განხილვა:კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან (2008 წლის ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვფიქრობ, რომ გადასატანია დასახელებაზე „კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან“, ვინაიდან ორიგინალში არის „The Other Boleyn Girl“, ხოლო რუსულში „Ещё одна из рода Болейн“ — სავარაუდოდ ავტორს სახელწოდება რუსულიდან აქვს ნათარგმნი და ავტორმა არ გაითვალისწინა, რომ რუსულში „одна“ უკვე გულისმხმობს მდედრობით სქესს და აღარ არის საჭირო „девушка“ და მსგავსი რამ. Gobrona განხილვაწვლილი 11:03, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ქართულად ასე თარგმნეს სხვადასხვა საიტებმა. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ერთი, ყველასთვის ცნობილი დასახელება არ არსებობს, სწორი იქნება Gobrona-ს მიერ შემოთავაზებული „კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან“.-- UndDerDie 11:08, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]