განხილვა:ზურაბ ხიზანიშვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@ასლამაზიშვილი, რამე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფრჩხილებში იჯარის მიწერას? წინა ვერსია არც გაწელილია და უფრო კომფორტულიცაა. – BruTe () 12:30, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

შენს მეორე ცვლილებას რაც შეეხება, გთხოვ ამ განხილვას გადახედე. – BruTe () 12:31, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
იჯარაზე მე და თაზოს გვქონდა საუბარი და არ დამეთანხმა, ვერც დავავალდებულებთ, იმიტომ, რომ რაიმე კონკრეტული წესი არ გვაქვს დამკვიდრებული, მაშინ დავამკვიდროთ, რომ არ ვიყენებთ და აღარ იქნება საკამათო არაფერი.--GagaVaa 18:20, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია რომ არ გვეთანხმება, მაგრამ მიზეზი ვერ გავიგე. ისე, ადრე კლუბის სახელის ბრჭყალებში მოქცევას იმ საბაბით ეწინააღმდეგებოდა, რომ ბრჭყალები „ინფოდაფას წელავდა“. – BruTe () 19:00, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ასეთ საკითხებზე წესს ვერ შემოვიღებთ. თარგის გამოყენება არგამოყენება მომხმარებლების პირადი სურვილია. უბრალოდ ერთმანეთში უნდა შეთანხმდეთ. მე, ჩემი მხრივ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ვიკიპედია აწყობილია თარგებზე, რაც უფრო მეტი თარგია გამოყენებული მით უკეთესი. უნდა შევიყვაროთ თარგები. გარდა ამისა, დისკუსიას ასეთ დროს თავი არ უნდა ავარიდოთ. თუ ვინმე წინააღმდეგია თარგების გამოყენებისა, მაშინ უნდა დაასაბუთოს რატომ. სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ მინდა რედაქტირების ომი დაიწყოს ამის გამო. - ოთოჯი განხილვა 19:03, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აქ საუბარი არაა თარგის არ გამოყენებაზე, თარგის გამოყენების გარეშეც გარეშეც შეიძლება იმ ვიზუალის მიღება რაც ჩვენ (ამ შენთხვევაში მე და ბრუტეს) გვინდა. კონკრეტულად საუბარია ფეხბურთელის ინფოდაფაში მისი რომელიმე კლუბში იჯარით წასვლის აღვნიშვნაზე, მხოლოდ ისრით ან ისრით პლუს ფრჩხილებში იჯარა (ან იჯარით) მიწერაზე. ადრე მეც ვუწერდი ინგლ. ვიკის გავლენით, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მეჩხირება თვალში ძალიან განში წასული ინფოდაფები და ყველანაირად ვცდილობ შევავიწროვო, მაგრამ რათქმაუნდა არა ინფორმაციის დაკარგვის და უაზრო შემოკლებების ხარჯზე. ნებისმიერი პატარა სიმბოლოც (თუნდაც ბრჭყალები), რომელსაც არანაირი ინფორმაციული დატვირთვა არ გააჩნია, ახდენს გავლენას ინფოდაფის სიგანეზე. დამეთანხმებით მომხმარებელს ინფორმაციასთან ერთად ვიზუალიც უნდა მივაწოდოთ და ეს ორი რამ უნდა იყოს აბსოლიტურად თანაბარხარისხოვანი, ვინაიდან ucoz.ru-ზე აწყობილ საიტს თუ დაემსგავსა ვიკიპედია, მომხმარებელს სურვილი არ გაუჩნდება აქ შემოსვლის. რაც შეეხება იჯარის არ მიწერას - ჯერ ერთი რჩება ისარი, რაც სპორტში მცირედით გარკვეულ ადამიანსაც მიახვედრებს, რომ აქ განათხოვრებაზეა საუბარი, მეორე - იჯარა ეს სუფთა კომერციული საკითხია და სპორტსმენს იჯარაში მყოფს გაქონდა გოლები, სანახევრო კონტრაქტში მყოფს თუ 18 წლიანი კონტრაქტის პირობებში, ყველა ვარიანტში მეორეხარისხოვანია. და ბოლოს ალტერნატივის სახით ასეთი თარგი გადმოვაქართულე რუსებისგან {{იჯარა}}, რაც მემგონი სრულ სურათს ქმნის. მემგონი ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა და წესის დამკვიდრება სრულიად შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ კონსესუსს მივაღწევთ--GagaVaa 20:24, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კიდე ერთი, ჩემი აზრით კლუბის სახელის დაპატარავებას გაცილებით ჯობია, სწორედ ამ საკრალურ იჯარას გავუკეთოთ მინიმაიზი. ჩემი აზრია.--GagaVaa 20:31, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხშირად ვაკეთებდი სტატიებს რუსული ვიკიპედიის მიხედვით და ეგ თარგი არასდროს არ მომდიოდა თვალში. როგორც თქვი სპორტში მიცირედით გარკვეულს მიახვედრებს რომ იჯარით არის ფეხბურთელი იმ კლუბში, მაგრამ მარტო მათთვის ხომ არ არის ვიკიპედია? ძველ ვერსიაში ყველაფერი თვალსაჩინოდაა და ჩემი აზრით ვიზუალიც უკეთესი აქვს, გაწელვის შემთხვევაში შესაძლებელია კლუბის სახელის შემოკლება. გასათვალისწინებელია @დათოს და @გრიგოლის აზრიც.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 09:47, 15 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სანაკრებო მატჩები[წყაროს რედაქტირება]

soccerway-ზე მითითებულია 90 მატჩი, transfermarkt-ზე - 94, sportall.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში (აღარ მახსოვს ზუსტად) ასე ეწერა, 100 მატჩამდე 7 აკლიაო, ჩვენ გვიწერია 91. მოკლედ, დასაზუსტებელია --M. განხილვაწვლილი 10:51, 22 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]