განხილვა:ზემფირა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული სტატია ზემფირა არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy ზემფირა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2007 წლის 29 დეკემბერი).

კაი სტატია გამოდის, მუსიკის პორტალის რჩეულად გასატანად დაბროს მაძლევ?:)/ზაური () , 21:56, 6 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯერ დაუსრულებელია :)) 1 დღეც მაცადე --გიგა 22:17, 6 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

SOS :) ბაშკირტოსტანი (ბაშკირეთი) როგორაა ქართულად ხომ არ იცით? ანუ ჩემი ვარიანტი სწორია? --გიგა 08:06, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ის მიხედვით: ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ბაშკირეთი, ბაშკორთოსტანი. --ცანგალა () 09:29, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


სასურველია ალბათ ზოგიერთი ფაქტისთვის სქოლიოში წყაროს მითითება. და დროები შესათანხმებელია, ზოგადნ ერთ წინადადებაში ჯერ აწმყოა, შემდეგ წარსული (ან პირიქით). - ალ-ო     @ 09:28, 4 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება თუ თარგს ფაქტი ვინმე ჩემგან დამოუკიდებლად ჩასვამს, მგონი ასე უფრო აჯობებს --გიგა პასუხი 09:42, 4 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თარგის ჩამატება? მაგ. ციტატებს კარგი იქნებოდა წყარო ქჰონდეს მითითებული. ის რაც სქოლიოშია ჯობია ინტ. რესურსებში გადავიდეს. - ალ-ო     @ 06:42, 22 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ბევრი {{ფაქტი}} ჩამისვით რა ვინმემ :)) და მე სქოლიოებს ჩავსვამ :) --გიგა პასუხი 09:59, 22 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში, შექება ავტორს ასეთი შრომისთვის (ნამეტანი გყვარებია ზემფირა:)), გრამატიკული შეცდომებიც თითქმის არ არის (ჩემი ცოდნით:)), მეორეც – შენიშვნები: 1. სტატიის ენა არა საენციკლოპედო, არამედ საგაზეთოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თემის კატეგორიას და ვიკიპედის მედიურობას, იმასღა ვიტყვი – უკან მიმაქვს ეს შენიშვნათქო:) 2. პრობლემაა ჩემის აზრით უცხოური ტერმინების თარგმნა, მართალია "ლ. ღვინჯილიები" ვერ ვიქნებით, მაგრამ ეგებ სანამ "გადმოვაკოპირებდეთ"(14-თრექიანი; ჰედლაინერი; ქავერ-ვერსია...), განვიხილოთ, ა?! 3. ციტირება და განმარტება არ ახლავს:"ამ ალბომით ჩემს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება"... — ამბობს ზემფირა(ეგება და შენ მიაწერე?:)); "ცვალებადი ხასიათის მქონე, თვითდაჯერებული, მომხიბვლელი და ლამაზი, ამოუცნობი და მრავალფეროვანი ზემფირა..."–ეს მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს მომხიბლელია, მრავალფეროვანია თუ რა (არა ცუდად არ გამიგოთ მეც მომწონს ზემფირა, მაგრამ მიუკერძოებლობა!). პატივისცემით --Rastrelli F.B. 16:38, 22 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

შესავალში ამ თარგის {{მრავალმნიშვნელოვნება**}} გამოყენება არ გინდოდათ? ა.

ზემფირა ეროვნებით რუსია თუ ბაშკირი? თუ ბაშკირია, რუსების კატეგორიაში რატომაა? გავიხსენოთ, ქართველები, როგორ ვრეაგირებდით ასეთ რამეზე? ჩემი აზრით, ან უნდა იყოს კატეგორია "ბაშკირები" ან კატეგორია "რუსეთელები", მოფიქრება უნდა. პატივისცემით,დიდგორელი --დიდგორელი 07:04, 5 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

წარმოშობით თათარია. მაგრამ ვინ იცის ეროვნებას რას წერს? შეიძლება ქართული გვარი გქონდეს, მაგრამ ეროვნება ჩაწერო მაგ. სომეხი. მაგ. თუ ამერიკის მოქალაქე ხარ ე. ი. ამერიკელი ხარ, თუ გერმანიის ე. ი. გერმანელი ხარ. მაგრამ წარმოშობით ხარ ქართველი. ამიტომ თუ რუსულ კულტურას ემსახურება და ჩაწერო, რომ რუსია ალბათ შეცდომა არ არის, მაგრამ ალბათ უნდა ჩაიწეროს, რომ თათარიც არის (სტატიაში საკმარისია). მაგ. ოსკარ შმერლინგი,ჯორჯ ბალანჩინი, შარლ აზნავური , ქეთი მელუა, სტალინი, პეტრე გრუზინსკი (მხატვარი) და სხვა მრავალი. ახლა არ მითხრათ, რომ ჯორჯ ბალანჩინს და ქეთი მელუას რეაქცია ჰქონდა ან აქვს, რომ ქართველს არ ეძახიან. ისინი მხოლოდ წარმოშობით არიან ქართველები. ასე, რომ არამგონია, რომ ზემფირასაც ჰქონდეს დიდი რეაქცია.ცანგალა () 09:00, 5 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]