განხილვა:ზურაბ გეგენავა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს გვერდი წასაშლელი ხომ არაა ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:55, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პაატა რატომაა წასაშლელი? ერთი შეხედვით მიზეზი ვერ ვნახე. --JABA 1977 12:57, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ადამიანი მოქმედი ბიზნესმენია, აქვს ხანგრძლივი კარიერა (40 წლისაც არაა ჯერ), მითითებულია ბმულები, დაკავშირებული მის კარიერასთან (სქოლიო არ აწყენდა). ვერც მე ვხედავ წაშლის მიზეზს. --Henry (მომწერეთ) 13:09, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

@პაატა შ: ყურადღებით თუ გადაიკითხავ სტატიას, მიხვდები, რომ სტატია წასაშლელი არ არის. - ოთოჯი განხილვა 18:40, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გარდა იმისა, რომ ამ ადამიანმა შექმნა კომპანია მის სხვა მნიშვნელოვან მიღწევას ვერ ვხედავ. რამდენი კომპანიასაც დაარეგისტრირებენ ყველას შესახებ ხომ არ უნდა იყოს სტატიები. მგონია უფრო მეტი ღირებული ღვაწლი უნდა ქონდეს საზოგადოების წინაშე მის შესახებ სტატია რომ იყოს.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 20:24, 27 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პაატა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შენი პირადი აზრია, მეტად არასერიოზულად ჟღერს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სტატია საერთოდ არ წაგიკითხავს ან უბრალოდ ჯიუტად აწვები საკუთარ აზრს. განა მარტო მის მიერ გახსნილ კომპანიაზეა აქ საუბარი? სტატიაში არ წერია, რამდენი რამ აქვს გამოვლილი? ფესტივალი „მანა“, მაგალითად, „პადზემკის“ დონის კონცერტი ხომ არაა? გარდა ამისა, არის დამაარსებელი ფესტივალისა, რომელიც უკვე 5 წელი ტარდება (თუ ამ მონაცემებს დავუჯერებთ). რომელ 'მეტ ღვაწლზეა' საუბარი, როდესაც სტატია ყველა კრიტერიუმით შეესაბამება ხარისხიანი სტატიის პარამეტრებს, ამდენი რაღაც წერია. 1-2 ფაქტი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ კაცს მართლაც ხანგრძლივი კარიერა აქვს და აშკარად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უბრალოდ არ წაგიკითხავს.

დავითვალე - დაახლოებით 13 სხვადასხვა ღონისძიების და ორგანიზაციის ინიციატორ-მონაწილე იყო - ეს საკმარისი მინიმუმია (ციფრებში) იმისთვის, რომ ადამიანის საქმიანობა ჩაითვალოს, როგორც მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, მნიშვნელოვანი ღონისძიებები იყო ის, რაც აღნიშნულია სტატიაში. მოდი ასე შევაბრუნებ - რატომ მიგაჩნია არასერიოზულად აღნიშნული 13 ღონისძიებიდან თუნდაც რამდენიმე? --Henry (მომწერეთ) 20:55, 27 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

უკვე რამდენჯერმე წავიკითხე ეს სტატია :), არცერთი იმ დონის ღონისძიება არაა რომ აღნიშვნად ღირდეს. ბევრი ადამიანი არეგისტრირებს რაღაცას და ბევრ ადამიანს აქვს იდეები. მაგრამ ყველა მათგანი არაა წარმატებული. ამ ადაინის მიღწევებიდან პირადად ჩემთვის არცერთია იმდენად შთამბეჭდავი, რომ ვიკიში სტატია ეძღვნებოდეს. რაც შეეხება მანას, იყო ფესტივალი რომელიც ისორიის მანძილზე მხოლოდ სამჯერ ჩტარდა, რაც დიდი წარმატება ნამდვილად არაა. მსგავსი მოკლე ვადიანი პროექტები ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაში. თან თუნდაც მაგ ფესტივალის ჩატარებაში მთავარი წვლილი ამ ადამინს არ მიუძღვის. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:42, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მანაზე და 90იანების სხვა ღონისძიებებზე დღემდე საუბრობს ხალხი - ესე იგი, არის სტატიის ღირსი (ეგ ღონისძიებებიც), ვინაიდან მნიშვნელოვანი კულტურული შეკრება იყო. თბილისის როკ-ფესტივალი (1980) ხომ საერთოდ ერთხელ ჩატარდა, მაგრამ დღემდე მასზე სტატიები იწერება მინიმუმ რუსულ საიტებზე. გეგენავას რაც ეხება - საქმეც მაგაშია, რომ შენთვისაა ეს მოვლენები უმნიშვნელო, თორემ , კი შეიამჩნევდი - სამმა კაცმა ეგრევე თქვა, რომ არ არის ეს სტატია წასაშლელი. შესაბამისად - თუ შენი პოზიციის მომხრეთა რაოდენობა გადაწონის, უკვე დავფიქრდებით. მანამდე აქ იქნება. --Henry (მომწერეთ) 08:49, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

საზოგადოების წინაშე ? აქ შეიხედე: კატეგორია:პორნო მსახიობები ქვეყნების მიხედვით და იკითხე ვის რა დამსახურება აქვს საზოგადოების წინაშე ან ვინმე T-DJ Katusha — რა დამსახურება აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე ? ახლა სამართლიანად იკითხავს ვინმე ვის უფრო მეტი დამსახურება აქვსო (თუ დამსახურებაზე საუბრობ). ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია და ამასთან ერთად როდესაც პიროვნება არის ცნობილი საზოგადოებაში მასზე სტატიის შექმნა შეიძლება. ფაქტია, რომ ეს ადამიანი იგუგლება და ცნობილია. ვიკიპედიაში სამწუხაროდ სტატიები დამსახურების მიხედვით არ იქმნება მხოლოდ, ეს არ არის ახალი ამბავი. შენ ითხოვ სტატიის წაშლას, თუ შეიძლება წაშლის კრიტერიუმი წარმომიდგინე. - ოთოჯი განხილვა 10:14, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვხედავ მომხრეები არ მყავს :), თუმცა მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. მსგავსი დამსახურების ადამინი ყოველი მეორეა. გუგლშიც როგორც პოლიტიკური ფიგურა ისე უფრო იძებნება ვიდრე რაიმე სხვა ღირსების გამო. ამიტომ მასზე სტატია ნამდვილად მიკერძოებულობის გამოვლენად მიმაჩნია. რაც შეეხება პორნო ვარსკვლავებს სამწუხაროდ ისინი მართლაც და უფრო პოპულარულები არიან.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:27, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]