული, აქ წყარო მითითებულია და რა პრობლემაა? ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: კოლხეთის სუვერენთა სია ესაა პრობლემა? მაშინ მონარქთა სია რომ მივუთითოთ კოლხეთს, ჯავახეთზე რა ვქნათ, ისინი მონარქები რომ არ არიან? წყაროს ვერ ვახტები, ესაა პრობლემა.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:35, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
სწორედ წყაროს გადაახტით და საკუთარი მოსაზრებით შემოიტანეთ სტატია ვიკიციტატაშიც. მე მოვრჩი საუბარს და უფრო მყარად მგონია, რომ თქვენი ქმედება ვანდალიზმს უტოლდება. ვფიქრობ თქვენი წვლილი თავიდან ბოლომდე გადასახედია ქართულენოვან ვიკიპედიაში. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 19:07, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე გადავახტი? წყარო ანუ ციტატა რომ დაწერო ჯაბა ეს იგივეს ტოლფასია და მე როგორ გადავახტი? აქ კომპრომისი უნდა ვეძებოთ და არა დაბლოკვებით ვიმუქრებოდეთ. მადლობა წარმატებების სურვილისთვის თუ რათქმაუნდა დამცალდა. ნათქვამია მსჯელობაში ჭეშმარიტება იმალებაო. ერთი გამოსავალი ვიპოვე და ვფიქრობ უალტერნატივოა (იხ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი: მონარქია), მხედველობაში მაქვს, სიტყვა [სუვერენთა] შეცვლა, სიტყვით [მონარქთა]. გადამისამართდეს კოლხეთის სუვერენთა სია → კოლხეთის მონარქთა სიაზე, კოლხეთის სუვერენთა სიის წაუშლელად. ხო მართლა ჯაბა, თუ სახელწოდება შეიცვალა ვიკიციტატის გვერდი აღდგეს თუ შეიძლება... მადლობა წინასწარ--Lasha-george განხილვაწვლილი 05:30, 21 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

პირდაპირ საოცარია რატომ აკეთებთ ასე თვითნებურ გადაწყვეტილებებს? ვინ საუბრობს აქ რომ კოლხეთის მონარქები უნდა იყოს ამ სტატიის სათური? ესენი არც მონარქები არიან და არც სუვერენები. სიტყვა მმართველი არსებობს და ამ ტერმინს იზიარებს ქართული ისტორიოგრაფია. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ თვითნებური ქმედებებისაგან. --Wiki - ჯაბა 12:25, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

რატომ ვითომ მმართველი, სადაა მითხარი ჯაბა რომ მმართველი, როგორც ასეთი დამკვიდრდა, რომელიც ძალიან ზოგად სახელწოდებას წარმოადგენს. მმართველი შეიძლება დირექტორი იყოს ან ნებისმიერი ვინმე, რომელიც კერძო კომპანიას მართავს. იხ. მონარქი. ტექსტში დეტალურადაა განსაზღვრული თუ როგორაა დაკავშირებული სუვერენი მონარქთან. შეცდომა ნამდვილად არაა ეს ტერმინი.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:03, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მართველი ზოგადი ცნება რომაა ამიტომ სჯობს სათაურად, გარდა ამისა დამკვიდრებულიცაა, ზემოთაც დაგიწერე. თვითნებურად რომ გადაიტანე სათაური ამაზე კომენტარს არ აკეთებ? --Wiki - ჯაბა 15:36, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დღევანდელი ცვლილებები რას ნიშნავს? სქოლიოდან ხან ამოიღებ იმ უშველებელ ტექსტს ხან ისევ აბრუნებ? ეს როგორ გავიგო? გვეთამაშები? --Wiki - ჯაბა 15:39, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატაში არ შეილება და სქოლიოში ჩავსვი. მონარქი წაიკითხე, რატომ არ მოგწონს მონარქი და მოგწონს მმართველი? მმართველი "ნამესნიკიცაა" და აიეტი დანიშნულია? არსებობს [კატეგორია:მონარქთა სიები] და არა მმართველთა სიები. გიომ მითხრა ვიკიციტატაში არ გამოვა ამ სტატიის განთავსებაო, შენ თქვი სქოლიოში ახალი სტილიაო. იხ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურები 1801 წლის შემდეგ, ან/და ანალოგიური რუსული გვერდი. რამეს ხედავ უცნაურს სქოლიოში? ეს არის ახალი სტილი, ნახე ანალოგიური გვერდის სქოლიო... არავის ვეთამაშები. უბრალოდ სუვერენზე და მერე მონარქზე გამოკიდებაა და მეტი არაფერი.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:57, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

და ვინ გითხრა რომ არ არსებობს? კატეგორია:მმართველთა სიები --Wiki - ჯაბა 16:35, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ასევე ველოდები თვითნებურად სათურის გადატანაზე შენს კომენტარს. --Wiki - ჯაბა 16:36, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
თვითნებურად? რატომ არაა სწორი მონარქთა, დამიმტკიცე მაშინ და რატომაა მმართველი სწორი. მონარქის ბმული არ არის საკმარისი? სუვერეენი უფრო მონარქს ნიშნავს, ვიდრე მმართველს/ გამგებელს. მმართველი ჯაბა ლექსიკის მიხედვით რომ ვამბობ ზოგადია თქო, შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:
  1. რისამე სათავეში მყოფი, ხელმძღვანელი, უფროსი.
  2. პირი, რომელიც განაგებს რაიმე დაწესებულების, საწარმოს, მეურნეობის საქმეებს.

თვითნბურობას რაც შეეხება რამდენიმე დღე პასუხი არავინ გამცა. რამდენიმე დღე რედაქტირებას რომ ელი ვინმე პასუხის ღირსად უნდა გთვლიდეს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე, მაგრამ არა იმიტომ რომ ჩემი ახირება იყო, არამედ იმიტომ რომ სამი დღე ველოდე პასუხს, რომ მონარქი არის შესაბამისი ალტერნატიული სიტყვაა... ჩავთვალე და ახლაც ვთვლი რომ მონარქი უფრო სწორი ფორმაა ქართული ლექსიკის მიხედვით.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:39, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ თუ ვინმეს რამე აქვს დასამტკიცებელი ეს თქვენ ხართ. მოკლედ რასაც გიწერთ პასუხს არ მცემთ. კატეგორიაც მიგითითე რომ არსებობს (რასაც უარყოფდით), რაზეც არ მიპასუხეთ. ეს ადასტურებს რომ ვიკიპედიას სათანადოდ ვერ ფლობთ. თქვენი ქმედებები, ვიმეორებ, ვანდალიზმს უახლოვდება. მოკლედ უნდა შეეშვათ თუმანოვის წყაროს ამ სახით შემოტანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციას მივმართავ. მე დავასრულე. პ.ს. ხელიც მოაწერეტ რა თქვენს კომენტარს. --Wiki - ჯაბა 17:42, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მმართველი აიეტი მოსაწონია თუ მონარქი? ეს მითხარი აბა? მონარქი ეროვნული ბიბლიოთეკისეული განსაზღვრება ნახე ჯაბა, კატეგორია არაფერ შუაშია. რა მიესადაგება ისაა მთავარი. ჯაბა, მონარქთა შეცდომაა? რატომ მაინცდამაინც მმართველი? მიპასუხე თუ შეცდომაა, ეს მიპასუხე. რატომ მონარქი არა და რატომ მმართველი. მე გითხარი თუ რატომ, შენ რატომ ამბობ რომ მაინცდამაინც მმართველი. მე გეუბნები, რომ ვთქვათ არისტარქე თუ დანიშნული მეფე იყო, აიეტი არ იყო დანიშნული "მმართველი". ეს ტერმინი ექვივალენტურია რუსული "наместник"-ის, გამგებლის, ზედამხედველის, წარმომადგენლის, მეფისნაცვლის. მე ვიძახი რომ უმჯობესია მონარქი, შენ ამბობ რომ შეცდომაა და თუ რატომაა შეცდომა ამას არ მეუბნები. მე კი გეუბნები და მოვიყვანე მაგალითი თუ რა სიტყვა შეესაბამება, შენ კი უცებ კ. თუმანოვის ნარატივზე გადადიხარ. ეგ მეცნიერი ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის განთქმული მკვლევარი, მეცნიერი და ისტორიკოსი იყო და მისით სარგებლობს ბრიტანიკის ენციკლოპედია, საქართველოში კი მისი ერთი წიგნი არაა თარგმნილი და იცი რატომ? იმიტომ რომ ამას მიზეზი ჰქონდა, ის დაიბადა მეფის რუსეთში, მაგრამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მისი ოჯახი ემიგრირებულ იქნა და ის არ იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ამიტომ საბჭოთა კომუნისტურმა სისტემამ არ მიიღო მისი "ნარატივი"! და ზოგიერთი რომ ამბობს ჩვენი ისტორიკოსთა უმრავლესობა არ იზიარებსო მის მოსაზრებებს ამის მიზეზი არსებობს და თუ ზოგიერთი რამ არ გაზიარდა ჩვენი ისტორიკოსების მიერ ეს არ ნიშნავს რომ ერთი ხელის მოსმით უარი ვთქვათ მასზე. ჩვენთან კი ისტორიკოსთა უმრავლესობა თავისი მოსაზრებებით ხუნძლავდა ქრონიკებს ერთმანეთისგან განსხვავებული წლებით და არავის მოსვლია აზრად ოქროს შუალედის პრინციპით ესარგებლა, მათგან მაგალითად 7, სხვადასხვანაირ მეფეთა ქრონოლოგიას გვაწვდის, რომლებიც ერთმანეთისგან საერთოდ განსხვავებულია. თუმანოვის აკრძალვას არ ვემხრობი, ვემხრობი რომ მისი ცნობები ერთ-ერთ წყაროდ განიხილებოდეს.
  • PS. 21 თებერვალს დავწერე, განხილვაში, რომ მონარქით შეგვეცვალა სიტყვა სუვერენი, 23-ში შევცვალე და 24-ში მწერ რატომ შეცვალეო. მანამდე რატომ არავინ მომწერა საინტერესოა? მოკლეთ, ვერ მეუბნები თუ რატომაა მონარქი შეცდომა. მე ჩემი სათქმელი გითხარი ჯაბა, და თუ გინდა მმართველად გადააკეთე თუ ასე ძალიან გინდა, რასაც მე არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად და თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებს იმოქმედე.Lasha-george განხილვაწვლილი 17:50, 24 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სუვერენთა სია (ფრ.) იგივეა, რაც საქართველოს მონარქთა სია (ინგ) = საქართველოს მონარქთა სია (იტა.) = მონარქიას.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:27, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

არსებითად წყაროებში ნამდვილად ნახსენებია, რომ კოლხეთს მეფეები ჰყავდა. მონარქი გვიანდელი ტიტულატურაა, ხოლო სუვერენად წყაროში კ. თუმანოვი მოიხსნიებს... ამიტომ ჩემის აზრით მთავარ სათაურად კოლხეთის მეფეთა სია უნდა იყოს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 19:58, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]