განხილვა:იბერიის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია იბერიის სამეფო არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy იბერიის სამეფო ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2008 წლის 18 მაისი).

ივერია თუ იბერია?[წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ხალხის ენის ლექსიკაში აღბეჭდილია ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი. ეს კი საშუალებას იძლევა დადგინდეს ამ თუ იმ ხალხმა ისტორიის რომელ მონაკვეთში განიცადა ბერძნული ენის გავლენა. ამის გასარკვევად მრავალი ფაქტორი შეიძლება იქნეს განხილული. ამჯერად, ყურადღებას შევაჩერებ ბერძნულ ენაში თანხმოვან ბ (ბეტას) გამოყენების ზოგიერთ ასპექტზე. ძველ ბერძნულში, ანუ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან ახ.წ. IV საუკუნემდე, გამოიყენებოდა ბ თანხმოვანის შემცველი ტერმინები: ბაბილონია, ბარბაროს, ბასილეუს, ლიბიე (ლიბია). შუა საუკუნეების, ანუ ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). მაგალითად, ძველ საბერძნეთში ბერძენისათვის მეფის აღმნიშვნელი სიტყვა გამოითქმებოდა, როგორც ბასილეუს (ქართულად ბასილი). ბიზანტიური ხანის ბერძნულში კი უკვე, როგორც ვასილეუს (რუსულად ვასილიი). ქართველები იმ უძველეს ხალხთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებმაც ბერძნულ სამყაროსთან ადრეულ ეპოქაში დაამყარა ურთიერთობა (ოქროს საწმისის მითი ცარიელ ნიადაგზე არ შექმნილა). ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი აღბეჭდილია ქართული ენის ლექსიკაში, რასაც მოწმობს უამრავი ტერმინი, რომლებიც სწორედ უძველესი პერიოდიდან არის დამკვიდრებული ქართულ ენაში: ბარბაროსი, ბასილი და სხვა მრავალი (მე დავთვალე ასამდე). იგივე ტერმინები ქართველებთან შედარებით, მაგალითად, სლავებში დაახლოებით 2 ათასი წლის (!!!) შემდეგ, შუა საუკუნეების ბიზანტიური ბერძნულიდან იწყებს დამკვიდრებას: Варвар, Василий და სხვა მრავალი (იხილე, თანდართული შედარებების სია). ცხადია, რომ რუსებთან სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგანაც ეს ხალხი ისტორიაში არათუ ძველი ბერძნული ცივილიზაციის დროს, არამედ ბიზანტიის იმპერიის შექმნა-განვითარების საწყის ეტაპზეც კი არ ჩანს. შესაბამისად, მათ საკუთარი ენა გაამდიდრეს, შედარებით ახლო ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეების ბიზანტიური ხანის ბერძნულიდან შესული ტერმინებით. არის ზოგიერთი ისეთი სიტყვაც, რომლებიც ქართულში სხვაგვარად გამოითქმის, მაგრამ ბერძნული ენის ზემოთ აღნიშნული სპეციფიკა აისახა სლავურში, მაგალითად, ქართულ ენაზე - ეშმაკი, ძველბერძნულ ენაზე გამოითქმებოდა, როგორც დიაბოლოს, ბიზანტიის პერიოდის ბერძნულ ენაზე კი დიავოლოს, რუსულშიც, რაკი ეს ტერმინი ამ პერიოდში იქნა ნასესხები, გვაქვს დიავოლ. უდავოა, რომ ქართული ტრადიციიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ ტერმინი იბერია, როგორც ეს ძველ ბერძნულსა და ქართულში იხმარებოდა და არა ივერია, როგორც ეს ბიზანტიურსა და რუსულში იხმარებოდა. რატომ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ისტორიულ მეწინავეობაზე (თუნდაც მცირე ნაწილში).

სანიმუშო შედარებების ნუსხა: ქართულ ენაზე–რუსულ ენაზე 1. აბელი - Авель 2. აბესალომი - Авессалом 3. ალფაბეტი - Алфавит 4. აბრამი - Авраам 5. არაბეთი - Аравия 6. ბალტასარი - Валтасар 7. ბარბალე - Варвара 8. ბარბაროსი - Варвар 9. ბართლომე - Варфоломей 10. ბასილი - Василий 11. ბეთლემი - Вифлеем 12. ბენედიქტე - Венедикт 13. ბესარიონი - Виссарион 14. ბიზანტია - Византия 15. ბიკენტი - Викентий 16. ბიქტორი - Виктор 17. ებრაელი - Еврей 18. ევსები - Евсей 19. ზაბულონი - Завулон 20. ზორაბაბელი - Зорававель 21. თუბალი - Тувалкаин 22. იბერია - Иверия 23. იაკობი - Иаков 24. იობი – Иов 25. ლიბანი - Ливан 26. ლიბია - Ливия 27. ნაბუქოდონოსორი - Навуходоносор 28. ქერუბიმი - Херувим 29. რაბინი - Раввин 30. რებეკა - Ревека 31. რუბენი - Рувим 32. საბა - Савва 33. სებასტოპოლისი - Севастополь 34. ტობია - Товит და სხვ.

ჰენრი კუპრაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საინტერესო ფაქტია პროფესორმა ჯერ ვიკიპედიაში გამოაქვეყნა და შემდეგ გაზეთ „რეზონანში“. ვიღიმიცანგალა () 09:33, 13 დეკემბერი 2007 (UTC)

framgil versiashi aseve aris mefeebis chamonatvali. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 19:50, 22 იანვარი 2008 (UTC)

ისე, საინტერესოა კავკასიის უძველესი ქვეყნების წარმოსაჩენად, არცთუ უძველესი ძვ.წ.II ს–ის მდომარეობის მოყვანა, სადაც სომხეთს იბერიის დიდი ნაწილი მიტაცებული აქვს ვიღიმი --Rastrelli F.B. 18:22, 26 იანვარი 2008 (UTC)

პირველი სურათი მხოლოდ ერთ საუკუნეს მოიცავს (თუ წარწერას დავუჯერებთ), მეორე კი თითქმის მთელ ათასწლეულს. ჯობია მეორე იყოს მთავარი სურათი. თან პირველის სიმართლე ცოტა სადაოა, სომხებს ამხელა ტერიტორია დიდი ხნით არასდროს ჰქონიათ. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 03:08, 27 იანვარი 2008 (UTC)

რუკები გადავანაცვლე, მგონი მართლაც ასე ჯობია Rastrelli F.B. 06:27, 3 თებერვალი 2008 (UTC)

გალერეა საცოდავად გამოიყურება, ცოტა მეტი სურათები ჯობდა ალბათ :). კიდევ, ქვევით რაიმე ინფადაფის თარგის ჩასმა არ იქნებოდა ურიგო (მაგ. რამე საქ. ისტ. სახელმწიფოები ან მისთ.). - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 01:03, 8 თებერვალი 2008 (UTC)

ინფოდაფებში ვერ ვერკვევი ჯერ :), საინტერესოა იბერიაში (ქართლში) მეფობის გაუქმების შემდგომი ისტორია თუ უნდა ჩავწეროთ? მართალია მეფობა გაუქმდა მაგრამ ქართლი არსებობას განაგრძობს, თუმცა არა როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არამედ როგორც ირანის პროვინცია--Rastrelli F.B. 17:17, 23 თებერვალი 2008 (UTC)

{{ინფოდაფა ყოფილი ქვეყანა}} - ამის ჩასმა იქნებოდა აქ კარგი. ა.

მგონი რაღაც გამომივიდა :)))--Rastrelli F.B. 09:46, 26 თებერვალი 2008 (UTC)

ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო?[წყაროს რედაქტირება]

ადრეფეოდალურის მნიშვნელობა მითხარით. --Zolokin განხილვაწვლილი 21:12, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

გავრცელებული ცნობით?[წყაროს რედაქტირება]

ვის მიერ გავრცელებული ცნობით? "კვირის პალიტრის" თუ "ალია"–სი?--Zolokin განხილვაწვლილი 21:14, 25 დეკემბერი 2010 (UTC)

არისტოკრატი ფარნავაზი(ფარსმანი)?[წყაროს რედაქტირება]

არისტოკრატი ფარნავაზი? სად ამოიკითხეთ ამგვარი რამ?

ფარსმანი? წყარო?--Zolokin განხილვაწვლილი 13:03, 26 დეკემბერი 2010 (UTC)

გვერდის გადატანა[წყაროს რედაქტირება]

გვერდის გადატანა როგორ ხდება აქ ქართულ ვიკიზე? "move request" სად და როგორ კეთდება აქ? Jaqeli განხილვაწვლილი 01:51, 8 ივნისი 2014 (UTC)

განხილვის გარეშე არაფერი არ გადაიტანო. ჯერ განიხილე. - ოთოჯი განხილვა 07:16, 8 ივნისი 2014 (UTC)
აქ "move request"-ის ფუნქცია არ არსებობს? იბერიის სამეფო-ზე მინდა რომ გადავიტანოთ. ჯაყელი 12:21, 8 ივნისი 2014 (UTC)
რას ნიშნავს 'მინდა'? და რატომ გსურთ, გადაიტანოთ, განიხილეთ მიზეზები და ერთად დავადგენთ, გადავიტანოთ თუ არა. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:28, 8 ივნისი 2014 (UTC)

აუცილებელია სათაურშივე აღინიშნოს ის სახელმწიფოებრივი მოწყობა რაც არსებობდა. ამჟამინდელი სახელი "იბერია" მხოლოდ რეგიონის ან ჩვეულებრივი ადგილის სახელს წარმოადგენს და აუცილებელია სახელმა წარმოადგინოს ის მოწყობა რაც ავღნიშნე. იბერია იყო სამეფოც, შემდგომ საერისთავო და ამიტომაც სჯობს განვაცალკავოთ. ასე რომ სჯობს გადავიტანოთ. ჯაყელი 16:07, 9 ივნისი 2014 (UTC)

გასაგებია. იბერიის სამეფოზე გადატანას გვთავაზობ, როგორც ჩანს. დაველოდოთ სხვების აზრს. ერთი მომენტია, რას გვეუბნება სტატიაში არსებული ლიტერატურა ?. - ოთოჯი განხილვა 16:15, 9 ივნისი 2014 (UTC)
იბერიის სამეფო სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია დამკვიდრებული ტერმინია. სჯობს რომ გადავიტანოთ. ჯაყელი 10:11, 11 ივნისი 2014 (UTC)

ვინ არის მომხრე ან მოწინააღმდეგე იქნებ დაწეროთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ჯაყელი 05:41, 13 ივნისი 2014 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) --Henry McClean განხილვაწვლილი 06:32, 13 ივნისი 2014 (UTC)

2 მომხრე. არის ვინმე წინააღმდეგი რომ გადავიტანო? მომხმარებელი:Otogi გადავიტანოთ? ჯაყელი 01:43, 18 ივნისი 2014 (UTC)

@Otogi:. (საერთოდ, განხილვებში აქტიურობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ეცემა.) --Henry McClean განხილვაწვლილი 03:41, 18 ივნისი 2014 (UTC)

სამწუხაროდ ასეა. არაუშავს, 2-3 კაციც გავუმკლავდებით. - ოთოჯი განხილვა 07:28, 18 ივნისი 2014 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 07:29, 18 ივნისი 2014 (UTC)

ქართლის(იბერიის) მეფები[წყაროს რედაქტირება]

იბერიის მეფეთა სიის,მმართველი დინასტიებისა და ქრონოლოგიის საკითხები მართალია დღემდე დავის საგანს წარმოადგენს,მაგრამ ცალსახად ქართლის ცხოვრებაზე დაყრდნობით ამ საკითხის გადაწყვეტა საფუძველშივე მცდარი მიდგომაა,ქართლის ცხოვრების ავტორ(ებ)ის ცნობები ამ კუთხით არ ასახავენ ისტორიულ რეალობას,მინდა რამდენიმე დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.არცერთი უცხოური წყარო არ იხსენიებს იბერიაში არტაშესიდების,არშაკიდებისა და სასანიდების არსებობას.მსგავსი დუმილი განსაკუთრებით უცნაურად მოსჩანს სომეხი ისტორიკოსების მხრიდან.ამ წყაროებში იბერიის სამეფო სახლის სახელწოდება მხოლოდ ერთგანაა მითითებული,კერძოდ ფაუსტუს ბიზანტიელთან და ის არის "ფარნავაზიანები" (ქრონოლოგიურად ეს ცნობა 4 საუკუნის 70 წლებს განეკუთვნება),რაც გამორიცხავს იბერიის ტახტზე უცხოური დინასტიების ყოფნას მინიმუმ ამ პერიოდში (არსებული ვარიანტებით რომელიც ბრმად ეფუძნება ქართლის ცხოვრების ცნობებს ამ დროს იბერიაში სასანიდები მეფობდნენ). არსებობს კიდევ რამდენიმე ირიბი მინიშნება,რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართლის ცხოვრების ცნობების სისწორეს.მაგ.მოვსეს ხორენაცი ასახელებს იბერიის მეფე ქარძამს,რომელიც არსებული შეხედულებით არტაშესიდი ან არშაკიდი უნდა იყოს,საინერესოა მისი მოხსენიების ფორმა,სომეხი ისტორიკოსი მას "ვინმე ქარძამს" უწოდებს,იგივე ვითარებაა ფარსმან 1-ის შემთხვევაშიც,პართიელი უფლისწული ოროდი მასთან ბრძოლის წინ თავის ჯარისკაცებს ახსენებდა არშაკიდული დინასტიის სიდიადეს და აღნიშნავდა,რომ მათ წინააღმდეგ დგას "უცნობი იბერიელი".იმის გათვალისწინებით თუ მიმართვის რა ფორმები გამოიყენებოდა ტრადიციულად არტაშესიდი და არშაკიდი მეფეების მიმართ უნდა მივიჩნიოთ,რომ ორივე შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია იბერიის მეფეების "უგვაროებაზე". ასევე არადამაჯერებლად გამოიყურება,რომ ისეთი დინასტიური სახელი როგორიც ფარნავაზია (იხსენიება ძვ.წ.36 წელს) არტაშესიან-არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენელს ეტარებინა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ უფრო ადრეული "მოქცევა ქართლისას" ავტორი თავს იკავებს მეფეების მსგავსი დინასტიური დაყოფისგან თუმცა ერთ მნიშვნელოვან მითითებას მაინც აკეთებს,მეფე მირიანს ასახელებს არა ირანიშ შაჰის,არამედ ადგილობრივი მეფის ლევის (რევი) ძედ. დასკვნის სახით - ქართლის ცხოვრების ცნობები იბერიაში უცხოური დინასტიების მეფობის შესახებ არ დასტურდება არცერთი უცხოური წყაროებით,მეტიც,ერთგან (ფაუსტუს ბიზანტიელთან) ის აშკარად ეწინააღმდეგება უფრო ადრეულ და სანდო ცნობას.ამ ყოველივეს გათვალისწინებით,მინიმუმ არ უნდა იდებოდეს ყველგან ასე ხელაღებით იბერიის მეფეებისა და დინასტიების ის ვარიანტი რომელიც ამ სტატიაშია მოცემული. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bashi-Achuk (განხილვაწვლილი) .

სახელის შეცვლა[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო და აქტიურად მოღვაწე ვიკიპედიელებო,

იბერიის სამეფოს სახელი აუცილებლად უნდა გადავიტანოთ ქართლის სამეფო-ზე რადგანაც სახელი იბერია იყო ეგზონიმი და არა ავტონიმი/ენდონიმი. ქართლში ენა იყო ქართული, ცხოვრობდნენ ქართველები და ა.შ. იბერია იყო ქართლის საერთაშორისო იმ პერიოდისთვის უცხო სახელი ანუ ეგზონიმი ხოლო თვითდასახელება იყო ქართლი როგორც უკვე ავღნიშნე. ამიტომაც გვქონდა ქართლის ცხოვრება, ქართლის მოქცევა ისტორიული ქრონიკება და ა.შ.

გამოვდივარ წინადადაებით რომ გადავიტანოთ:

მაგალითისთვის ქართლის საერისმთავროს სახელი აბსოლუტურად მართებულადაა ქართულ ვიკიპედიაში. მისი სახელი ინგლისურ ვიკიშიც შესაბამისადაა ანუ იბერიის სახელით.

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მომხმარებელი:Cercvadze2001 მომხმარებელი:Surprizi მომხმარებელი:Beqabai მომხმარებელი:Zangala მომხმარებელი:Abandoner მომხმარებელი:M. მომხმარებელი:MIKHEIL მომხმარებელი:Jaba1977 მომხმარებელი:გიო ოქრო მომხმარებელი:David1010 მომხმარებელი:SunnyMagnus მომხმარებელი:Otogi მომხმარებელი:Henry McClean

გმადლობთ მეგობრებო! — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .

Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) გიო ოქრო 17:39, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
გამარჯობა მომხმარებელი:გიო ოქრო. პირველ რიგში დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. შეგიძლიათ მიზეზი დამისახელოთ რატომ ხართ წინააღმდეგი?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .
გაგიმარჯოს! პირველ რიგში კომენტარის შემდეგ „~~~~“-ის გამოყენებით ხელი მოაწერე მას. ხოლო რაც შეეხება სახელს: მოხსენიებულია ლიტერატურა (თანაც რამოდენიმე) სადაც იბერიის სახელითაა უფრო ცნობილი. თუ არ ვცდები ქართლი მოგვიანებით ეწოდა. გიო ოქრო 18:09, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მომხმარებელი:გიო ოქრო რას ნიშნავს ქართლი მოგვიანებით ეწოდა? იბერია იყო ეგზონიმი ქართლის როგორც გეორგია არის ეგზონიმი საქართველოსი. მას ყოველთვის ქართლი ერქვა. ქართლში ცხოვრობდნენ ქართველები, ენა იყო ქართული და ა.შ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .
ვიკიპედიაში ძირეული რედაქტირებები და მათ შორის სახელის შეცვლები ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროზე დაყრდნობით კეთდება. გაქვთ ასეთი? გიო ოქრო 18:15, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მომხმარებელი:გიო ოქრო წყაროების მეტი რა არის? Google Books-ში, Scholar-ში, Academia.edu და ა.შ. ჩაწერეთ ქართლი და იბერია და ნახავთ. ის რომ ქართლის სახელი უცხო წყაროებში იბერია იყო თქვენთვის უცნობი იყო დღემდე? თქვენ როგორ გგონიათ ადგილობრივები საკუთარ სამეფოს და საკუთარ თავს იბერიას და იბერიელებს უწოდებდნენ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .
მოიყვანეთ ლინკი ან გვერდი რომელიმე წიგნიდან. გიო ოქრო 18:24, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მომხმარებელი:გიო ოქრო გთხოვთ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .
როდესაც სახელის შეცვლაზეა ლაპარაკი აუცილებლად ქართულ ლიტერატურას უნდა დავეყრდნოთ. გიო ოქრო 18:29, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მომხმარებელი:გიო ოქრო მეგობარო, ქართველ ავტორებს ვერ ამჩნევთ იქ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) .
არსებობს 2012 წლის ოთხტომეული. მისი პირველი ტომი ხელთ არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში ვნახავ და პასუხს დავწერ. გიო ოქრო 18:36, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მე ისტორიკოსი არა ვარ და არც ვიბრალებ. ჩემი აზრით ჯობია თვითნებურ გადაწყვეტილებებს ნუ მივიღებთ. შევეკითხოთ ქართველ ისტორიკოსებს (ვიმეორებ ისტორიკოსებს და არა ერთ ისტორიკოსს, რაც არ უნდა ის განთქმული იყოს) და გადაწყვეტილება ისე გამოვიტანოთ. ისე დღეს უკვე აღარაფერი არ მიკვირს. თუ დამასკო გახდა დამასკი, იბერია რატომ არ უნდა გახდეს გინდ ივერია გინდ ქართლი და კიდევ ნებისმიერი სხვა. არც ის მიკვირს, რომ დამასკო დამასკია, ხოლო ქაიროს ისევ ქაირო ეწოდება და არა ქაირი (ორივე არაბული ქვეყნის დედაქალაქია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:39, 21 დეკემბერი 2017 (UTC)
მოგესალმებით მომხმარებელი:GiorgiXIII იბერია იყო ქართლის ეგზონიმი ანუ უცხო სახელი. ეს მსოფლიო ისტორიოგრაფიაში, ტოპონიმიკაში ცნობილია და რა არის აქ სადავო ან თვითნებური?
წყარო გვჭირდება სადა ეწერება, რომ „იბერია ქართლის ეგზონიმია“. გიო ოქრო 20:00, 21 დეკემბერი 2017 (UTC)


გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მომხმარებელი:Cercvadze2001 მომხმარებელი:Surprizi მომხმარებელი:Beqabai მომხმარებელი:Zangala მომხმარებელი:Abandoner მომხმარებელი:M. მომხმარებელი:MIKHEIL მომხმარებელი:Jaba1977 მომხმარებელი:გიო ოქრო მომხმარებელი:David1010 მომხმარებელი:SunnyMagnus მომხმარებელი:Otogi მომხმარებელი:Henry McClean მომხმარებელი:Kober

რატომ არ არის აქტივობა? გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამ მნიშველოვან საკითხზე.

გასაგებია, რომ იბერია ეგზონიმია, მაგრამ ამ სახელით ანტიკური ქართლის სამეფო ქართულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად მოიხსენიება. გვიან შუა სს. ისტორიკოსებიც იყენებდნენ სახელს "ივერია". სხვათა შორის, "კოლხეთიც" ეგზონიმია, მაგრამ ამ სახელით უფრო ვიცნობთ ძველ დასავლეთ საქართველოს. ეს არ ნიშნავს, რომ გადარქმევის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ჩემის აზრით, "იბერიაც" არანაკლებ მისაღები და მიღებული სახელწოდებაა.--Kober განხილვაწვლილი 16:04, 15 იანვარი 2018 (UTC)
მომხმარებელი:Kober პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ და როგორც სხვა დანარჩენმა თვალი არ დახუჭეთ ჩემს თხოვნაზე. მე მიმაჩნია რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ქართლის საერისმთავროს თემის მაგალითი ალბათ ნათლად ჰყოფს რომ ეს მიღებული ფორმაა. იბერია იყო ეგზონიმი და რატომ ვაკნინებთ მშობლიურ ენდონიმს ქართლს გაუგებარია. თქვენი წვლილი ვნახე ინგლისურ ვიკიში და გაოცებული დავრჩი თუ რაოდენ დიდია იგი და ამიტომაც თქვენი პოზიცია ძალიან დიდ მნიშვნელობას იქონიებს თუ დააფიქსირებთ ცვლილებაზე. ანუ თქვენ წინააღმდეგი ხართ რომ გადავიტანოთ ეს თემა ქართლის სამეფოზე? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
თანაც იმ სახელწოდებას ვტოვებთ ხშირ შემთხვევაში, რომელი სახელითაც უფრო ცნობილია. გიო ოქრო 17:11, 15 იანვარი 2018 (UTC)

საქართველო, ივერია და გიორგია[წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილი მის თხზულებაში [1] განიხილავს საქართველოს, ივერიას და გიორგიას (ხოლო ქუეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად საქართველო, მეორედ - ივერია, მესამედ - გიორგია.). ეს სამივე საქართველოს სახელწოდება ერთიდაიგივე სინონიმების მატარებელია, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში წოდებული. გეორგიას (Georgia) სახელწოდება საყოველთაოდ ცნობილი – ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ გეასგან მომდინარეობს, რომელიც ასოცირებულია მიწათმოქმედებასთან. გეას კულტი კოლხეთის სამეფოში მჭიდროდ იყო ფესვგადგმული და ებრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც მეცხოველეობა–მესაქონლეობას მისდევდნენ, ქართველები მიწათმოქმედებით გამოირჩეოდნენ, რაც დადასტურებულია მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენით, ღვინის უძველესი, 8 ათასწლიანი კულტურის ჩათვლით. მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს სახელწოდებას... რა შუაშია იბერია? იბერია, ამჟამად ქართლი, ცალკე გასამიჯნი საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ერთეულია. ჩვეულებრივ იბერია – პირენეის ნახევარკუნძულის სახელწოდება იყო და როდესაც რომაელები შემოვიდნენ ქართლში, რომელიც ქართლოსის საპატივცემულოდ დაერქვა და მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა – მსგავსად დიდი იბერიისა, რომელიც ხმელთაშუაზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორისაა, მსგავსი შედარების საფუძველზე რომაელებმა ქართლს შეარქვეს "პატარა იბერია", "პატარა იბერიაში" მოვედითო. აქედან დაერქვა ქართლს იბერია. რომის იმპერიის ჩამოყალიბებასთან ერთად პირენეის ნახევარკუნძულზე (იბერია) ჩამოყალიბდა პორტუგალია და ესპანეთი, რომელთაც მოგვიანებით ანდორა და გიბრალტარი დაემატა. პირენეის ნახევარკუნძული იბერიად აღარ მოიხსენიებოდა ქრისტიანული ეპოქიდან. გავიხსენოთ ბიბლია, რომელშიც მოციქულები უკვე ესპანეთს მოიხსენიებენ.

ამიტომ იბერია ასოცირებულია ქართლთან და არა საქართველოსთან, ივერიასთან და გეორგიასთან. ეს უდიდესი ლაფსუსია. უნდა გაემიჯნოს იბერია, რომელიც ქართლის სახელწოდებაა და საქართველო, ივერია ან/და გეორგია. საქართველოში შედიოდა კოლხეთის სამეფო, იბერია, ტაო-კლარჯეთი და ყოველი კუთხე ივერიისა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ხომ არსებობს სახელწოდება? და ხომ შეცდომაა მივიჩნიოთ ქართლის ან იბერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატად? ივერია ან/და საქართველო ნიშნავს ერთიან საქართველოს, თამარის საქართველოს.82.211.148.196 07:38, 14 აპრილი 2018 (UTC)

იბერია არ უდრის ივერიას![წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! იბერია იგივეა, რაც ქართლი. კოლხეთი იგივეა, რაც დასავლეთ საქართველო. კოლხური ენა არსებობდა და იყო წინაპარი: მეგრულის (ეგრები), ლაზურის, ჭანურის, ზანურის და აფხაზურის. მსგავსად რომის იმპერიაში გავრცელებული ლათინურისა, რომელიც ასევე დაიყო სხვადასხვა ენებად. ე. ი. იბერიას (აღმოსავლეთ საქართველო)+კოლხეთი (დასავლეთ საქართველო)=ივერიას! საქართველოს სახელწოდება ქართველთა სამეფოდან მოდის, რადგან არაბების შემოსევისგან იბერია (ქართლი) დაკარგული იყო და იბერიის საკურაპალატო იყო ტაო-კლარჯეთის სამთავრო (შემდგომში - ქართველთა სამეფო). შემდგომ, როდესაც ქვეყანა გაერთიანდა - ივერია ეწოდა. თამარის ივერია, ვიდრე ივერიის მთლიანობა დაიშლებოდა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. ქვეყანას როდესაც უცხოელები ჯორჯიას უწოდებენ სწორია, მსგავსად საბერძნეთისა, მაგრამ ბერძნები მხოლოდ თვითონ, თავიანთ თავს უწოდებენ ელადელებს. ჩვენთან მიმართვებაში კი ასეა, ჩვენ ვართ ივერიელები. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატი არსებობს და არა საქართველოსი. ივერია გაბრწყინდება და არა საქართველო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ერთიან საქართველოს ნიშნავს ივერია. ხოლო საქართველო როგორც ვიცით ქართველთა ეთნარქის, ქართლოსიდან მომდინარეობს და არა საქართველო. მოკლედ, ივერია არ არის იბერია. პატივისცემით: --ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 13:51, 28 აგვისტო 2018 (UTC)

იბერიის სამეფო[წყაროს რედაქტირება]

[2] ეს თავდაპირველი სწორი ვერსია ესპანური ვიკიპედიიდანაა. ეს უნდა ჩაენაცვლოს არსებულს, თუმცა ვახუშტის ვერსია რომ იყოს ასევე რას ფიქრობთ?:--Lasha-george განხილვაწვლილი 18:47, 11 სექტემბერი 2018 (UTC)