განხილვა:იბერიულ-კავკასიური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:კავკასიური ენები)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ტერმინი „კავკასიური ენები“[წყაროს რედაქტირება]

კავკასიური ენები – ენათა ამგვარი ჯგუფი არ არსებობს. არსებობს სამხრეთ კავკასიური (იგივე ქართველური), ჩრდილო-დასავლური (იგივე აფხაზურ-ადიღური) და ჩრდილო-დასავლური (იგივე ნახურ-დაღესტნური) ენები, თუმცა ამ ჯგუფების ნათესაობა ლინგვისტების მიერ არ დასტურდება, შესაბამისად კავკასიური ენები ვერ იქნება მათი გამაერთიანებელი ტერმინი. სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობდა განხილვა ინგლ. ვიკიშიც, რის შედეგადაც სტატიას ეწოდება Languages of the Caucasus. მგონი ჩვენც უნდა მივბაძოთ და სტატიას ვუწოდოთ კავკასიის ენები. აქ უკვე შეგვეძლება ჩავწეროთ არა მარტო ის ენები, რომელთაც სახელებში კავკასიური ურევიათ, არამედ სომხურიც (ინდო-ევროპული), აზერბაიჯანულიც (თურქული), ანუ ყველა ის ენა, რომელზეც კავკასიაში საუბრობენ. – BruTe () 16:24, 7 იანვარი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ჩემი აზრით, სათაურის შეცვლა არ არის საჭირო. „კავკასიური ენები“ ჩამოყალიბებული ტერმინია. მართალია, მთლიანი „კავკასიური ენები“ ერთ ენათა ოჯახად ვერ ითვლება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ასეთი ცნების არსებობას, როგორც გეოგრაფიული გაერთიანება (ინდოევროპული, თურქული და სხვ. ენების ჩაუთვლელად). ჰიპოთეზაც არსებობს ამ სამი ენათა ოჯახის ნათესაობაზე. - Island (გ) 08:53, 8 იანვარი 2011 (UTC)Reply[უპასუხე]

ჩემი აზრით სათაური შესაბამისია , არსებობს სამხრეთული , ჩ.დასავლური და ჩ.აღმოსავლური . გასაგებია ,რომ ნათესაობა არაა დადასტურებული ,მაგრამ არსებობს ასეთი მოსაზრებაც რის თანახმადაც კავკასიის ენები ერთი ოჯახია. ბევრ ლინგვისტურ უცხოურ რუკაზე გვხვდება ასეთი ტერმინიც თუნდაც ,როგორც კავკასიური სივრცის ენები. რაც შეეხება ინგლისურ ვიკიპედიაში არსებულ სტატიას Languages of The Caucasus ჩვენც შეგვიძლია დავწეროთ სტატია კავკასიის ენები სადაც კავკასიაში გავრცელებული ყველა ენა შევა.()

ინგლისელებს არა აქვთ სწორად, ენათმეცნიერებაში ტერმინი „კავკასიის ენები“ არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს „ევროპის ენები“. არსებობს „ინდოევროპული ენები“ და არსებობს „კავკასიური ენები“. ამ ენათა ნათესაობა სადაოა, მაგრამ ასეთი კონსტრუქცია, როგორიც ინგლისურ ვიკიპედიაშია, არაა ენათმეცნიერებაში სწორი. შეცდომას ნუ გავიმეორებთ. Deu. 16:25, 15 იანვარი 2016 (UTC)Reply[უპასუხე]
გეთანხმები მაგრამ ამ სათაურით სტატიებია ათეულობით ენებზე.. ყოველ შემთხვევაში ცხადია პრობლემა - სტატია კავკასიური ენები (შესაძლოა ამის სათაური იყოს ასევე იბეროკავკასიური ენები) არ უნდა იყოს მიერთებული იმ ბმულებზე რომლებზეც ეხლა არის

-IrakliGuna განხილვაწვლილი 16:34, 15 იანვარი 2016 (UTC)Reply[უპასუხე]

ზოგ ენაზე ისეა, ზოგზე ასე. გერმანულად კავკასიური წერია, მაგალითად. რაც შეეხება ტერმინ „იბეროკავკასიურს“, საერთაშორისო ენათმეცნიერებაში ეს ტერმინი მოძველებულად ითვლება, რადგან მისი მიკერძოებულობის გამო (სათაურში „იბერიის“ ცალკე გამოტანის გამო) მიუღებელ ტერმინად მიაჩნიათ. დღეისათვის დამკვიდრებული და მიღებულია ტერმინი კავკასიური ენები, რაც აღიარებულია ნეიტრალურ დასახელებად. კავკასიის ენები — ასეთი სტატია ისეთივე გაუმართლებელი იქნება, როგორიც მაგალითად ევროპის ენები. ასეთი კატეგორია არ არსებობს ენათმეცნიერებაში. Deu. 16:38, 15 იანვარი 2016 (UTC)Reply[უპასუხე]
და მაინც, თუკი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წერენ უცხოურ ვიკიპედიაში ამჟამინდელი ბმულების მიხედვით: აფხაზური, ალემანური, ბავარიული, ბულგარული, ჩეხური, დანიური, გერმანული, ფინური, ფრიზული, ხორვატული, ლათინური, მაკედონური, ნიდერლანდური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, სერბულ-ხორვატული, სლოვენიური, შვედური უკრაინული — ეს ის ვიკიპედიებია, რომლებიც წერენ კავკასიურ ენებს. ინგლისური, რუსული, ესპანური, სომხური, სერბული — ეს ის ვიკიპედიებია, რომლებიც წერენ კავკასიის ენებს. სხვა ენები უბრალოდ არ ვიცი :). Deu. 16:52, 15 იანვარი 2016 (UTC)Reply[უპასუხე]
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამჟამინდელი ბმულების უმრავლესობა სწორედ კავკასიურ ენებს ეხება და არა კავკასიისა. რომელ ვიკიპედიაშიც უწერიათ კავკასიის, იმათ შეასწორონ... Deu. 16:53, 15 იანვარი 2016 (UTC)Reply[უპასუხე]

კავკასიურ ენათა ნათესაობა[წყაროს რედაქტირება]

რატომ არის აქ საუბარი იმაზე, რომ კავკასიურ ენათა ნათესაობა არ დასტურდება? ვერ ვხვდები როდესაც ქართული სამეცნიერო სკოლა ამ ენებს ერთ ოჯახად აკონკრეტებს?! არნოლდ ჩიქობავაც და ჯავახიშვილიც მიიჩნევდნენ რომ ეს ენები ერთ ენობრივ ოჯახში უნდა დაკონკრეტდეს. თანამედროვე მეცნიერება ითვალისწინებს იმასაც რომ ეს ხალხები ანთროპოლოგიურად და კულტურულად მონათესავენი არიან. რაც შეეხება ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ, აღმოსავლურს და სხვა ოჯახებს ეს ტერმინები მხოლოდ რუსულ სამეცნიერო წრეებში გამოიყენება. დასავლეთშიც მიღებულია ამ უკანასკნელის გავლენით (თუმცა არა ზუსტად) და რა მიზანსაც ისახავს რთული მისახვედრი არაა. ჩემი აზრით ქართული ვიკიპედიის სტატიები დიდ წილად უნდა დაეყრდნოს ქართულ სამეცნიერო სწავლებას მითუმეტეს როცა საქმე ეხება კავკასიოლოგიურ სკოლას რომლის მთავარი კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. --ნ.ჯოხაძე 19:12, 21 აგვისტო 2016 (UTC)

იმიტომ რომ თანამედროვე შედარებითი ლინგვისტიკა მიიჩნევს რომ სამხრეთკავკასიური (ქართველური) არ ენათესავება ჩრდილოკავკასიურებს და შესაძლოა ჩრდილოდასავლეთკავკასიურიც არ ენათესავება ჩრდილოაღმოსავლეთკავკასიურს. ჩიქობავა და ჯავახიშვილი, დიდი ალბათობით, ცდებოდნენ. ის, რომ ისინი დიდი ენათმეცნიერები იყვნენ, არ ნიშნავს რომ შეცდომა არ შეიძლებოდათ მოსვლოდათ. ფაქტი ისაა, რომ ქართული ენათმეცნიერების გარდა, არცერთი საენათმეცნიერო სკოლა ქართველურს არ აკავშირებს ჩრდილოკავკასიურთანწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.54.234.213 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

უდამწერლობო[წყაროს რედაქტირება]

უდამწერლობოა სწორი ფორმა თუ უმწერლობო? გიო ოქრო 09:30, 1 მარტი 2020 (UTC)Reply[უპასუხე]