შინაარსზე გადასვლა

განხილვა:კვერცხების სროლა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერცხით სროლა ხომ არ აჯობებს?--ცანგალა () 13:16, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომ? ამ დროს კვერცხით ისვრიან რამეს თუ უშუალოდ კვერცხებს ისვრიან? მგონი როგორც არის კარგად არის. —დათო 14:10, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ. მაგრამ მხოლობითი ხომ არ აჯობებს კვერცხის სროლა?--ცანგალა () 16:12, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჰოო, ეგ სხვა საქმეა :) მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი არ ვიცი :)) —დათო 16:38, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
მე საერთოდ კვერცხების დახლა მომწონს :)--Rastrelli F 16:44, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ან დაშენა :) ა.
პს: ისე პამიდვრების სროლაზე ცალკე სტატია უნდა დაიწეროს, თუ ერთიდაიგივე სოციალური მოვლენაა? ა.

ჩავიხედე ქეგლ-ში. დახლა (დახლისა) სახელი დაახლის ზმნის მოქმედებისა. 1. ძირს დაცემა, დახეთქება, დანარცხება; დარტყმა, დაკვრა. ბურთის დახლა || ზედ (საჭმელზე) გატეხა და დასხმა (კვერცხისა). 2. სროლა, დაცლა რამეზე (თოფისა და მისთ). დამბაჩის დახლა. ტ. 3,გვ. 1078, თბ., 1953. სროლა (სროლისა) სახელი ისვრის, ესვრის ზმნათა მოქმედებისა: 1. მოქმევით გადაგდება, ტყორცნა. 2. ცეცხლსასროლი იარაღის დაცლა 3. გადატ. ცეცხლსასროლი იარაღის ერთი დაცლისთვის საჭირო (ტყვია-წამალი). ვასომ ერთისროლა ტყვია-წამალი მომცა, მაგრამ იქვე დავწვი ნიშანზე (ვაჟა). ბადის სროლა გადატ. ხრიკების მოწყობა, მახის დაგება. სიტყვების სროლა დაუფიქრებელი, უშინაარსო ლპარაკი. ტ. 6, გვ. 1146, თბ., 1960; დაშენა (დაშენისა) სახელი დაუშენს ზმნის მოქმედების, - ზედიზედ, გაბმით სროლა (ქვებისა, თოფებისა, ზარბაზნებისა...). ტ. 3, გვ. 959, თბ., 1953.კვერცხს დახლა უფრო მიესადაგება. --ცანგალა () 18:01, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მადლობა განმარტებებისთვის, ძალიან სასარგებლოა. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ შემთხვევაში კვერცხს ტაფაზე კი არ ახლიან, არამედ უშენენ რაიმე ობიექტს (ან სუბიექტს), ქვების სროლის მსგავსად. - ალ-ო     @ 18:12, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

[1] - აი ნახე რა ვიყოვე.--ცანგალა () 18:22, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ლოლ, ანუ მე სწორად მითქვამს :) ა.
ყველა ვარიანტი მართალია, იმდენად რამდენადაც არსით სროლის სინონიმებია :) მაგრამ დახლა იმიტომ გამახსენდა, რომ განმარტებები რაც ცანგალას უწერია ქეგლ-იდან, ეწერა ნ. ჩუბინიშვილსაც თავის საბასეულ ყაიდაზე გამართულ ლექსიკონში, რაც მის ერთ-ერთ "მინუსადაა" მოსხენიებული კომენტარებში. მიზეზად კი ის იყო დასახელებული რომ დახლას, საუბრისას ხახლხი უმეტეს შემთხვევაში იყენებს კვერცხთან მიმართებაში, და არა მარტო ტაფაზე :) მოკლედ, როგორც არის მგონი კარგია, და ალსანდრომ სწორად შენიშნა, პომიდვრების სროლაც იგივე სოციალური მოვლენაა.--Rastrelli F 06:26, 30 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]