განხილვა:კატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქართულად მართებულია კატარი. ქსე, ტ. 3, გვ. 629, თბ., 1978, სტატია "დოჰა". აგრეთვე უნდა გაკეთდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი.--ცანგალა () 09:49, 5 დეკემბერი 2007 (UTC)

მე არ ვიცი არც არაბული და არც გეოგრაფი ვარ, მაგრამ რამდენდაც ჩემი მეგობარი გეოგრაფებისგან ვიცი ამ ქვეყნის სწორი ქართული ფორმა ყატარია. კატარი ქსე–ში რუსული გავლენით წერია.

ქართულში დამკვიდრებულია კატარი - აქ რუსული გავლენაა თუ არა ეს უკვე სხვა საკითხია. როდესაც შენი მეგობარი გეოგრაფები დააყენებენ საკითხს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში (15 კაცის შემადგენლობა), რომელიც ამჟამად ენის სამმართველოსთან არის შექმნილი ეს უკანასკნელი კი განათლების სამინისტროს ეკუთვნის მაშინ კი ბატონო იყოს ყატარი. მანამდე კი ეს გვინდა თუ არ გვინდა კატარი რჩება (სანამ კანონი არ შეიცვლება, ყოველთვის ძველი კანონია მომქმედი). საინტერესოა როგორ წერია "საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიულ ლექსიკონში" (1988 - თუ არ ვცდები ამჟამად ახალი გამოიცა საქართველოში ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნის). დაველოდოთ ახალ მართლწერის დაკანონებას, ხოლო მანამდე პატივი უნდა ვცეთ ძველ კანონს და დავემორჩილოთ მას.--ცანგალა () 22:02, 23 აპრილი 2008 (UTC)
სტატიაში მაინც მიეთითოს ალტერნატიულ სახელწოდებად— mebadury განხილვაწვლილი 09:57, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)