განხილვა:ვივიენ ლი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი: ლი (Leigh) ვივიან (ნამდვ. სახელი და გვარი - ვივიან მერი ჰარტლი, Hartley) --M. განხილვაწვლილი 07:31, 8 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

M. აუცილებლად დამატე წიგნის სათაურს გამოშვების წელი და გვერდი. წელი საჭიროა რომ უპირატესობა მიენიჭოს პოტენციურად წარმოდგენილ მეორე წყაროს (როგორც ვიცით უახლესია უპირატესი), გვერდი კი საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ნახვა (ამის პრობლემა უფრო ნაკლებად დგას). რაც შეეხება განხილვას ჩემი აზრით გადასატანია ვივიან ლიზე. --JABA 1977 13:50, 8 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა წიგნი არ მაქვს, ვნახულობ ინტერნეტში, ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ელექტრონულ ვერსიას წელი 1989. ბეჭდრუში ვისაც შეუძლია გადაამოწმოს, მაგრამ არის განსხვავება მოსალოდნელი? --M. განხილვაწვლილი 16:23, 8 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩემთვის არაა პრობლემა და ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი შენს დაწერილში. :) თუმცა ყველა განხილვაში მაშინვე არ ხდება პრობლემის გადაწყვეტა და დროთა განმავლობაში შესაძლოა აქტუალურად დადგეს გამოცემის წლის პრობლემა. --JABA 1977 16:50, 8 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ს ტ. 6. გვ. 210-211. წელი 1983. ვივიენ ლი (ნამდვილი სახელი და გვარი: ვივინ მერი ჰარტლი). თუ უპირატესობას ვანიჭებთ ვივინს მაშინ მისი სრული სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სათაურში, სხვა შემთხვევაში ვივიენ ლი-ზე უნდა დაბრუნდეს. - ოთოჯი განხილვა 08:16, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ს თუ უპირატესობა არ აქვს უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონთან, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა გამოვიყენოთ რადგან (1) უფრო ახალია, ქსე-ს მეექვსე ტომი 1983-შია გამოშვებული, ლექსიკონი 1989 (2) უფრო სპეციალური. --M. განხილვაწვლილი 08:45, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989 წ. გვ. 206, ლი, ვივიან (ნამდვილი სახელი და გვარი - ვივიან მერი ჰარტლი). როგორც ჩანს შედარებით უახლესი წყარო ვივიანს გვეუბნება. --JABA 1977 10:17, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ოთოჯის უნდა დავეთანხმო. ქსეშიც და ინგლისურ ვიკიშიც გარკვევით წერია, რომ დაიბადა როგორც ვივიანი და შემდეგ სახელი შეიცვალა ვივიენზე. იგივეს იმეორებს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონიც.--Tornike 21:19, 8 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ოთოჯის და თოკოს, ცალსახად დასაბრუნებელია ვივიენ ლი-ზე. ადამიანმა შეიცვალა სახელი და დაირქვა ვივიენ და ჩვენ რა განხილვას ვუწყობთ? --GagaVaa 14:11, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)სრულად გეთანხმებით სამივეს. დაიბადა ვივიანად, მაგრამ მისი სასცენო სახელი ვივიენ ლი იყო. თუ დაბადების სახელს ვწერთ, სრულად უნდა გვქონდეს მაშინ. --Saliner 19:59, 11 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
გადავიტან მაშინ, თუ არავინაა წინააღმდეგი. ზედმეტად დიდხანს გაიყინა ეს განხილვა--Tornike 18:01, 12 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]