განხილვა:იბერიული ომი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ენისათვის უფრო ბუნებრივი არ იქნება იბერიის ომი? გიო ოქრო 21:05, 6 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ეგრისის დიდ ომს მეორე სახელად ლაზური ომი უწერია, ასევე გოთური ომები, ამის მიხედვით დავწერე იბერიული. --ზურა 6446 07:22, 7 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
ქართულ წყაროებშია ლაზური ომი და გოთური ომი? თანაც, გუთებია ქართულად ალბათ უფრო სწორი. გიო ოქრო 08:55, 7 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, რომის ომებს ასეთი სახელები აქვთ. ასეა მითრიდატული ომები, გალური ომები, ეტრუსკული ომები, სიცილიური ომები, სამნიტური ომები, პართიული ომები, ლათინური ომები და ა.შ. ქართული წყაროები ამ ომების შესახებ არ არსებობს, პირველადი წყარო ყველა უცხოურია და იმიტომ გვაქვს სახელები, რომლებიც უცხოელებმა (კერძოდ ამ შემთქხვევაში რომაელებმა) შეარქვეს ამ ომებს. --ზურა 6446 14:22, 7 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
ლათინური Bellum Ibericum შეიძლება ითარგმნოს როგორც იბერიის ომი, ისე იბერიული ომი. აქ ცალსახად ერთი არ არის. უნდა დავწეროთ ისე, როგორც ამას ენა და ლიტერატურა მოითხოვს. გვაქვს ეგრისის ომი, შესაბამისად ლოგიკური იქნება იბერიის ომი. თუმცა, თუკი წყარო არის გალურის, იბერიულის ან პართიულის დამადასტურებელი, შეიძლება იბერიულიც დარჩეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ გადასატანია. გიო ოქრო 15:46, 7 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]