განხილვა:ზემო ოგოუე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989 წ. გვ. 129:

  • ოგოვე (Ogowe), ო გ ო უ ე (Ogooué) — მდინარე
  • ოგოუე — იხ, ოგოვე.

ვფიქრობ ძირითადი სათაური უნდა იყოს ზემო ოგოვე. — ჯაბა 1977 19:37, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Jaba1977. ფრანგები, რომელთა კოლონიაც გაბონი იყო, წერენ Ogooué-ს. ამიტომ მეც ქართულად ვწერ ო გ ო უ ე. ეს არის და ეს.

GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:06, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგრამ ქართულ ენაში შემოსულია პირველი სახით, ჩემი აზრით მანდედან გადამისამართება უნდა დავტოვოთ და გადავიტანოთ. --ჯაბა 1977 20:09, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

დილა მშვიდობისა Jaba1977. ის ხალხი ვინც ლათინურ ენაზე წერს ყველგან დაფიქსირებულია Ogooué (ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები, პოლონელები, ჩეხები და ასე შემდეგ). ეს ეხება მდინარესაც, პროვინციებსაც, ქალაქებსაც და ნებისმიერ სხვა გეოგრაფიულ ტერმინებს. ქართულ ენაში როდის შეეხო ვინმე ამ ნებისმიერ ტერმინს ნამდვილად არ ვიცი. მდინარე Ogooué არასდროს არ ყოფილა ნილოსის, კონგოს ან თუნდაც ლიმპოპოს სადარი. არც რომელიმე გაბონის პროვინციაა საქართველოს ისტორიაში მოხსენებული ან თანამედროვე ცხოვრებაში ვინმესთვის თუნდაც ოდნავ ცნობილი. ჩემი აზრით რადგანაც ფრანგული ენა გაბონში სახელმწიფო ენაა ჩვენც სიტყვა Ogooué ფრანგულად უნდა გამოვთქვათ და დავწეროთ ოგოუე. მაშინ რა ვუყოთ Charles de Gaulle-ს, ჩარლზ დე გოული დავწეროთ?

GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:15, 25 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში წესია: თუკი რამე წყარო არსებობს იმის მიხედვით უნდა დავწეროთ სათაური. ან კიდევ როგორცაა დამკვიდრებული. მე წყარო დაგიდეთ, შარლ დე გოლზეც დაგიდებთ წყაროს რომ შარლ დე გოლია. წესების მიხედვით გადასატანია. --ჯაბა 1977 15:52, 25 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]